ნათელმხილველი მეჰდი ვაფას საახალწლო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
2421

ცნობილმა ირანელმა ნათელმხილველმა და მკურნალმა მეჰდი ებრაჰიმ ვაფამ საახალწლო საჩუქარი მოგვიმზადა – ჰოროსკოპი 2023 წლის ბოლო 10 დღისთვის. რას მოუტანს ბედი ზოდიაქოს ნიშნებს? მეჰდი ვაფა 21–31 დეკემბრის პროგნოზს იძლევა. გაიგეთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, სად გაუშვათ სიტუაცია და დამშვიდდეთ. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები წარმატებული დღეებისთვის და დახურეთ 2023 წელი დიდებულად.

საერთო რჩევები თხის რქისთვის, მშვილდოსნისთვის, ქალწულისა და მერწყულისთვის

ახალ წელში შეხვალთ იმავე განწყობით, რომლითაც 2023 წელს დაასრულებთ. სწორედ ამიტომ, დაფარეთ ყველა ვალი (კრედიტი არ ითვლება). თუ გსურთ სიყვარული, რომანტიკა და თავგადასავლები, გაბედული იყავით და გული არ ჩაკეტოთ. ახალი რომანი უკვე ჰორიზონტზე გამოჩნდა.

რეკომენდაციები ვერძისთვის, კუროსთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის

თქვენი სანუკვარი ოცნება ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით ასრულდება. მიიღებთ ღირსეულ ჯილდოს ყველა განსაცდელისთვის, რომელიც ამ წელს გაიარეთ. მართალია, ბედს ვერ გაექცევით. მიიღეთ მისი შეთავაზებები და მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი ამაო არ იყო.

ლომი, კირჩხიბი, თევზები და მორიელი: მეჰდი ვაფას პროგნოზი

საახალწლო ჯადოქრობა უკვე გელით. მხიარული, უღრუბლო დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ. 2023 წლის ბოლო 5 დღე სამუშაო საკითხების დაგეგმვის დროა.

მეჰდი ვაფა: საახალწლო ჰოროსკოპი

ვერძი

მეჰდი გირჩევთ, ღრმად ჩაისუნთქოთ, ამოისუნთქოთ და ცხოვრება არ გაირთულოთ. ახალი წლის დღეებში თქვენი მთავარი მტერი ბანალური ფუსფუსია. უმჯობესია, რომ ძველი კამათი და მნიშვნელოვან ადამიანებთან უთანხმოება დახუროთ. ეს პერიოდი შეიძლება იყოს სიყვარულისა თუ მეგობრობის მეორე შანსი, მაგრამ ზოგისთვის – დასასრული. არ შეგეშინდეთ, წერტილი დასვათ რთულ ურთიერთობებში, მაგრამ მოვლენებიც არ დააჩქაროთ.

ვარსკვლავები გპირდებიან ჯანმრთელობას და განკურნებას. ზოგჯერ საყვარელი საჭმელი, სერიალი და სიჩუმე ნებისმიერ წამალზე უკეთესი მკურნალია. 27 დეკემბერს რამდენიმე მონეტა ჯიბეში ჩაიდეთ. კარგი დროა გარიგებისთვის, გაყიდვისა და დამატებითი შემოსავლისთვის. გეგმავთ გრძელვადიან მოგზაურობას? უმჯობესია იანვრისთვის გადადოთ.

ხელსაყრელი თარიღები ყველაფრისთვის: 25 და 30 დეკემბერი.

კურო

მაშინაც კი, თუ არაფერს ელოდებით ახალ წელს, სასიამოვნო სიურპრიზებით გაგაოცებთ. კარგზე იფიქრეთ, მშვიდად დახურეთ საქმეები და თამამად აიღეთ საკუთარ ხელში საახალწლო ატმოსფეროს შექმნა. ბედი დაგიცავთ იმედგაცრუებისგან და თამამი და გიჟური ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ. მალე შეძლებთ დახუროთ საკითხი, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გაწუხებთ, და ეს მოვლენების მიმდინარეობას შეცვლის.

