5 იდეა, როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის ბოთლები სახლში

0
187

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირება და ამავდროულად ფულის დაზოგვა საკმაოდ მარტივია. მთავარია იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ პლასტმასის ბოთლები სახლში. არსებობს 5 მეთოდი, რომლის წყალობით არასაჭირო ნივთებით შეგიძლიათ შექმნათ ძალიან სასარგებლო მოწყობილობები.

დაგჭირდებათ ცარიელი ბოთლები, ასევე ცოტა თავისუფალი დრო. გიზიარებთ 5 ახალ და საინტერესო იდეას, რომელიც უკვე გამოყენებულ პლასტმასის ბოთლებს მეორე სიცოცხლეს შთაბერავს.

როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის ბოთლები სახლში

მეთოდი №1: ჩაის ფილტრი

თუ იყიდეთ დასაყენებელი ჩაი, მაგრამ არ გინდათ, რომ ფინჯანში ფოთლები ცურავდეს, ამ ხრიკს მიმართეთ. პლასტმასის ბოთლის ზედა ნაწილი გადაჭერით. თავსახური რამდენიმე ადგილას სარგისით დახვრიტეთ. მზა მოწყობილობა ფინჯანში მოათავსეთ. ჩაი ჩაყარეთ. მდუღარე წყალი დაასხით. დაელოდეთ ჩაის დაყენებას, შემდეგ ხელნაკეთი ფილტრი ამოიღეთ.

მეთოდი №2: წვენსაწური

ფორთოხლის ან ლიმონის წვენის გასაწურად ჭკვიანი მოწყობილობა სწრაფად შეგიძლიათ გააკეთოთ. მაღაზიაში ნაყიდ წვენსაწურს ფუნქციონალურობით არ ჩამოუვარდება. სამლიტრიანი ბოთლი აიღეთ, საკანცელარიო დანით შუაზე გადაჭერით. გადმოატრიალეთ. მასში 500 მლ–იანი პლასტმასის ბოთლი ჩადეთ. ბოთლის თავი თავში ჩადეთ. სანთებელით ლითონის ჩხირი გააცხელეთ და ორი ბოთლი გახვრიტეთ იმ ადგილებში, სადაც ბოთლები ერთმანეთს ხვდება. მათში ხის შამფურები ჩადეთ. მზადაა!

მეთოდი №3: მცენარის ქოთანი

პლასტმასის ბოთლისგან ძალიან ლამაზი კაშპო (დეკორატიული ქოთანი მცენარეებისთვის) შეგიძლიათ გააკეთოთ. დაგჭირდებათ ინტერიერისთვის შესაფერისი ფერის საღებავი. შემდეგ ფანტაზია ჩართეთ და ლამაზი კაშპოს შექმნა დაიწყეთ.

მეთოდი №4: სამზარეულოს მოწყობილობა

კვერცხის გულისა და ცილის სწრაფად და მოსახერხებლად გამოსაყოფად მაღაზიაში სპეციალური მოწყობილობის შეძენა საჭირო არაა. აიღეთ ცარიელი ნახევარლიტრიანი ბოთლი. სუფთა და მშრალი უნდა იყოს. კვერცხი ბრტყელ თეფშზე გატეხეთ. ბოთლის გვერდებს ხელი მოუჭირეთ, ბოთლის თავი პირდაპირ კვერცხის გულს დაადეთ. ჭურჭელი კვერცხის გულს თავად შეიწოვს. კვერცხის გული მეორე ჭურჭელზე გადაიტანეთ. ბოთლი თავისუფლად დაიჭირეთ (აღარ მოუჭიროთ) და კვერცხის გულები თავისით გამოვა.

მეთოდი №5: სათამაშოების კალათა

პატარა სათამაშოები ან ტანსაცმლის სამაგრები ძალიან მოსახერხებლად შეგიძლიათ შეინახოთ ხელნაკეთ კონტეინერში, რომელიც დიდი პლასტმასის ბოთლისგან არის დამზადებული. აიღეთ ბაწარი ან ლენტი. ხუთლიტრიანი ბოთლის თავი გადაჭერით. ბოთლს ორი მხრიდან ნახვრეტი გაუკეთეთ. მათში ბაწარი ან ლენტი გაატარეთ და დაამაგრეთ. ბოთლის გადაჭრილი თავი, როგორც მზა ნაწარმი, თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გააფორმოთ.

თუ გამოყენებული პლასტმასის ბოთლების გადაყრას გეგმავთ, ცოტა ხნით მოიცადეთ. მათგან სახლისთვის საჭირო ნივთების გაკეთებას გირჩევთ.