მანიკიური, რომელიც ააშკარავებს დაბალი თვითშეფასების მქონე პროვინციელ ქალს. განვიხილავთ ვარიანტებს

0
5609

მოდა ერთ ადგილას არ დგას და ეს ეხება მის ყველა სფეროს, ზოგიერთს განსაკუთრებით. UV ნათურების და ფრჩხილის გელლაქის გამოჩენასთან ერთად მანიკიურის ინდუსტრია გეომეტრიული პროგრესით იზრდება. გასაკვირი არაა, რომ 2024 წელს ახალი ტენდენციები გამოჩნდება. პაპარაცი 2024 წლის მანიკიურის ტრენდების შესახებ გიამბობთ. რა თქმა უნდა, ანტიტრენდებსაც არ დავივიწყებთ.

ტენდენციების უმეტესობა, რომლებიც 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა, შენარჩუნდება. ზოგიერთი, ჩვენთვის ჩვეული დიზაინი, წარსულში უნდა დარჩეს. მართლა ასე მნიშვნელოვანია? შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ ისეთი პატარა დეტალი, როგორიცაა მოწესრიგებული და მოდური ფრჩხილები, ელეგანტური იმიჯის უცვლელი ნაწილია. სოციალური გამოკითხვების თანახმად, ყოველი მე–5 მამაკაცი პირველ რიგში ქალის ხელებს აქცევს ყურადღებას, ხოლო ყოველი მე–10 მამაკაცისთვის ეს ფეტიშია. ქალებთან ყველაფერი ნათელია: თითქმის ყოველთვის უყურებენ თანამოსაუბრის ხელებს.

მანიკიურის ტრენდები 2024 წელს

ბუნებრიობა ფრჩხილის დიზაინში

ამბობენ, ბუნებრიობა ყოველთვის მოდაშია და ეს ჩვენი შემთხვევაა. ხორცისფერი ელფერები არასოდეს ჩამოიწერება. დედოფალი ელისაბედიც II ათწლეულების განმავლობაში უპირატესობას ანიჭებდა მხოლოდ ერთ ფერს – პოპულარული კომპანიის Essie ხორცისფერი Ballet Slippers. ბუნებრივი ფერის ლაქის გარდა, საინტერესო მიმართულებით გადახრა ჩნდება.

2 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რძიანმა ელფერებმა ეს კატეგორია დაიპყრეს. 2022 წელს ამ ტენდენციამ თავისი სახელიც მიიღო Milky Nails. თუ ასეთი მარტივი დიზაინი მხოლოდ ნახევრად გამჭვირვალე თეთრში გვხვდებოდა, ახლა სხვადასხვა ვარიანტში შეიძლება შეგხვდეთ. რძიანი ატმისფერი, რძიანი ოქროს და ვერცხლის ნაწილაკებით, რძიანი ვარდისფერი. ყველა ეს ვარიანტი ბუნებრიობის თემიდან არის.

ეფექტური გრადიენტი მანიკიურში

ადრე ყველაფერი გაცილებით რთული იყო: 5 წლის წინ ომბრეს ეფექტის შესაქმნელად გამოიყენებოდა სპონჟი ან ლაქების პირდაპირ ფრჩხილზე შერევის ხანგრძლივი მეთოდი. უკვე რამდენიმე წელია ამ ინდუსტრიაში აეროგრაფი ყველას მართავს. რამდენიმე მსუბუქი მოძრაობა და გლუვი გადასვლა შესრულებულია. ძველი ტექნიკაც შენარჩუნებულია. მაგალითად, როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოზე: რამდენიმე მოქმედება მანიკიურის ფუნჯებით და ორიგინალური დიზაინი მზად არის.

ამ ტექნიკის ერთადერთი მინუსია დამატებითი დრო. სწორედ ამიტომ, უმჯობესია გრადიენტი მხოლოდ რამდენიმე ფრჩხილზე გამოიყენოთ. მაგალითად, შუა და საჩვენებელ თითებზე ან შუა და არათითზე.

პოლიგელის ფრჩხილები

დიახ, დიახ, არა აკრილის, არამედ პოლიგელის. ადრე ფრჩხილების დაგრძელებას დიდი დრო და ძალა სჭირდებოდა, მაგრამ პოლიგელის და სპეციალური საცმის გამოჩენის შემდეგ, რომელიც ფრჩხილის ფორმირებას ხელს უწყობს, ეს პრობლემა აღარ არის. ახალგაზრდა ოსტატები ამ მასალას ხშირად იყენებენ. მისი დახმარებით ნებისმიერი სიგრძის ფრჩხილები, ასევე რელიეფური დიზაინი შეგიძლიათ შექმნათ.

ამ საშუალების ერთადერთი ნაკლია შეზღუდული ფერადი სპექტრი. თუმცა ეს არაფერია, პოლიგელი თქვენთვის სასურველი ფერის ლაქით შეგიძლიათ დაფაროთ.

