ფანებს აინტერესებთ, როდის შედგება კაი მეტოვასა და ანასტასია როჟკოვას ქორწილი, რომლებიც 10 წელია ერთმანეთს ხვდებიან

0
88

1990–იან წლებში ეს ცეცხლოვანი შავგრემანი სრული თავდაჯერებულობით გამოდიოდა სცენაზე: დარბაზში არა ერთი მაყურებლის ნაზი გული სკდებოდა. მომღერალმა და კომპოზიტორმა კაირატ მეტოვამ იმდენი ქალის სიყვარული მოიპოვა, რომ რამდენიმე მამაკაცისთვის საკმარისი იქნებოდა. ათობით რომანი, ქორწინებაგარეშე შვილები და მხოლოდ ერთი ოფიციალური ქორწინება. ასევე დიდი ვნება ახალგაზრდა ლამაზმანების მიმართ დიდი ასაკობრივი სხვაობით. ასეთია 59 წლის კაზანოვა კაი მეტოვა, რომლის პირადი ცხოვრება ჯერ კიდევ ცხარე და პიკანტურია.

კაი მეტოვა: პირადი ცხოვრება

მუსიკის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კაი მეტოვას არასდროს ჰქონდა გამორჩეული ხმა. თუმცა მისი ქარიზმა, ცეცხლოვანი მზერა და აღმოსავლური თვისებები თავის საქმეს აკეთებდნენ. კომპოზიტორმა წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა სიმღერის „Position № 2“ გამოსვლის შემდეგ. 2003 წელს მისი კომპოზიცია „ჩაის ვარდი“ ფილიპ კირკოროვისა და მაშა რასპუტინას შესრულებით ჩარტების სათავეში მოხვდა.

დღეს კაი მეტოვას ისე ხშირად არ იხსენებენ, მაგრამ დღემდე მართავს კონცერტებს ერთგული გულშემატკივრებისთვის და მონაწილეობს „90–იანი წლების დისკოს“ გადაღებებში. მომღერლის პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა: რაც უფრო ასაკი ემატება, მით უფრო ახალგაზრდები ხდებიან მისი შეყვარებულები. მამაკაცმა არაერთხელ განაცხადა პრესაში, რომ ეძებს იმ ერთადერთს და ოჯახის შექმნა სურს. როგორც ჩანს, ძებნა გაჭინაურდა!

კაი მეტოვას 2 ქორწილი: ოფიციალური და არც ისე

მომღერალმა პირველი და ერთადერთი ოფიციალური ცოლი მშობლიური ქალაქიდან, ყარაღანდიდან ჩამოიყვანა. 16 წლის მოლარე ნატაშა ერთი ნახვით შეუყვარდა და ერთი წლის შემდეგ ხელი მოაწერა.

გოგონას არ მოეწონა 20 წლის მეუღლის ავტორიტარული აღმოსავლური ხასიათი. ქალიშვილი ქრისტინა გააჩინა, მაგრამ მორჩილი და ჩუმი დიასახლისი ვერ გახდა. 3 წლის შემდეგ გაზრდილმა ნატაშამ განქორწინება მოითხოვა. კაირატს ქალიშვილზე მზე ამოსდიოდა. თავისი პატარა ასლი ბავშვობიდან გასტროლებზე დაყავდა. 2018 წელს მომღერალი ბაბუა გახდა.

მეტოვამ ოჯახის შექმნა მეორედ სცადა ახალგაზრდა მომღერალთან, ოლგა ფილიმონცევასთან. ჯერ 15 წლის ლამაზმანის მამასთან მეგობრობა დაიწყო. კაი მასზე თითქმის 10 წლით უფროსი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სატელეფონო რომანში. როცა მსახიობმა გოგონა მოსკოვში მიიწვია, ისიც დათანხმდა.

კომპოზიტორს ფილიმონცევაზე ჯვარი არ დაუწერია. გოგონა თავად ვერ ხედავდა თავს ქორწინებაში, საფენებსა და ფაფებს შორის. კარიერა აირჩია და ქმრის კავშირები და მფარველობა გამოიყენა. ათწლიანი თანაცხოვრება მარცხით დასრულდა.

კაი მეტოვა: პირადი ცხოვრება

2 დაშორების შემდეგ, მეტოვამ ბედნიერების საძიეებლად წავიდა რეალით შოუებში დაბალ რეიტინულ ტელეარხებზე. ერთ–ერთ გამარჯვებულთან რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობა ვერ ააწყო. 2013 წელს ისევ სცადეს მისი დაკავშირება ფილიმონცევასთან გადაცემაში „მე განქორწინებას ვაპირებ“, მაგრამ ამაოდ.

