ჩემი და ასეთ საჩუქრებს პირდაპირ სანაგვეში აგდებს, სამაგიეროდ ოჯახში არავინ ავადდება

794

ზამთარი ყოველთვის გვაძლევს ბედნიერების და კარგი განწყობის მომენტებს. საახალწლო დღესასწაულისთვის მზადებას ჯერ კიდევ ნოემბერში ვიწყებთ. ყველა ფუსფუსებს და მთელი ოჯახისთვის საჩუქრებს არჩევს. მეგობრებსა და ახლობლებს შორის საჩუქრების გაცვლა ხომ ყოველთვის ამაღელვებელია.

რაც უფრო გვემატება ასაკი, მით ნაკლებ სიხარულს გვანიჭებს მიღებული საჩუქრები. განსაკუთრებით, კოლეგების და მეგობრების საჩუქრები. ადამიანი, რომელმაც ცოტამ რამ იცის ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ოცნებებზე, ყოველთვის ფორმალურ საჩუქრებს გვჩუქნის. ასე ჩვენს სახლში ჩნდება უცნაური ნახატები, შეუსაბამო სტატუეტები, წიგნები, რომლებსაც არასოდეს წავიკითხავთ, და ბევრი სხვა რამ. აღიარეთ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიგიღიათ ასეთი საჩუქარი? პაპარაცი გიამბობთ, რა უყოთ საჩუქრებს, რომლებიც სულს და გულს არ ათბობს.

საჩუქრები მთელი ოჯახისთვის

საჩუქრებს სიხარული და სიამოვნება ყოველთვის არ მოაქვს. ხშირად საჩუქრად ვიღებთ ბანალურ ხარახურას, რომელიც თაროზე ან კარადაში იმტვერება. ხანდახან გვავიწყდება, ვინ გვაჩუქა ასეთი საჩუქარი და რა შემთხვევისთვის. ყველა ეს ნივთი სივრცეს ავსებს და განვითარებას ხელს უშლის. გარდა თავად საჩუქრის, რომელსაც ვიღებთ ან ვჩუქნით, ნივთში ენერგია გროვდება. მაშინაც კი, თუ ადამიანმა საჩუქარი ცუდ ხასიათზე შეიძინა, ასეთი ნივთი სწრაფად გატყდება ან წარუმატებლობას მოიტანს.

ასევე ხშირად ხდება, რომ ადამიანი საჩუქარში ცუდ ენერგიას განზრახ დებს. მიზეზი შეიძლება იყოს ბანალური შური, თუ ბოლო დროს თქვენი საქმე წინ წავიდა. ასეთი საჩუქრის მიღების შემდეგ ცხოვრებაში ბნელი ზოლი იწყება. ჩნდება ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახში უთანხმოება ან სამსახურში უსიამოვნებები. თუ ამჩნევთ, რომ მსგავსი რამ ხდება რაიმე დღესასწაულის ან თქვენი დაბადების დღის შემდეგ, მიზეზი მიღებულ საჩუქარში შეგიძლიათ ეძებოთ.

საჩუქრების ენერგეტიკა

წელიწადში ერთხელ მაინც საჩუქრები უნდა გაწმინდოთ და რევიზია ჩაატაროთ. თუ არის ნივთი, რომელსაც არ იყენებთ, თაროზე დევს და სიხარულს არ განიჭებთ, რა აზრი აქვს მის გაჩერებას? შესაძლოა, ვიღაცას ეს ნივთი უფრო სჭირდებოდეს. ყველა უსარგებლო ნივთი შეაგროვეთ და სახლიდან გაიტანეთ. ზოგი ნივთი ნაგავსაყრელზე მოხვდება, სხვები – მეორადი ნივთების ბაზარზე, სხვები კი შეგიძლიათ გააჩუქოთ ან სხვას მისცეთ. ასე ნივთს მეორე სიცოცხლე გაუჩნდება და სიხარულს და სიამოვნებას მოიტანს.

თუ საჩუქარი რაიმე სახის სტატუეტი ან ნახატია, ადგილობრივ თეატრში ან ხელოვნების კლუბში შეგიძლიათ მიიტანოთ. იქ ყოველთვის სჭირდებათ რეკვიზიტები ან მასალები შემდგომი დამუშავებისთვის. არ იდარდოთ, რომ ნივთთან ერთად მასში ჩადებულ ნეგატიურ ენერგიას გასცემთ. სავარაუდოდ, ეს ნეგატივი თქვენკენ მომართული იყო და სხვისთვის აბსოლუტურად უვნებელია. თან თუ ნივთს კარგ ხასიათზე გააჩუქებთ, ამ ნივთის ენერგეტიკის განახლება მოხდება. ნივთი წარუმატებლობას და ავადმყოფობას აღარ მოიტანს.

თუ მაინც დარდობთ, რომ ნივთი ვინმეს ზიანს მიუტანს, პატარა რიტუალი შეგიძლიათ ჩაატაროთ. იმ მომენტში, როცა ნივთს გასცემთ, თქვით შემდეგი სიტყვები: „ხელით გავცემ, გულით ვუშვებ. ვისაც შეხვდება, კეთილად ემსახურება“. და სუფთა სინდისით ნივთი სხვას გადაეცით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს