მონაზონი მარია სამარაელის შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება: რა მოხდება მსოფლიოში 2024 წელს

0
1299

წინასწარმეტყველ მონაზონ მარიას სამარას მაცხოვრებლები დიდი ხანია იცნობენ. ის მხარზეგადაკიდული მძიმე ჩანთებით ქალაქის ქუჩებში დადიოდა. ამ ჩანთებში იყო ქვები, თიხა და ჭინჭარი. ყველას, ვისაც მისი დახმარება სურდა, უარს ეუბნებოდა და ყოველთვის ამბობდა: „თქვენს ცოდვებს მე ვატარებ“. დროთა განმავლობაში ხალხმა ყურადღების მიქცევა შეწყვიტა. პაპარაცი გიამბობთ წმინდა მონაზვნის ბოლო წინასწარმეტყველების შესახებ და რას ამბობდა 2024 წლის შესახებ.

მარია სამარაელი ეკლესიისკენ მიდიოდა და ყველასგან მოშორებით ლოცვას იწყებდა, ცოდვებისგან გათავისუფლებას სთხოვდა ყველას, ვინც ეკლესიას უახლოვდებოდა. ყოველთვის ამბობდა, რომ უფალს რაღაც უბრალოდ არ უნდა ვთხოვოთ. თუ რაღაცას ითხოვთ, მზად იყავით თქვენი თხოვნისთვის რაღაც შესწიროთ. ამრიგად, ცოდვათა მიტევებისთვის ლოცვისთვის თავის სუსტ მხრებზე ქვები აიკიდა და ატარებდა ისე, როგორც ბევრი სხვა ატარებს ბოროტებას, წყენას და შურს.

წინასწარმეტყველება ახალი წლისთვის – 2024

მარია სამარაელი ყოველთვის ღვთის მცნებების მიხედვით ცხოვრობდა. 23 წლისას სასწაული დაემართა. თავის თავში ლოცვა გაიგონა, რადგან მის გარშემო ლოცვა არსად იყო. ამის შემდეგ ლოცვა მასთან იყო ყველგან, სადაც წავიდოდა. მაშინ მარიამ უფალთან ბედის დაკავშირება გადაწყვიტა, რადგან იცოდა, რომ მან რაღაც მისიისთვის აირჩია. მონაზონი გახდა და ყოველდღე გულმხულვალედ ლოცულობდა. მარია ცხოვრობდა სამარის ამაღლების ეკლესიაში და ყოველდღე საკურთხეველთან მიდიოდა. ბევრი ცნობდა და ყოველთვის რაღაცით უმასპინძლდებოდა. მაგრამ საჭმელს არასდროს იღებდა, არამედ საკურთხეველთან აწყობდა შესაწირად.

გამჭრიახი ხედვა და სმენა ჰქონდა. 86 წლის ასაკში კარგად ესმოდა და ყველაფერს იგებდა. ხალხის ნამდვილ სახეს, მათ ცოდვებს და ნათელ მხარეებს კარგად ხედავდა. ყველა მრევლს სახელით იცნობდა და ყოველთვის ეკითხებოდა, როგორ გრძნობდნენ თავს. ხალხისა და მთელი სახელმწიფოებისთვის მომავალს წინასწარმეტყველებდა. ხალხს უყურებდა და არჩევდა, ვისთან მისულიყო. მიდიოდა მათთან, ვისაც რჩევა ან დახმარება სჭირდებოდა. საფრთხის ან ავადმყოფობის შესახებ აფრთხილებდა. თუ ვინმე მასთან მივიდოდა და მომავალში ჩახედვას სთხოვდა, ძალიან ბრაზობდა: „მკითხავი არ ვარ, რომ ბედი ვიწინასწარმეტყველო“.

მონაზვნის წინასწარმეტყველებები

სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად ამბობდა, რომ ხალხი ღმერთისკენ უნდა მობრუნდეს. კაცობრიობას სულიერება დაავიწყდა. ეს კი მსოფლიო მასშტაბის კატასტროფას გამოიწვევს. ნათელმხილველი 2000 წელს გარდაიცვალა, მაგრამ უკვე მაშინ საუბრობდა მომავლის შესახებ, რომელიც 2024 წელს გველოდა. ამბობდა, რომ ხალხს ელის შიმშილი და განადგურება, ომი დედამიწას შთანთქავს. ხალხი სიძულვილით და ბოროტებით გაივსება. ეს ყველაფერი რუსეთის ტერიტორიაზე მოხდება და ბოროტება აქედან გავრცელდება. ამ მიწაზე დასახლდება დემონი, რომელიც ხალხს მართავს. თავი მეფედ წარმოუდგენია და ითხოვს, მთელმა მსოფლიომ თაყვანი სცეს.

2024 წელს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის. თუ რუსი ხალხი ვერ დაინახავს იმ უბედურებას, რაც დემონისადმი მსახურებას მოაქვს, რუსეთი სამუდამოდ შეწყვეტს არსებობას. ამ ტერიტორიაზე ხალხმა ორმაგად უნდა ილოცოს, რომ სიბნელე საკუთარ თავში დაძლიოს და სინათლისკენ მივიდეს. წმინდა მარია სამარაელის წინასწარმეტყველება ყოველთვის ხდებოდა და ამ წინასწარმეტყველებაში ეჭვის შეტანა ძნელია.