სინათლის ამრეკლავი ლაქები

შორეულ 2016 წელს ამ კატეგორიაში შედიოდა მხოლოდ ლაქები სერიიდან „კატის თვალი“. გახსოვთ? ულტრაიისფერი ნათურების და მანიკიურის თანამედროვე ბიზნესის გაჩენამდეც. უკვე 3 წელია ტრენდულია მასთან ახლოს მყოფი, სინათლის ამრეკლავი ლაქი. ახლა ხშირად არის კომბინირებული და ჰოლოგრაფიული. ნახევრად ბნელ ოთახში სინათლის ერთი სხივიც საკმარისია, რომ ფრჩხილებმა ბზინვარება დაიწყოს. უკეთ გამოიყურება, ვიდრე ხელოვნური ქვები ან ძველი კეთილი ბრჭყვიალა შემადგენლობაში.

თამაში ერთი გამის ფერებთან

ერთი გამის ფერებით თამაში დასამახსოვრებელი დიზაინის შექმნის სწრაფი მეთოდია. ამისთვის ოსტატს რჩევა ჰკითხეთ ან შედით Pinterest-ში და იპოვეთ წარმატებული კომბინაცია. ყველაზე პოპულარულია: ყავისფერის ელფერები ნარინჯისფერთან, ღვინისფერის და წითელის ელფერები, ასევე შავ–თეთრი გამა კეთილშობილური რუხით.

გამხმარი ყვავილები და ოქროს ფურცელი

გარკვეული დრო გავიდა, სანამ ლაქების მწარმოებლები მიხვდნენ, რომ შემადგენლობაში არა მხოლოდ ბრჭყვიალების დამატება შეეძლოთ. ახლა ტრენდულია ლაქი ნატურალური გამხმარი ყვავილებით და ოქროს ფურცლებით, რომელიც სინათლეზე ბრჭყვიალებს.

2024 წლის ფერი

წელს ტრენდებს რომ არ ჩამორჩეთ, შორს წასვლა საჭირო არაა. საკმარისია, რომ Pantone–ის მთავარ გვერდს ესტუმროთ და გაიგოთ, რომ წლის მთავარი ფერია Peach Fuzz, ანუ ატმის ბუსუსი.

დახვეწილი გეომეტრია

მსოფლიო უფრო და უფრო შორდება წებოვანი ნახატების გამოყენებას და უპირატესობას ანიჭებს ლაკონურ გეომეტრიას. დაგვეთანხმეთ, კარგი კომპოზიცია ყოველთვის მომგებიანად და მოდურად გამოიყურება. ახლა არსებობს ბევრი ფუნჯი, ლაინერი და სტიკერი, რომელიც ლამაზი გეომეტრიული დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ.

ახლა განსაკუთრებით პოპულარულია შტამპვა, როცა ლაქს უსვამენ ჯერ ლითონის ფირფიტას გამოსახულებით, შემდეგ გელის შტამპით აკოპირებენ. მოსახერხებელი და ეკონომიური.

ანტიტრენდები მანიკიურში 2024 წელს

შეამჩნიეთ, რომ კლასიკური ფრანგული მანიკიური მოდაში აღარ არის?  ძველმოდურად გამოიყურება, ჩანს, რომ ამ ტრენდმა თავი მოჭამა. თუმცა ფერად ვარიანტებში არსებობას აგრძელებს. მჟავე ფერებიც ანტიტრენდულია და ხშირად იაფფასიანად გამოიყურება. დიდი ხანია მოდიდან გადავიდა პეპლები, ახალ წელს ფიფქების დახატვაც ძველმოდურია. აქვე შედის გლიტერი მთელ ფრჩხილზე, მეტალის ფხვნილი.

წარსულში გადადის ყველაფერი, რაც „მდიდრულ–ძვირადღირებულს“ უკავშირდება. მეტი ხელოვნური ქვა, მეტი ბზინვარება, მეტი ოქრო! რისთვის? ასეთი მანიკიურით სცენაზე შეგიძლიათ გახვიდეთ ან კორპორატიული წვეულება აღნიშნოთ, მაგრამ ყოველდღიურად სასაცილოდ გამოიყურება. ყოველდღიური მანიკიური არაა.

ფერზე და გემოვნებაზე არ დაობენ, ყველა თავად ირჩევს, როგორი ფრჩხილები ატაროს. თუმცა თუ სტილისტების და სპეციალისტების აზრი გაინტერესებთ, ეს სტატია 2024 წლის მანიკიურის ტრენდებზე გამოგადგებათ. თავად სპეციალისტებიც აღიარებენ, რომ ხორცისფერი ტრენდისგან დაიღალნენ. ნამდვილად მოდაშია, მაგრამ ბევრი სპეციალისტი რაღაც კაშკაშით ექსპერიმენტებს ირჩევს.