უბედურებას თავი რომ აარიდოთ, ყურადღება მიაქციეთ მფარველი ანგელოზის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს

0
448

ყველა ქრისტიანს მფარველი ანგელოზი ჰყავს. ადამიანთა შორის არიან რჩეულები, რომელთაც ზეციური ძალები დაბადებიდან მფარველობენ. ასეთ იღბლიანებზე ამბობენ, რომ პერანგში დაიბადნენ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგი მფარველი ანგელოზი ჰყავთ. დანარჩენები შეიძლება ვერ ხვდებოდნენ უხილავი მფარველის არსებობაზე, სანამ ის შემთხვევით თავს არ გამოავლენს, ყველას თვალწინ სასწაულს არ მოახდენს. ყველაზე ხშირად ეს ხდება კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ადამიანს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება და მოვლენების შედეგებზე დამოუკიდებლად გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

კარგი მფარველი ანგელოზი

ზოგიერთი სასოწარკვეთილი ადამიანი, ზეციური ძალების არსებობაში დარწმუნების შემდეგ, სიკვდილთან თამაშს იწყებს. თავი ხიფათში არ ჩაიგდოთ და ბედის ნებიერობით ბოროტად არ ისარგებლოთ. მაშინაც კი, თუ კარგი მფარველი ანგელოზი გყავთ, მისი გამძლეობის გამოცდა და სიცოცხლის გარისკვა არ ღირს. უფალი არ გააბრაზოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგელოზი დახმარებას ვერ მოასწრებს. ხალხური სიბრძნე ტყუილად არ ამბობს, „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, „ხელი გაანძრიე და ღმერთი დაგეხმარებაო“.

ზეციური არსებები მოკვდავებს ნამდვილი სახით იშვიათად ეჩვენებიან, რადგან შეუმჩნევლად ყოფნა ურჩევნიათ. კარგი მფარველი ანგელოზი ყველაფერს ისე მოაწყობს, თითქოს ადამიანს წარმოუდგენლად გაუმართლა. მხოლოდ მორწმუნე დახვეწილი აზროვნებით და წმინდა სულით ახერხებს ყურადღება მიაქციოს ნიშნებს, რომელსაც ძლიერი მფარველი ტოვებს, და იგრძნოს ჰაერის რხევა ღვთაებრივი ფრთების ქნევისგან.

როდესაც ქერუბიმს სურს გააფრთხილოს მართალი კაცი მოახლოებული საფრთხის შესახებ, გარკვეულ ნიშნებს აგზავნის. ასევე მადლის სიგნალი შეიძლება იყოს. ადამიანს ისღა დარჩენია, გამაფრთხილებელი ნიშნები სწორად გაშიფროს და არ უგულებელყოს.

ნიშნები, რომლებიც მიუთითებს მფარველი ანგელოზის არსებობაზე

  1. ძლივს შესამჩნევი შეხება მარჯვენა მხარზე, რომელიც იწვევს სიმშვიდეს, როცა გვერდით არავინ არის.
  2. ზურგს უკან გესმით ფრთების შრიალი, რომლის შემდეგ სულში სითბო და სინათლე დგება.
  3. უხილავი მიზეზით ცაზე ცისარტყელა ჩნდება.
  4. ღრუბლები იღებს გასაოცარ ფორმებს, რომელიც ჰგავს ადამიანს ფრთებით და თავზე ნიმბუსით.
  5. ღრუბელი იღებს ჩიტის, ეკლესიის გუმბათის, ჯვრის ან გულის ფორმას.
  6. მზე ანათებს და ამავდროულად წვიმს.
  7. ყველაზე მოულოდნელ ადგილას თოვლივით თეთრი ბუმბული იპოვეთ.
  8. უცნობი ცხოველი გაცილებთ ისე, რომ ერთი ნაბიჯითაც არ ჩამოგრჩებათ.

ამ სიტყვების დასადასტურებლად მინდა გიამბოთ ერთი ისტორია, რომელიც ჩემს მეგობარს ნათიას თავს გადახდა. მორწმუნე ქალია, მაგრამ სხვადასხვა ნიშნებს ყურადღებას არ აქცევდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ უცნაური რამ არ გადახდა, რომელსაც მხოლოდ სასწაული შეიძლება ვუწოდოთ.

ნათია სამსახურის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. გზა უნდა გადაეკვეთა, ამიტომ საცალფეხო გადასასვლელთან გაჩერდა და აქეთ–იქით გაიხედა. ტრანსპორტი არ ჩანდა. უკვე გადასვლა დააპირა, რომ მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო. იფიქრა, ვიღაც ნაცნობი იყო. მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. იმავე წამს ქუჩაში წარმოუდგენელი სისწრაფით დიდმა ჯიპმა ჩაიქროლა. ძნელი წარმოსადგენია, რა დაემართებოდა ჩემს მეგობარს იმ მომენტში გზაზე რომ გადასულიყო. ნათიამ მაშინ გააცნობიერა, რომ მფარველმა ანგელოზმა გადაარჩინა.

ყველა ქრისტიანს თავისი მფარველი ჰყავს. როგორ დაიცავს წმინდა არსება კონკრეტულ ადამიანს, დამოკიდებულია პიროვნების დამსახურებაზე და იმაზე, თუ რამდენად ძლიერ ლოცულობს ღვიძლი დედა უფლის კურთხევისთვის. ყოველთვის უნდა გქონდეთ ძლევამოსილის დახმარების იმედი, მაგრამ თავადაც მაქსიმუმი ძალისხმევა უნდა გაიღოთ დასახული მიზნისთვის. ასე შეძლებთ თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ და ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ.