ახლოვდება ამ წლის უძლიერესი სარკისებრი თარიღი. გამოიყენეთ მისი ძალა მაქსიმალურად

2242

ყოველწლიურად არის განსაკუთრებული დღეები, როცა სარკისებრი თარიღები ადამიანს და უმაღლეს ძალებს შორის არხს ხსნის. 2024 წელს ერთ–ერთი ასეთი დღეა 2 თებერვალი, 02.02. ასტროლოგები და წინასწარმეტყველები ციფრების ასეთ კომბინაციას მფარველ ანგელოზთა ნუმეროლოგიას მიაწერენ. მსგავსი ციფრული შეტყობინება შეგიძლიათ დაინახოთ მანქანის ნომრებზე, საათებზე, ბილეთებზე, საბანკო ბარათებზე. ისინი ატარებენ სპეციალურ მუხტს და დარიგებას მათთვის, ვინც მზადაა მოისმინოს და დაინახოს.

პაპარაცი გიამბობთ, რა ძალა აქვს თებერვლის ორიანს და როგორ გაატაროთ 2024 წლის 2 თებერვალი, რომ ამ ჯადოსნური დღის მთელი ძალა მიიღოთ.

როდის არის სარკისებრი თარიღი

ანგელოზების ნუმეროლოგია ამბობს: თითოეულ ციფრს აქვს სამყაროს პირველადი ენერგია. ორიანი არის სინაზე, მოქნილობა, ჰარმონია, ურთიერთობის და მოლაპარაკების უნარი. ის მოგიწოდებთ აქ და ახლა გამოიყენოთ ბედის გულუხვი საჩუქრები, რომლებიც თქვენს ხელში ხვდება. ახალი სიყვარული, სახლის ყიდვა ან მომგებიანი ბიზნეს შეთავაზება: სხვებთან კონტაქტი უშიშრად დაამყარეთ.

ნახეთ, თებერვლის სარკისებრი თარიღი 02.02.2024 ორიანებით სავსეა. ოთხიანი ეფექტს აძლიერებს, რადგან ამ ციფრების ჯამია. ციფრი 2 შემოქმედებით ენერგიას ატარებს და უახლოეს მომავალში კარგ ცვლილებებს მოასწავებს. ცხოვრებაში გარკვეული ციკლის დასრულებას გპირდებათ.

თუ გაწუხებთ აკვიატებული აზრები, გაურკვეველი ურთიერთობები, დათრგუნული ემოციური მდგომარეობა, მალე კვანძი გაიხსნება. ახალ ეტაპზე გადავდივართ! ეს დღე შეყვარებულებს წარმატებას ჰპირდება: ხელი შეიძლება გთხოვონ. ამ დღეს კარგია ცხოველთა თავშესაფარს დაეხმარო და საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა მიიღო. ასე სიუხვე და წარმატება თქვენს ცხოვრებაში უწყვეტი ნაკადით შემოვა.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად 2024 წლის 2 თებერვალს

თებერვლის სარკისებრი თარიღი მნიშვნელოვანი დღეა მათთვის, ვისაც ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს. თუ გსურთ სამსახურის შეცვლა, საქმის გახსნა ან ახალ ბინაში გადასვლა, რამდენიმე მოსამზადებელი ნაბიჯი შეასრულეთ. პირველ რიგში, საკუთარ ემოციებზე და ფიქრებზე იმუშავეთ: ისინი იწვევენ მოვლენების სერიას.

სამყარო ისმენს და ასრულებს სურვილს, რომლებიც გულიდან მოდის. პირველ რიგში, საკუთარ თავს ჰკითხეთ, თქვენი ოცნება ნამდვილად ჭეშმარიტია? ნამდვილად გინდა თუ ეს სხვისი, თავს მოხვეული სურვილია?

მნიშვნელოვანია, თქვენს შეურაცხმყოფელს ცუდი არ უსურვოთ. სამყაროს კანონები ყველაფერს საუკეთესოდ განსჯის, ხოლო თქვენი სიძულვილი მხოლოდ უფრო მეტ უბედურებას მოიზიდავს.

აუცილებლად ჩამოწერეთ მოქმედების მკაფიო გეგმა ნებისმიერი ამოცანისთვის, რომელზეც ორიენტირებული ხართ. არანაირი აბსტრაქცია: დაამატეთ რაც შეიძლება მეტი დეტალი თითოეული პუნქტისთვის.

სურვილების ვიზუალიზაცია სარკისებრ თარიღში

როგორ გავაკეთოთ სწორად? მაგალითად, ახალ ადგილას სამსახურის დაწყება გსურთ. წარმოიდგინეთ ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე: თქვენი სამუშაო ადგილი, დილით ოფისთან ახლოს კაფეში შევლა, რომელი ქუჩაზე გაისეირნებთ სამსახურის შემდეგ. წარმოიდგინეთ გუნდის ატმოსფერო, მეგობრული და მომღიმარი კოლეგები. შექმენით ვირტუალური კუთხე თქვენს თავში და ისე მოაწყვეთ, თითქოს ახალი სამყარო უკვე არსებობს. მიანიჭეთ სუნი, გემო, ფერები. და დააკვირდით, როგორ შემოდის სასწაულები თქვენს ცხოვრებაში!

თუ ჯერ კიდევ გიჭირთ მკაფიო სურათის წარმოდგენა, გამოიყენეთ განწყობის დაფა და სურვილების რუკა შეადგინეთ. აიღეთ ქაღალდის დიდი ფურცელი, ვატმანის ქაღალდი ან სპეციალური დაფა და დააკარით იდეალური მომავლის რაც შეიძლება მეტი გამოსახულება. დაე, ყოველთვის თქვენს თვალწინ იყოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ პროგრამები სურვილების რუკის შესაქმნელად. სცადეთ!

ნუმეროლოგების აზრით, სარკისებრი თარიღი 02.02 იდეალური დროა ორი გულის დასაკავშირებლად. ბევრს აშინებს, რომ 2024 წელი ნაკიანია. ბებიების გადმოცემით, ნაკიანი წელიწადი შეუფერებელია როგორც ქორწილისთვის, ასევე უძრავი ქონების შესაძენად და სამსახურის შესაცვლელად. ენდობი თუ არა ცრურწმენებს, თქვენი პირადი საქმეა. ჩვენი აზრით, გულიდან მომავალი რწმენა და სიყვარული ნებისმიერ ბოროტებას ანადგურებს, მით უფრო ასეთ ცრურწმენებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს