გაზეთი მაცივარში და სხვა ხრიკები გამოცდილი დედებისგან. ყველაფერი პირადად გამოვცადე

0
495

გამოცდილი დედების და ბებიების ეშმაკური რჩევები საოცარი აღმოჩენების უშრეტი წყაროა არანაკლებ გამოცდილი დიასახლისებისთვის. წლების განმავლობაში ყველა თავმოყვარე დედის საოჯახო საიდუმლოებების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით იზრდება. შვილიან ქალთან ხანმოკლე საუბარსაც მომავალი დიასახლისის ხრიკების არსენალის წარმოუდგენლად გამდიდრება შეუძლია. პაპარაცი გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელთაც გამოცდილი დიასახლისები ყოველდღიურად წარმატებით იყენებენ.

ეშმაკური რჩევები ყველაფრის მნახველი დიასახლისებისგან

გაზეთის ადგილი მაცივარშია

რა თქმა უნდა, გაზეთების დასტის საყინულეში შენახვას არავინ აპირებს. უბრალოდ გაზეთის ქაღალდიდან რამდენიმე პატარა ბურთი გააკეთეთ და მაცივრის კუთხეებში მოათავსეთ. 1–2 მაცივრის კარზეც შეინახეთ. გაზეთის ქაღალდი უსიამოვნო სუნს შესანიშნავად შთანთქავს! ხელნაკეთი ფილტრის რეგულარულად შეცვლა არ დაგავიწყდეთ.

ნიორი – ხილის საუკეთესო კომპანიონი

თუ ხილი დიდ ვაზაში გაქვთ, იზრუნეთ, რომ დროზე ადრე არ გაფუჭდეს. ვაზის ძირში 2–3 გაუფრცქვნელი ნივრის კბილი ჩადეთ. ნივრის ფლუიდები ნაადრევი ლპობის ნებისმიერ საფრთხეს აღმოფხვრის. გაუფრცქვნელი ნივრის კბილები ვაშლს და მსხალს თავის არომატს არ გაუზიარებს.

ბავშვის სველი ხელსახოცი კარგი დამხმარეა

თავიდან, სანამ თქვენი შვილი პატარაა და საფენები სჭირდება, ეს ხელსახოცები პირდაპირი დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერი საკვების, სხვადასხვა სითხის და ყავის ლაქას იდეალურად აშორებს. ჩემი შვილები დიდი ხნის წინ გაიზარდნენ, მაგრამ ხელსახოცებს მაინც ვყიდულობ.

კბილის პასტა წებოს ნაცვლად

თითქმის ყველა მოზარდი მელომანის ფაზას გადის და არა ერთს. ბავშვის ოთახის კედლებზე რეგულარულად იცვლება საყვარელი მუსიკალური ჯგუფების პლაკატები, რაც შპალერზე კვალს ტოვებს. შპალერმა დიდხანს რომ გაძლოს, ასწავლეთ პატარას პლაკატების მიწებება კბილის პასტით. საიმედოდ დაიჭერს და საჭიროების შემთხვევაში ადვილად მოშორდება.

მრავალფუნქციური მოწყობილობა

ვაფლის აპარატის შეძენა მხოლოდ ერთეულებს სურს. ამბობენ, რომ ძალიან ვიწრო მიმართულების მოწყობილობაა. ცოტამ თუ იცის, რომ მისი დახმარებით გემრიელი კარტოფილის ოლადების მომზადება შეიძლება. სწრაფი, ლამაზი, თან, სად ნახავთ ასეთ ოლადებს ლამაზი ფორმებით? და არანაირი უარყოფითი მხარე.

ვასუფთავებთ და ვწმენდთ

გამოცდილმა დედებმა კარგად იციან, რა რთულია ზოგჯერ ბავშვების ხელიდან ფლომასტერის, მელნის და სხვა ნივთიერების მოშორება, რომლითაც ბავშვმა დახატვა გადაწყვიტა. თავადაც დიდხანს ვწვალობდი, სანამ არ მივხვდი, რომ კარაქი ყველა პრობლემას აგვარებს. კარაქი ხელზე წაუსვით, რამდენიმე წუთი მოიცადეთ და შემდეგ საქმეს საბავშვო საპონიც ადვილად გაუმკლავდება.

თეფშები

ჩვევად გქონდეთ წვნიანის თეფშების დადება სამზარეულოს ტილოზე. როგორც წესი, თეფშებს გრილ კარადაში ვინახავ და ცხელმა წვნიანმა შეიძლება მისი გაბზარვა გამოიწვიოს. ქსოვილი თეფშსა და მაგიდას შორის ჭურჭელს დაზიანებისგან იცავს. თან ასე სუფრაზე ნაკლები ლაქები დარჩება.