ფინანსები ადვილად მოდის თქვენს ხელში, მაგრამ ასევე უბრალოდ მიდის. არ ინერვიულოთ, თითოეული შენაძენისგან ისიამოვნეთ. თუ ყველა მხრიდან ნეგატივი გაწვებათ, ხშირად დაიბანეთ სახე და ხელები გამდინარე წყლით. გახსოვდეთ: მნიშვნელოვანია, ნერვებზე იზრუნოთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძარღვები არ დაიწყვიტოთ.

ხელსაყრელი თარიღები: 27–28 დეკემბერი

ტყუპები

მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო მოძრაობაში იყოთ. მოძებნეთ, იმოქმედეთ, საქმეები დაასრულეთ. მაშინაც კი, თუ ბოლო დროს დაღლილობას და სისუსტეს გრძნობდით, ენერგია დაგიბრუნდებათ. კონკურსებში, შეჯიბრებებში, კონკურენტულ ბრძოლებში გამარჯვების პერიოდია. ნათესავებისგან კარგ ამბავს ელოდეთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.

მეჰდი გაფრთხილებთ: საქმეში არ დაუშვათ ერთი და იმავე შეცდომა, თუ შედეგი ცნობილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ დროს, არამედ ფულს დაკარგავთ. კარგი დრო, რომ ფინანსური ნაღები აიღოთ – 24–29 დეკემბერი. მოგებას ელოდეთ და დაგეგმეთ, როგორ დახარჯავთ.

ხელსაყრელი თარიღები: 30–31 დეკემბერი.

კირჩხიბი

დაგეგმეთ და გაატარეთ ახალი წელი თქვენი წესების მიხედვით. არავის მოუსმინოთ და გააკეთეთ დღესასწაული, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. დიდი კომპანია, წვეულება – ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ყოველთვის იპოვით წარმატებულ ვარიანტს და ამ დღეს ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი იქნებით. აუცილებლად ჩამოწერეთ სადღესასწაულო გეგმა: საყვარელი კერძები და გართობა. მოიწვიეთ ყველაზე საჭირო ადამიანები, თუნდაც დარწმუნებული არ იყოთ, რომ მოვლენ.

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ქცევებს დააკვირდით და გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მოიშორეთ ეგოიზმი: მოსმენა და მისი აზრის გათვალისწინება სცადეთ. ფინანსებში ციფრებს ენდეთ და არა რჩევებს. ასევე კარგი ქცევისთვის ჯილდოს ნუ ელით. სიკეთე გააკეთეთ და გაუშვით.

ხელსაყრელი თარიღები: 28 და 31 დეკემბერი.

ლომი

დრო გიჟივით მიფრინავს, მაგრამ ყველაფერს ასწრებთ თქვენი ენერგიის და მკერდში არსებული ცეცხლოვანი ძრავის წყალობით. თუ საქმეში დახმარებას გთავაზობენ, მიიღეთ. კოლეგები და მეგობრები თქვენს მხარეს იქნებიან, რაც არ უნდა დაიწყოთ. უახლოესი 10 დღე კარგი დროა ოჯახური გეგმებისთვის. ვიღაცას მოუნდება თქვენი ნერვების გამოცდა და კონფლიქტების პროვოცირება. პროვოკაციებს თავი აარიდეთ.

ახალი წლის ღამეს სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრეთ. დრაკონის ძალა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. არ აიღოთ კრედიტი და არ ისესხოთ ახალ წელს. 25–30 დეკემბერს საფულეში ფულის მომატებას ელოდეთ.

ხელსაყრელი თარიღი: 26 დეკემბერი.