შემდეგ მუსიკოსის ცხოვრებაში გამოჩნდა ანა სევერინა ბატაისკიდან – დიდი ხნის თაყვანისმცემელი, რომელმაც ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში მისგან კონცერტზე ავტოგრაფი აიღო. მიმოწერით ვნებიანი რომანი გააჩაღეს და 2 წლის შემდეგ მომღერალმა შეყვარებული მოსკოვში მიიწვია. ანა ის ერთადერთი ვერ გახდა: გოგონამ მათი რომანის მიმართ საზოგადოების ყურადღებას ვერ გაუძლო. თან მეტოვაზე მთელი 22 წლით უმცროსი იყო.

უკანონო შვილები და ანასტასია როჟკოვა

მეტოვას არ უყვარს, როცა მას კაზანოვას ან მექალთანეს უწოდებენ. ყოველთვის ამბობს, რომ ეძებს და აფასებს ძლიერ ოჯახს და კანონიერ ქორწინებას. თუმცა ერთ–ერთ შოუში მომღერალმა უარყო ეს განცხადება, საზოგადოებას გააცნო მისი უკანონო შვილები, ნასტია და რიკა. თითქმის 20 წლის განმავლობაში მისი შვილების არსებობას მალავდა: ქალიშვილს, 1996 წელს 18 წლის ოლგა პოპლავსკისთან ხანმოკლე რომანისგან, და ვაჟს – უცნობი ქალისგან 1998 წელს.

წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს არის. კომპოზიტორის ახალი მუზა გახდა 30 წლის მსახიობი და მოდელი ანასტასია როჟკოვა. 29 წლიანი ასაკობრივი სხვაობა ხელს არ უშლით, რომ ერთმანეთით დატკბნენ და ნისლით მოცული მომავლის გეგმები ააშენონ.

მეგობრობა და სასიამოვნო კომუნიკაცია რომანად გადაიზარდა. როჟკოვამ თქვა, რომ ძალიან კარგად იცოდა მამაკაცის მოსიყვარულე ბუნების და მისი მრავალრიცხოვანი კავშირების შესახებ, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ და მომღერალთან ოჯახის შექმნაზე ოცნებობს.

როდის არის ქორწილი?

რამდენად შორის ანასტასიას გეგმები რეალობისგან, დრო გვიჩვენებს. წყვილი 5 წელზე მეტია ერთადაა, მაგრამ არტისტი არ ჩქარობს საყვარელ ადამიანს თითზე ბეჭედი გაუკეთოს. როგორც ჩანს, ნასტიას ეს არ აწუხებს. მსახიობის თქმით, მათმა კავშირმა მისი ცხოვრების ხარისხი შეცვალა. ბედნიერია საყვარელი ადამიანის გვერდით, რომელიც გულით ახალგაზრდაა. გოგონამ ენთუზიაზმით აიღო ხელში ჩამჩა და ცოცხი, რომ კაი გაახაროს გემრიელი ვახშმით, სახლში წესრიგით და კარგი განწყობით.

ჟურნალისტები იმედს არ კარგავენ, რომ შეძლებენ მომღერლისგან გარკვევას, როდის გაიმართება ქორწილი. ის კი ძუნწად პასუხობს, რომ არ აპირებს ანგარიში ჩააბაროს ტაბლოიდებს და ფედერალურ არხებზე განცხადება გააკეთოს. ვეჭვობთ, რომ კაი მეტოვა რაღაცას მალავს. არტისტს მისი პირადი ცხოვრების მიმართ მედიის ყურადღება არასდროს აწუხებდა. ასე შეყვარებულებმა ოფიციალურად განაცხადეს მათი ურთიერთობის შესახებ გადაცემაში „ადამიანის ბედი“. ხოლო 2019 წელს ანასტასიას ინიციატივით, მეტოვას შეურჩიეს ახალი იმიჯი „მოდურ განაჩენში“.

„არ ვამბობ, რომ ნასტიას ხელი ვთხოვე, მაგრამ საპირისპიროსაც არ ვამბობ“ – აკეთებს კომენტარს მომღერალი. რაღაც გვეუბნება, რომ როჟკოვას სანუკვარი სიტყვების მოსმენა დიდხანს მოუწევს.