საშიში საახალწლო დეკორაციები: რა ზიანის მოტანა შეუძლია ნაძვის ხის სათამაშოებს, გირლანდებს და ზიზილპიპილებს

0
175

საშიში საახალწლო დეკორაციები – თემა, რომელსაც ბევრი დიასახლისი საკმარის ყურადღებას არ აქცევს. თითქოს საახალწლო ღამის ხიბლი მილიონობით ადამიანს შესაძლო შედეგებზე დაფიქრების საშუალებას არ აძლევს. სამაგიეროდ, ექიმებმა და ვეტერინარებმა კარგად იციან, რა შედეგები ახლავს წარუმატებელ საახალწლო ზეიმს, რადგან ამ დღეებში ბევრი საქმე აქვთ. ერთად გავარკვიოთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია ნაძვის ხის სათამაშოებს, გირლანდებს და ზიზილპიპილებსაც ზრდასრული ხალხისთვის და ბავშვებისთვის.

საშიში საახალწლო დეკორაციები და როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ახლობლები

ნაძვის ხე

ყოველწლიურად ექსპერტები გვირჩევენ, რომ ნატურალური ნაძვის ხის ნაცვლად ხელოვნური ნაძვის ხეები ვიყიდოთ. ხელოვნურ ნაძვის ხეებს ბევრი უპირატესობა აქვს. მასზე ალერგია თითქმის არავის აქვს. ზედმეტ ხარჯსაც თავს აარიდებთ, თან ლამაზად გამოიყურება. უდავოდ, ნატურალურ ნაძვის ხეს კარგი სუნი აქვს, მაგრამ ყოველწლიურად ბევრ ბავშვს და ცხოველს პრობლემები ექმნება შემთხვევით გადაყლაპული წვივების გამო.

პიროტექნიკა

ყოველწლიურად ასობით ადამიანი საავადმყოფოში ხვდება პიროტექნიკით დაზიანებების გამო. ფეიერვერკი ზიანს აყენებს უფროსებს და ბავშვებს, მათგან იტანჯებიან ცხოველები, შემთხვევით ვიღაცის აივანზე ჩავარდნილმა რაკეტამ მთელი ბინა შეიძლება გადაწვას. ხუთწუთიანი სილამაზე ცაზე სამწუხარო შედეგების მეათედიც არ ღირს.

სანთლები

ნებისმიერი სანთელი ღია ცეცხლია. ხოლო ღია ცეცხლის წყარო ბინაში ყოველთვის რისკია. სწორედ ამიტომ, სანთლები უყურადღებოდ არ დატოვოთ. უმჯობესია, რომ გადახვიდეთ ლამაზი, მაგრამ სახიფათო ჩვეულებრივი სანთლებიდან უფრო უსაფრთხო ელექტრო სანთლებზე, რომელიც ბატარეებზე მუშაობს.

გირლანდები

ელექტრო გირლანდებს და მათ მოციმციმე შუქს საახალწლო განწყობის შექმნაში დიდი წვლილი შეაქვს. მათთანაც სიფრთხილე გმართებთ. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად გირლანდები დაკიდეთ იქ, სადაც ბავშვები და შინაური ცხოველები ვერ მიწვდებიან. ასევე ყოველთვის შეიძინეთ ხარისხიანი გირლანდები შემთხვევითი მოკლე ჩართვის თავიდან ასაცილებლად.

ზიზილპიპილები

ეს საახალწლო გაფორმება ადამიანებისთვის უსაფრთხოა. აი, ცხოველებისთვის არა! ყოველწლიურად ათობით ძაღლი და კატა იმქვეყნად მიდის, ზიზილპიპილის გადაყლაპვის შემდეგ. პატრონი ან პრობლემას დროულად ვერ ამჩნევს ან სიტუაციის დამოუკიდებლად გამოსწორებას ცდილობს და უარესს აკეთებს. სწორედ ამიტომ, ზიზილპიპილები ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას მოათავსეთ.

ნაძვის ხის სათამაშოები

უდავოდ, ყველაზე საშიში საახალწლო დეკორაცია შუშის ნახვის ხის სათამაშოები არის. შემთხვევით ბურთის გატეხვა ნებისმიერს შეუძლია. შემდეგ ნამსხვრევების მოშორებას დიდი დრო დასჭირდება. პროცესი რთულდება, როცა სახლში ბავშვები და ცხოველები არიან. თუ კატა შემთხვევით წააქცევს ნაძვის ხეს, მთელი დღე პრობლემები საკმარისად გექნებათ.