რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფერმკთალი კანი არისტოკრატიის ნიშნად ითვლებოდა. დიდგვაროვნები კანზე ფერუმარილს სპეციალურად ისვამდნენ, რომ გლეხებისგან გამორჩეული ყოფილიყვნენ, რომელთაც ღია მზის ქვეშ მძიმე მუშაობის შემდეგ თავისებური რუჯი ჰქონდათ.
ახლა კი ძალიან ფერმკრთალი კანი მთელ რიგ დაავადებებზე მიანიშნებს. შირლი ალვარესი ამაში თავად არის დარწმუნებული. მას 9 წლის ასაკში იშვიათი აუტოიმუნური დაავადების, სკლეროდერმიის დიაგნოზი დაუსვეს.
მედიცინა აუტოიმუნური დაავადების სრულად განკურნებას დღემდე ვერ ახერხებს. აუტოიმუნური დაავადების დროს სხეული საკუთარ ქსოვილებს უცხოებად აღიქვამს. რაც შეეხება სკლეროდერმიას, ექიმებს მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლა და პაციენტისთვის სიცოცხლის შემსუბუქება შეუძლიათ.
შირლი ბავშვობაში მოცეკვავეობაზე ოცნებობდა, მაგრამ საშინელმა დიაგნოზმა მისი ოცნებები დაამსხვრია. დაავადებამ ეტლს მიაჯაჭვა, ხოლო აუტანელი ტკივილი და ტანჯვა დღემდე არ შორდება.
„თავს ყოველთვის უცხო სხეულში ჩაკეტილად ვგრძნობდი. თოჯინის იმიჯი ჩემს მდგომარეობას ყველაზე მეტად აღწერს. დაავადებამ სუსტ, დაუცველ გოგონად მაქცია, მაგრამ დიდი ძალა და ამის დემონსტრირების სურვილი მაქვს“ – ამბობს 27 წლის ამერიკელი.
16 წლის ასაკში გოთური სტილი საკუთარ თავში აღმოაჩინა. მას ამ სუბკულტურის ტანსაცმელი და მუსიკა იტაცებს. ცეკვაზე უარს თავადაც არ ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ისე არ გამოსდის, როგორც სურს, საკუთარი თავის რწმენას არ კარგავს!
„როცა მუდმივად ტკივილს გრძნობ, ეს თქვენს ხასიათს უფრო აძლიერებს. ცხოვრება იდეალური არასდროს არ იქნება“ – ასეთი ხრიკი აითვისა შირლიმ. ამავდროულად, მის ცხოვრებას რეინოს სინდრომიც ამძიმებს, რაც კიდურებში სისხლის მიწოდების შემცირებას და მუდმივ კრუნჩხვებს იწვევს.
„მოცეკვავეობაზე მეოცნებე, ენერგიული გოგონად იმ გოგომდე გადასვლა, რომელსაც დამოუკიდებლად ჩაცმა და ჭამა არ შეუძლია, ძალიან მძიმე იყო“. გოგონა ამბობს, რომ მის კანში მძიმე ქვები იგრძნობა.
შირლის სიმამაცე მის დას, ტიფანის შთაგონებას აძლევს: „ყოველთვის ერთად ვართ. ის გამუდმებით ცეკვავს და ჩემთვის შირლი სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის მუდმივი მოძრაობა“.
დღესდღეობით მედიკამენტებს არ შეუძლია, რომ შირლი ალვარეზს ნორმალური ცხოვრება დაუბრუნოს, მაგრამ იმედის დაკარგვა არ ღირს. მედიცინაში გარღვევები ყოველთვის ხდება და შეიძლება ერთხელ ექიმებმა ჩვენი სტატიის გმირსაც დაეხმარონ.