ამ დღეს გამოცვალეთ თეთრეული, რომ მიიზიდოთ სიმდიდრე, კეთილდღეობა და ჰარმონია

0
963

ყველა ვცდილობთ, ცხოვრებაში ჰარმონიას და სიუხვეს მივაღწიოთ. უმეტესობა ჩვენგანს სჯერა ენერგიის ძალის, რომელიც გარემოში შემოგვაქვს. დადებითი ცვლილებების მოზიდვის ერთ–ერთი გზა დეტალებისადმი ყურადღებაა, თუნდაც ისეთ რამეზე, როგორიცაა თეთრეული. პაპარაცი გიამბობთ, რომელ დღეს გამოცვალოთ საწოლის თეთრეული, რომ სახლში სიმდიდრე მიიზიდოთ.

რომელ დღეს უნდა გამოცვალოთ თეთრეული?

თეთრეულის გამოცვლა უბრალო რუტინა არაა, რომელსაც პერიოდულად ვასრულებთ, არამედ უძველეს ტრადიციებთან და ბუნებრივ რიტმებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. თანამედროვე სამყაროში ხშირად ცვლიან თეთრეულს მისი დაბინძურების მიხედვით, მაგრამ ამით ბევრს კარგავენ.

ყველამ ვიცით, რომ ჭუჭყიანი თეთრეული ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს. ეს ბაქტერიების და ალერგიების თავშესაფარია. ბევრს ავიწყდება, რომ თეთრეულის გამოცვლას ენერგეტიკული მხარეც აქვს. ტრადიციის მიმდევრები თვლიან, რომ სპეციალურ დღეებში თეთრეულის რეგულარული გამოცვლა კეთილდღეობის და ჯანმრთელობის მოზიდვას ხელს უწყობს. რომელ დღეებზე არის საუბარი?

იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს კონკრეტული წესი, რომელ დღეს უნდა გამოცვალოთ თეთრეული, ზოგი იცავს გარკვეულ პრაქტიკას, რომელიც ტრადიციებს და ეზოთერულ შეხედულებებს უკავშირდება. გახსოვდეთ, რომ ამ რეკომენდაციებს მეცნიერული საფუძველი არ აქვს და უფრო კულტურული ან ეზოთერული რწმენაა. აი, რამდენიმე რეკომენდაცია.

არახელსაყრელი დღეები თეთრეულის გამოსაცვლელად

ხალხური რწმენის მიხედვით, ყოველი დღე საწოლის თეთრეულის გამოსაცვლელად შესაფერისი არაა. პარასკევი, კვირა და საეკლესიო დღესასწაულები ამ პროცედურისთვის არახელსაყრელად ითვლება. ვარაუდობენ, რომ ამ დღეებში ამ საქმის კეთებით ნეგატიურ შედეგებს და უსიამოვნებებს მიიზიდავენ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვირას, დასვენების დღეებს. ხალხური რწმენით, ამ დღეებში თეთრეულის გამოცვლა დაავადებებს და უცნაურ სიზმრებს იწვევს.

ხელსაყრელი დღეები

არის დღეები, როცა თეთრეულის გამოცვლის პროცედურამ დამატებითი სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ. მაგალითად, შაბათი კეთილდღეობასთან და ძლიერ ჯანმრთელობასთან ასოცირდება. თუ ამ დღეს სახლის დალაგებას გადაწყვეტთ, თან თეთრეულს გამოცვლით, ეს შეიძლება ოჯახის კეთილდღეობის გასაღები გახდეს.

ხალხური რწმენის მიხედვით, ხუთშაბათს წარმატება მოაქვს მათთვის, ვინც ამ დღეს თეთრეულის გამოცვლას გადაწყვეტს. წარმატების და ბედნიერების მოზიდვის დიდი შანსია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დიდი ხუთშაბათი – დღე, როცა მთელი წლისთვის პოზიტიური და ბედნიერები მოვლენები შეგიძლიათ მიიზიდოთ.

რატომ არ შეიძლება თეთრეულის გამოცვლა ორშაბათს?

ორშაბათს, როგორც სამუშაო კვირის პირველ დღეს, ნეგატიური ენერგია აქვს. ხალხური რწმენით, ამ დღეს თეთრეულის გამოცვლით იზიდავთ დაღლილობას და წარუმატებლობას მთელი კვირის განმავლობაში. ხალხური ნიშნები გვაფრთხილებს, რომ ორშაბათს რეცხვა კარიერაზე და პირად ურთიერთობაზე გავლენას ახდენს და შეიძლება უსიამოვნებები მოიტანოს როგორც სამსახურში, ასევე სახლში.

მთვარის ფაზები

თუ ამ საკითხში მეტად ჩაღრმავება გსურთ, თეთრეულის გამოცვლისას მთვარის ფაზებს ყურადღება მიაქციეთ. კვლევებმა აჩვენა, რომ მთვარის ფაზები და მისი ციკლები ჩვენს გარშემო ენერგეტიკაზე გავლენას ახდენს. სავსე მთვარის და ახალი მთვარის პერიოდში თეთრეულის გამოცვლა სასარგებლოა, რომ ბუნების ძალებს მოერგოთ და ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მიიზიდოთ.

დროთა განმავლობაში თეთრეული ძილის ენერგიას, ასევე ემოციურ კვალს აგროვებს. თეთრეულის რეგულარული გამოცვლა არა მხოლოდ თქვენს სახლს ასუფთავებს, არამედ ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებას ხელს უწყობს, დადებით ცვლილებებს გზას უხსნის.

როგორ ავირჩიოთ თეთრეული

თეთრეულის ქსოვილისა და ფერის არჩევანს დიდი ყურადღება დაუთმეთ. მაგალითად, ნატურალური მასალები, როგორიცაა ბამბა ან სელი, სიმდიდრის მოსაზიდად ხელსაყრელად ითვლება. ფერი, როგორიცაა ოქრო, მწვანე და იასამნისფერი, ტრადიციულად კეთილდღეობასთან და სიუხვესთან ასოცირდება.

თეთრეულის შეცვლა შეიძლება იყოს კარგი დრო მცირე რიტუალების შესასრულებლად და დადებითი ენერგიის შესაქმნელად. ამ პროცესის დროს სიმდიდრეზე და კეთილდღეობაზე აფირმაციები წარმოთქვით. ასე დადებითი ცვლილებების მიზიდვის სურვილს გააძლიერებთ.