ბოტოქსის ნიღაბი სახამებლით – 15 წუთში ისეთი შედეგი გექნებათ, როგორც სალონში რამდენიმე ინექციის შემდეგ

3829

ბოტოქსის შესახებ მხოლოდ ზარმაცს არ სმენია. დღეს ეს სიტყვა მხოლოდ სილამაზის ინდუსტრიასთან ასოცირდება: რამდენიმე კუბიკის გაკეთება და სახიდან ორი ათეული წლის მოშორება ერთია. ცოტამ თუ იცის, რომ პირველად ამ ნივთიერებას 1960 წელს სახის ნაწილობრივი დამბის მქონე პაციენტების დასახმარებლად იყენებდნენ. ბოტულოტოქსინი კუნთებს ადუნებდა და სახის სიმეტრიის აღდგენას ხელს უწყობდა. იმ დროიდან ნივთიერებას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ, მაგრამ ორი ფაქტორი უცვლელი რჩება – მაღალი ფასი და რისკი.

ბოტოქსი შუბლზე ნაოჭების მოშორებაში დაგეხმარებათ, სახის ქვედა ნაწილის კორექციას ხელს შეუწყობს და კუნთებს მოადუნებს. ჯანმრთელობის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ ნივთიერება ერთი მმ-ით ზემოთ ან ქვემოთ შეყვანილი იქნება, პირის კუთხეები დაიწევს და სახე სიმეტრიას დაკარგავს. რაც შეეხება ღირებულებას, პროცედურა ერთჯერადი რომ იყოს, მასში ფულის გადახდა შეიძლება. მაგრამ პროცედურას პერიოდულად განმეორება სჭირდება და ასეთი ხარჯის გაწევა ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რომ ნაოჭები სახლის პირობებში შეამციროთ.

კვერცხის ცილა და სახამებელი კოსმეტოლოგიაში

კვერცხის ცილის შემადგენლობაში შედის თუთია, კალციუმი და სილიკონი, ასევე A, B, E და D ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, რკინა, ფოსფორი და იოდი. ის ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგებლოა, მაგრამ ყველაზე მეტად ცხიმიან კანს უხდება. ასეთი საშუალება ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვის, აკნეს აქრობს, ფორებს ავიწროებს, კანს უფრო ნათელს და დაჭიმულს ხდის.

სახამებელს ბოტოქსის საუკეთესო ალტერნატივას უწოდებენ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ღრმა ნაოჭებსაც კი ებრძვის. სახამებელი შინაურულ ნიღბებბს დაუმატეთ მაშინაც კი, თუ ახალგაზრდა და მშვენიერი ხართ. ამ შემთხვევაში ასაკობრივი ცვლილებების გაჩენას შეაფერხებს და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ხელს შეუწყობს.

მხოლოდ 2 ინგრედიენტი

სახლის პირობებში ბოტოქსის ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ – 2 ჩ/კ სახამებელი და 1 კვერცხის ცილა. ცილა სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. მშრალი ინგრედიენტი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.

როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, სუფთა სახეზე, ყელზე, დეკოლტეს ზონაზე, ასევე ხელზე წაისვით – ანუ ყველა იმ ადგილას, სადაც კანი ტენს სწრაფად კარგავს და ბერდება.

როცა ნიღაბი გაშრება, ზემოდან მეორე ფენა წაუსვით, შემდეგ მესამე. როცა ყველა ფენა გაშრება, ნიღაბი ჩამოიბანეთ. პროცედურის დროს მნიშვნელოვანია მშვიდად იყოთ და არ ილაპარაკოთ.

როგორია კურსის ხანგრძლივობა? ასეთი ნიღაბი 21 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს გაიკეთეთ, შემდეგ ყოველ მეორე დღეს 14 დღის განმავლობაში. ჩამობანის შემდეგ დამატენიანებელი კრემის სქელი ფენა წაისვით. შედეგს უკვე 10 დღეში შეამჩნევთ, მაგრამ შედეგის გასამყარებლად მიღწეულზე არ გაჩერდეთ.

სახამებლით დაბანა

ამის შესახებ საერთოდ ცოტამ თუ იცის, მაგრამ სახამებელს მგრძნობიარე და ჩამოწელილი კანის დასაბანად ხშირად იყენებენ. 1 ჩ/კ სახამებელი 1 ლ სუფთა, ანადუღარ წყალში გააზავეთ. ოთახის ტემპერატურის ხსნარით დაიბანეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. კანის ტიპის მიხედვით კრემი წაისვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს