ხელები ფოლგაში: რატომ იხვევენ მცოდნე ქალები ხელებსა და ფეხებზე ფოლგას ზამთარში

0
377

ერთხელ ბებიას დავურეკე ვაიბერით და დავინახე, რომ ხელები ალუმინის ფოლგაში ჰქონდა გახვეული. თავიდან სერიოზულად შემეშინდა. ხომ გესმით, გავიფიქრე, ბებიას რაღაც დაემართა! საბედნიეროდ, რამდენიმე კითხვამ სიტუაცია სწრაფად განმარტა. აღმოჩნდა, რომ ბებიამ ხელები ფოლგაში გაახვია, რადგან ამ უცნაური რეცეპტის შესახებ რომელიღაც ჟურნალში წაიკითხა. ცნობისმოყვარეობის გამო ბებიის რჩევა საკუთარ თავზე გამოვცადე. იმდენად კმაყოფილი დავრჩი, ახლა თქვენც გიზიარებთ.

ხელები ფოლგაში: უცნაური, მაგრამ ეფექტური რჩევა

ყოველმხრივ სასარგებლო ნივთი

გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან, რამდენად სასარგებლო კულინარიული ინსტრუმენტია ჩვეულებრივი ალუმინის ფოლგა. მბზინავი ლითონის სუპერ თხელი ფურცელი იდეალურია ხორცის გამოსაცხობად და სხვა გემრიელი კერძების მოსამზადებლად. ფოლგის საიზოლაციო თვისებები არა მხოლოდ მზარეულებისთვის სასარგებლოა.

ტანსაცმლის და აქსესუარების მწარმოებლებიც ფოლგის სარგებელს აღნიშნავენ. მაგალითად, ხელმარჯვე ოსტატები ფოლგის, ცხვრის მატყლის და ლატექსის ქაფის გამოყენებით ამზადებენ ხარისხიან ღაბაშებს ზამთრის ფეხსაცმლისთვის. მონადირეები, მეთევზეები და ადამიანები, რომელთაც შემოდგომა–ზამთრის პერიოდში მუშაობისას ბევრი სიარული უწევთ, ასეთ ღაბაშს სათანადოდ აფასებენ!

დაუდასტურებელი ინფორმაცია

სამწუხაროდ, ფოლგამ ცუდი რეპუტაცია შეიძინა სხვადასხვა შეთქმულების თეორიის გამო. შეშლილები მისგან სპეციალურ ქუდებს აკეთებენ, რომ უცხოპლანეტელები, სამთავრობო აგენტები და სხვა წარმოსახვითი მტრები მათ ფიქრებთან ახლოს არ მიუშვან. გასაგები საქმეა, საღად მოაზროვნე ამ ყველაფერს გულგრილად უყურებს.

გარდა ამისა, ბოლო დროს არაჯანსაღი სენსაციების მოყვარულებმა აურზაური ატეხეს. ყვითელი პრესა ამტკიცებდა, რომ კულინარიაში ფოლგის გამოყენება მჭამელებში ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის! მაგრამ მეცნიერებმა საჭირო ექსპერიმენტები დროულად ჩაატარეს და ამ ჭორების რაიმე დადასტურება ვერ იპოვეს.

უჩვეულო გამოყენება

ფოლგაში გახვეულ ხელებს, რომელიც ბებიას ვიდეოზარის დროს დავუნახე, საბედნიეროდ, შეთქმულების თეორიასთან საერთო არაფერი აქვს. ბებიამ უბრალოდ გამოიყენა ფოლგის საიზოლაციო თვისებები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მისი ზამთრის რეცეპტი საშუალებას გაძლევთ დაიცვათ ხელის კანი ყინვაში.

პირველ რიგში, ხელებზე საყვარელი კრემი წაისვით. როცა დაასრულებთ, აიღეთ 2 ფურცელი ფოლგა და ხელები მათში გაახვიეთ. ფოლგის მბზინავი მხარე კანისკენ უნდა იყოს მიმართული, გლუვი – გარეთ. მალე შეამჩნევთ, რომ კრემი უფრო სწრაფად შეიწოვა და უკეთ მოქმედებს. პროცესში ხელები შესანიშნავად თბება!

ფოლგა მსგავსი მეთოდით ფეხებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ! ასე თავიდან აიცილებთ გაციებას, თუ შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ფეხები დაგისველდათ, ან უბრალოდ კარგად გათბებით ხანგრძლივი დღის შემდეგ. საღამოს ფეხები ფოლგაში გაახვიეთ და 15 წუთი მოიცადეთ. მაშინვე შვებას და სითბოს იგრძნობთ.