რატომ კრძალავენ სანტექნიკოსები მდუღარე წყლის ჩასხმას ნიჟარაში

0
800

მდუღარე წყალი ნიჟარაში – ცნობილი და პოპულარული მეთოდი გაჭედილი მილების გასასუფთავებლად. საქმიანი დიასახლისები რეგულარულად ასხამენ ნიჟარაში მაკარონის, კარტოფილის ან პელმენის ნახარშ მდუღარე წყალს და ფიქრობენ, ასე მილების პროფილაქტიკას ახდენენ. ოღონდ ამ პროცედურის შემდეგ სანტექნიკოსის გამოძახება მოგიწევთ, თან უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ხელოსნის გამოძახების მიზეზი მილების ბლოკირება არაა, არამედ მილებიდან გაჟონვა. სამწუხაროდ, მილების დაზიანებას სწორედ მდუღარე წყალი იწვევს.

მდუღარე წყალი ნიჟარაში: რა საფრთხეს შეიცავს და როდის არის გონივრული?

პრობლემის არსი

ჩვეულებრივ, მსგავსი პრობლემების წარმოშობისას ხალხურ სიბრძნეს მივმართავთ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში წინაპრების ხრიკები არ გამოგვადგება. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ბებიების და ბაბუების დროს ასეთი პრობლემები უბრალოდ არ არსებობდა. მდუღარე წყალი ლითონის მილებს თითქმის არ აზიანებს.

პლასტმასის მილებთან სხვა მდგომარეობაა. პლასტმასის მილებზე ექსტრემალური ტემპერატურის სითხეებთან შეჯახება ცუდად მოქმედებს. ზედმეტად გულმოდგინე მზარეულმა საკუთარ სანტექნიკას საბედისწერო განაჩენი შეიძლება გამოუტანოს.

თხელი დეტალები

პლასტმასის მილებს მდგრადობის გარკვეული მარაგი აქვთ. გარკვეულწილად ეს გარემოება თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. მაგალითად, დასაშვებია დროდადრო ნიჟარაში მდუღარე წყლის ჩასხმა. მთავარია, არ გაგიტაცოთ! სახლში, სადაც მდუღარე წყალი მილში თვეში მაქსიმუმ ერთხელ ხვდება, სანტექნიკა დიდხანს გაძლებს.

აი, გატაცებული დიასახლისი უბედურებას იწვნევს. ყოველ ჯერზე მაკარონის ან პელმენის მოხარშვის შემდეგ დარჩენილი ცხელი წყლის ნიჟარაში ჩასხმით სანტექნიკოსის გამოძახების მომენტს აახლოებთ. პლასტმასი დეფორმირდება, ლუქი იშლება და ასეთი მილის შეკეთება შეუძლებელი ხდება!

მნიშვნელოვანი რჩევა

გამოცდილმა სანტექნიკოსებმა იციან, რა პირობებში არ აზიანებს მდუღარე წყალი მილებს. პროფესიონალების რჩევების დაცვით კარტოფილის ან მაკარონის ნახარში წყალი ნიჟარაში ყოველდღე შეგიძლიათ ჩაასხათ და არაფრის შეგეშინდეთ! ოღონდ წყლის გადასახადი რამდენჯერმე გაიზრდება!

ექსპერტების მეთოდი მარტივი და გასაგებია. სანამ მდუღარე წყალს ნიჟარაში ჩაასხამთ, ონკანის ცივი წყალი გამოუშვით. მდუღარე წყალი თანდათან ჩაასხით. ეცადეთ, რომ შედეგად მილებში ოთახის ტემპერატურის სითხე მოხვდეს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მილები არ დაზიანდება.