ქინძისთავი ძლიერი ამულეტია, რომელიც დაგიცავთ ბოროტი ხალხისგან და ნეგატივისგან 

0
2349

ძველად სჯეროდათ: თუ ტანსაცმელზე მიმაგრებულია შელოცვილი ქინძისთავი, ავისმსურველს თავისივე ბოროტება დაჩხვლეტს. არავინ იცის, როდიდან დაიწყეს ჩვეულებრივი ქინძისთავის ძლიერ ამულეტად მიღება. ათწლეულების განმავლობაში, ბებიები შვილებისა და შვილიშვილების ტანსაცმელზე ქინძისთავს ამაგრებდნენ, რომ საყვარელი ადამიანები შურისა და ბოროტებისგან დაეცვათ.

მარტივ ამულეტს უნდა მიეღო ნეგატივი და უსასრულო წრეზე გაეგზავნა. სწორედ ამიტომ, ქინძისთავი საიმედოდ დამაგრებული უნდა ყოფილიყო. გიამბობთ, რა ვიცით, სამკერვალო აქსესუარის დამცავი თვისებების შესახებ.

ქინძისთავი ტანსაცმელზე

ძველად თვლიდნენ, რომ უწმინდურ ძალას ეშინოდა ცეცხლის, გარკვეული ბალახის და ბასრი ლითონის საგნების. სწორედ ამიტომ, თავს აარიდებს სახიფათო ნივთის მატარებელს და ზიანს ვერ მიაყენებს.

ქინძისთავმა რომ დაიცვას ადამიანი და მისი სახლი გათვალვისგან და უარყოფითი ენერგეტიკისგან, რამდენიმე პირობა უნდა დაიცვათ. მნიშვნელოვანია, აირჩიოთ გარკვეული ლითონის ნაწარმი, დამუხტოთ თქვენი ძალით და გარკვეული წესით ატაროთ.

ყველა ქინძისთავი თილისმად არ გამოგადგებათ, მხოლოდ ფოლადის და ვერცხლის. ხალხური რწმენის თანახმად, სწორედ მას აქვს ბოროტებისგან ძლიერი დამცავი ძალა. ამ მიზნით შეუფერებელია სპილენძისგან, ალუმინისგან და თითბერისგან დამზადებული ნაწარმი: ეს ლითონები, პირიქით, უარყოფით ენერგიას იზიდავს. უმჯობესია შეიძინოთ ახალი ქინძისთავები, ჟანგისა და სხვა დაზიანების გარეშე.

როგორ დავმუხტოთ ქინძისთავი ძალით და დავამაგროთ ტანსაცმელზე

ახლა აქსესუარი დამცავ ამულეტად ვაქციოთ. პირველ რიგში, გამდინარე წყალში გარეცხეთ. წარმოიდგინეთ, რომ საგანმა სხვისი ენერგია დატოვა. შემდეგ სანთელი აანთეთ და ქინძისთავი რამდენჯერმე „ცეცხლში“ გარეცხეთ. სთხოვეთ გათვალვისგან, ბოროტებისგან, მოშურნეებისგან და მტრებისგან დაცვა.

შემდეგ მომავალი თილისმა მზის ქვეშ მოათავსეთ. წარმოიდგინეთ, რომ იგი ივსება კურთხევით, სიკეთით და სინათლის ძალით. სულ ბოლოს დამუხტული ქინძისთავი ხელში აიღეთ, მოკრძალებულ კუთხეში დაჯექი და მედიტაცია შეასრულეთ. გაავსეთ თქვენი ხელის სითბოთი, მადლიერებით და სიყვარულით. წარმოიდგინეთ, ამულეტის გარშემო ოქროს ნათება და მისგან მომავალი სითბო.

დამუხტული თილისმა სწორად ატარეთ. მნიშვნელოვანი პირობა – ქინძისთავი ტანსაცმლის ქვეშ ატარეთ, რომ ცნობისმოყვარე თვალმა ვერ დაინახოს. დაამაგრეთ ქსოვილზე, რომელიც ყელს ან გულს ფარავს. თილისმა არავის აჩვენოთ და მის შესახებ არავის უამბოთ. ასე მისი ძალა გაიზრდება. შელოცვილი ქინძისთავი არავის მისცეთ, თუნდაც ძალიან ახლობელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამულეტთან კავშირი განადგურდება.

ქინძისთავი – ამულეტის გამოყენების თავისებურებები

დამცავი ძალის გასაძლიერებლად აქსესუარი ბასრი პირით ქვემოთ ატარეთ. თუ თილისმა შემთხვევით გაიხსნება, მთელი დაგროვილი უარყოფითი ძალა მიწაში ჩავა და არა თქვენკენ. ექიმბაშები გირჩევენ, ქინძისთავი ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელზე დაამაგროთ. სინთეტიკას ამულეტის ნაწილობრივი განმუხტვა შეუძლია.

ქინძისთავით არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი სახლი შეგიძლიათ დაიცვათ. ეჭვი გეპარებათ სტუმრების კეთილ ზრახვებში? თილისმა მიამაგრეთ ფარდის ან სამზარეულოს სუფრის უკანა მხარეს. პატარა ბავშვი ბოროტი თვალისგან რომ დაიცვათ, აქსესუარი საბავშვო ეტლს მიამაგრეთ. თუ საგანს ცოლ–ქმრის საწოლთან მოათავსებთ, თქვენს ოჯახურ სიმშვიდეს შურიანი და გამყრელი ხალხის ბინძური ხელებისგან დაიცავთ.

ქინძისთავი ტანსაცმელზე: შელოცვის ძალა

როგორ ვაიძულოთ თილისმას მთელი ძალით მუშაობა? მნიშვნელოვანია, სწორი განწყობა გქონდეთ, როცა ქინძისთავს ტანსაცმელზე ამაგრებთ. სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ, დამშვიდდით, გონება მშვიდ მდგომარეობამდე მიიყვანეთ. ქინძისთავის დამაგრებისას მასში დალუქავთ თქვენს ნათელ დამოკიდებულებას და ენერგიას.

ყოველდღე ან საჭიროებისამებრ გაიკეთეთ. თუ გელით უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა, სახლიდან გასვლამდე ტანსაცმელზე თილისმა დაიმაგრეთ, რომ თავი დაიზღვიოთ.

რატომ მუშაობს? ყველას თავისი ახსნა აქვს. ბევრ თანამედროვე ადამიანს ნიშნების და ცრურწმენების არ სჯერა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ფიქრებს და სიტყვებს გარკვეული ძალა აქვთ. თუ გონებას საჭირო ტალღაზე გადაიყვანთ, ვერავინ შეძლებს თქვენზე კვალის დატოვოს. უვნებელი ქინძისთავით თავის დაზღვევა არავის დააზარალებს.