რატომ უნდა ჩადოთ საპონი ქურთუკის ჯიბეში: №1 ხრიკი

0
833

ხშირად კარადაში ჩრჩილის გამოჩენას საკმაოდ გვიან ვამჩნევთ. ეს მომენტი დგება, როცა გაფუჭებული საგარეო ტანსაცმელი სახლში ამ მავნებლის არსებობის ნათელი მაჩვენებელი ხდება. როგორ ვებრძოლოთ ამ მწერებს? პაპარაცი გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ჩრჩილი კარადაში გამოჩნდა.

სანამ მაღაზიაში სპეციალურ სპრეის შეიძენთ, ხელნაკეთი საშუალებები გამოცადეთ. საძულველ ჩრჩილთან საბრძოლველად გთავაზობთ წლების განმავლობაში გამოცდილ მეთოდებს, რომელთაც შესანიშნავი შედეგი აქვთ.

ჩრჩილი კარადაში: რა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში?

ეფექტური მეთოდი

ჩრჩილის ერთ–ერთი საყვარელი სუნი ოფლის სუნია, ხოლო ყველაზე საძულველი – საპნის არომატი. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ ამ მეთოდს სახლიდან მავნებლის მოსაშორებლად. საყოფაცხოვრებო საპონს ქურთუკის ჯიბეში დებდნენ. მისი სუნი მწერების მოშორებაში ეხმარებოდათ და ეხმარება. კარგი შედეგის მისაღებად საპონი არა მხოლოდ საგარეო ტანსაცმლის ჯიბეებში, არამედ კარადის თაროებზე დააწყვეთ.

დამატებითი საშუალებები

  • ეთერზეთები. საპნის არომატის გარდა ჩრჩილს არ უყვარს მძაფრი ციტრუსის სუნები. მწერი ვერ იტანს კედრის, ლავანდის და როზმარინის არომატს. სწორედ ამიტომ, ამ სუნის მქონე ეთერზეთი საიმედო მეთოდია, რომ ჩრჩილი თქვენს საგარეო ტანსაცმელს მოაშოროთ. ბამბის დისკზე რამდენიმე წვეთი ძლიერი არომატის მქონე ზეთი დააწვეთეთ. შემდეგ კარადაში თაროებზე დააწყვეთ.
  • არომატული ბალახები. ეს მეთოდი, როგორც წინა, მწერს მოგაშორებთ და კარადაში ნივთებს სასიამოვნო არომატს მიანიჭებს. ნატურალური ქსოვილის ქისებში მოათავსეთ ხმელი ლავანდა, ნემსიწვერა, როზმარინი ან მათი ნარევი. შემდეგ კარადაში თაროებზე შეინახეთ.

სხვათა შორის, საყოფაცხოვრებო საპონი შეგიძლიათ შეინახოთ როგორც კარადაში თქვენი ტანსაცმლის გადასარჩენად, ასევე სამზარეულოს კარადაში პროდუქტების ჩრჩილთან საბრძოლველად. აირჩიეთ არომატი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ (საპონი, ციტრუსი, ლავანდა, ნემსიწვერა, როზმარინი ან სხვა), შემდეგ მისი დახმარებით საძულველ მავნებელს შეებრძოლეთ.