ქალწული

დეკემბრის ბოლო დღეები სავსე იქნება მზით და ნათელი სიხარულით. ყველასთვის კეთილ სიტყვას იპოვით, ხოლო სამყარო ღიმილისთვის ბევრ მიზეზს მოგცემთ. შედეგების შესაჯამებლად კარგი დროა. ცოტა დრო მშვიდ ადგილას მარტო სეირნობას დაუთმეთ. მაშინაც კი, თუ თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტია, კარგად დაფიქრდით და დასკვნები გამოიტანეთ. ყველა წყენა წარსულში დატოვეთ, სულიერ მხარეს დრო დაუთმეთ. შინაგან ძალას ენდეთ და ის ერთგული თილისმა გახდება.

ზედმეტი ფიქრებისგან თავის დაღწევაში მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ. სირბილი, იოგა, ფიტნესი სხეულის და გონების კარგ ფორმაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სასიამოვნო ბონუსი პრემიის, მოულოდნელი საჩუქრის ან წარმატებული გარიგების სახით განწყობას აგიმაღლებთ.

ხელსაყრელი თარიღები: 23–25 დეკემბერი.

სასწორი

თქვენი ინტუიცია დანასავით ბასრი გახდება, ეს მომენტი გამოიყენეთ. საქმეში წინსვლა გელით. თამამად წინ იარეთ, სამყარო სწორ გზას გიჩვენებთ. თუ ოჯახში კამათი და კონფლიქტი წარმოიქმნება, რჩევისთვის ოჯახის უფროს წევრს მიმართეთ. მოგვარებაში დაგეხმარებათ.

საუკეთესო რეკომენდაცია კარგი ჯანმრთელობისა და სტრესთან ბრძოლისთვის – სიცილი! წაიკითხეთ საყვარელი წიგნები, უყურეთ კომედიებს, უსმინეთ ხუმრობებს, შეიკრიბეთ მეგობრებთან ერთად. ძალითაც გაიღიმეთ, ამ სამყაროთი იხარეთ და ისიც ჰაეროვან კოცნას გამოგიგზავნით. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება თქვენი სახელი შელახოს. არანაირი ფული ამად არ ღირს.

ხელსაყრელი თარიღები: 25 და 30 დეკემბერი.

მორიელი

ეს პერიოდი ძლიერი გრძნობებით და ემოციებით დატვირთულია. საოცარი მოვლენები თქვენს ცხოვრებაში თოვლის ზვავივით შემოვა. ასე სამყარო გაძლევთ უკუკავშირს თქვენი ქმედებებისთვის. ეს შესანიშნავია, რადგან თქვენი დიდი ცეცხლოვანი გულის ახალი ასპექტების აღმოჩენას დაიწყებთ. თუ თქვენი ბედნიერებისთვის ბრძოლა საჭიროა, იბრძოლეთ. აირჩიეთ ხალხი და არა მარტოხელა მეომრის გზა.

თუ გული ვერ ისვენებს, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ, ბინა და სამუშაო ადგილი ხშირად გაანიავეთ. დღეში 15–30 წუთი ხანმოკლე სეირნობა თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ახალმა წელმა სიურპრიზებით რომ აგავსოთ, საყვარელი ადამიანებისთვის და ახლობლებისთვის საჩუქრებზე არ დაზოგოთ. ემოციები და შთაბეჭდილებები ფასდაუდებელია.

ხელსაყრელი თარიღები: 26 და 31 დეკემბერი.

მშვილდოსანი

როგორც იქნა, სიმშვიდით და სტაბილურობით დატკბებით. სიმშვიდე დაგიცავთ ქაოსისგან და შეძლებთ მშვიდად მიხედოთ ახალ გეგმებს და ამოცანებს. ამავდროულად, თქვენს კარზე დააკაკუნებენ ახლობელი ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია თქვენგან შორს არიან. გახსოვდეთ, თავად ხართ სინათლის და სიხარულის წყარო. ვერავინ შეძლებს სადღესასწაულო განწყობის გაფუჭებას, თუ თქვენს სულიერ სივრცეს დაიცავთ.

მნიშვნელოვანია, იზრუნოთ თქვენს იმუნიტეტზე ახალი წლის წინა დღეებში. რაციონში ჩართეთ მცენარეული ჩაი ლიმონით, შავი მოცხარით, კოჭით, ჟოლოთი, ქაცვით და შტოშით. ასტროლოგი გირჩევთ, რომ ფულის ენერგიის შესანარჩუნებლად და გასამრავლებლად ქონება და აქციები არ გაყიდოთ, ლომბარდშიც არ წახვიდეთ წლის ბოლომდე. 28 დეკემბერს სასიამოვნო ფულადი სიურპრიზი გელით.

ხელსაყრელი თარიღები:24 და 30 დეკემბერი.

თხის რქა

თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც ორაზროვნად დაშორდით. თუ თქვენს ხელშია ძალა, ახლა თქვენი გავლენის ქვეშ ბევრი ადამიანის ბედი აღმოჩნდება. ოჯახში ლიდერული თვისებების გამოვლენას და კომპანიის მუშაობაში დიდი წვლილის შეტანას შეძლებთ. გახსოვდეთ: ადამიანობა პრიორიტეტია.

სასიამოვნო და მოულოდნელი ფულადი სიურპრიზი გელით. ამას იღბლის გარდა ვერაფერს დაარქმევთ. მოთოკეთ თქვენი შეუპოვრობა და სიჯიუტე ურთიერთობაში. უმჯობესია პარტნიორთან ურთიერთობა დათმობაზე წახვიდეთ, ხოლო ახალ წელს ორიგინალური საჩუქრით გააოცეთ. ბუნდოვან ისტორიაში რომ არ მოხვდეთ, სხვის საიდუმლოს თვალის ჩინივით გაუფრთხილდით.

ხელსაყრელი თარიღები: 22 და 24 დეკემბერი.

მერწყული

ახლა ფული ყველა თქვენს ფიქრს იკავებს. მნიშვნელოვანია, რომ გონება ჩართოთ და არა ემოციები, ინტუიციას მოუსმინოთ. ფრთხილად იმოქმედეთ, დაგეგმეთ თითოეული ნაბიჯი, არ იჩქაროთ. თქვენი გადაწყვეტილება საბედისწერო შეიძლება გახდეს. მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხები მომავალი წლისთვის გადადეთ. 29 დეკემბერი ამ საქმისთვის არახელსაყრელი დროა. ასტროლოგი გირჩევთ, სამსახური არ დატოვოთ და არ გადახვიდეთ ახალ ბინაში უახლოეს თვეში.

ახლობლებს გული გადაუშალეთ და თამამად ისაუბრეთ იმაზე, რაც გსურთ. მოგისმენენ, თუ დიალოგის ხასიათზე იქნებით. წარმატების მოსაზიდად ახალ წელს სადღესასწაულო სუფრაზე წითელი სანთლები აანთეთ და ღია კრემისფერი სამოსი ჩაიცვით.

ხელსაყრელი თარიღები: 23 დეკემბერი

თევზები

თქვენთვის ახალი კარი იღება. საინტერესო მოვლენები მოდის. თუ მოგიწევთ, ბრძოლის გზას უშიშრად დაადექით, ის მოგცემთ ფასდაუდებელ გამოცდილებას და შედეგებსაც. რომელ სფეროშიც არ უნდა დაკავდეთ თვითგანვითარებით, გაგიმართლებთ. სიჯიუტე და მოთმინება მოიმარაგეთ. გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ ცივი გონებით, ხოლო უსიამოვნო ადამიანებს ისე მოექეცით, როგორც ისინი გექცევიან.

ახლა თქვენს ნერვებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. მოერიდეთ გადაღლას, მეტი დაისვენეთ და კარგად იკვებეთ. თქვენი კეთილი რჩევა დასჭირდება რამდენიმე ადამიანს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მოუსმინოთ თქვენს მოთხოვნილებებს.

ხელსაყრელი თარიღები: 29 და 31 დეკემბერი.