ლამაზმანები შავი სულით: მსოფლიოს 5 ყველაზე სასტიკი დამნაშავე ქალი

216

სიტყვა „მანიაკზე“ უმეტესობა ჩვენგანს ჩიკატილო ახსენდება. ადამიანის თვალში მკვლელის სტერეოტიპია მამაკაცი, რომელსაც წარმოუდგენელი ფანტაზიები მართავს. ასეთი ფსიქოპატი დანაშაულს მაქსიმალური სისასტიკით ასრულებს, ხოლო მსხვერპლის ნაშთი გამოცდილ პოლიციელებსაც კი „ამწვანებს“.

ისტორიამ უამრავი შემთხვევა იცის, რომ ბოროტმოქმედი ქალი აღმოჩნდა. მაგალითად, ნახეთ ყველაზე საშიში ქალი მკვლელების სიაში პირველი, ცნობილი გრაფინია ბატორი რა კოშმარს აკეთებდა.

მე-16 საუკუნის უნგრელმა არისტოკრატმა, ელიზაბეტ ბატორიმ რამდენიმე ასეული ახალგაზრდა გოგონა თავად მოკლა.

უუფლებო გლეხების მკვლელობისას ქალმა იშვიათი გამომგონებლობა გამოაჩინა: უბედურებს ცოცხლად წვავდნენ, შიმშილით კლავდნენ, შიშვლებს ყინვაში უშვებდნენ და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ნემსებს არჭობდნენ.

ჭორების თანახმად, სასტიკი გრაფინია თავისი მსხვერპლის ხორცს ჭამდა და მათ სისხლში ბანაობდა, რომ მარადიული ახალგაზრდობა მოეპოვებინა. საბედნიეროდ, არისტოკრატის სისასტიკე დიდებულებმა შეაჩერეს, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რაც მათ მიწებზე ხდებოდა.

ტიტულმა ელიზაბეტი სიკვდილით დასჯისგან იხსნა. ამის ნაცვლად, საკუთარი სასახლის ერთ-ერთ ოთახში განუსაზღვრელი პატიმრობა მიუსაჯეს.

ლესლი ვან ჰაუტენი სასტიკი მანიაკის, ჩარლზ მენსონის ცნობილ სექტაში „ოჯახი“ ყველაზე პატარა წევრი იყო. გოგონა ჩვეულებრივ, საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა, მაგრამ უკვე მოზარდობის პერიოდში სახლიდან გაქცევა დაიწყო. 15 წლისას ნარკოტიკებს მიეძალა, ხოლო 17 წლის დედამ აბორტის გაკეთება აიძულა.

მენსონის მიმდევრებთან შეერთების შემდეგ ლესლი ქარიზმატული მანიაკის გავლენის ქვეშ ადვილად მოექცა. ის ლა ბიანკას წყვილის სენსაციურ მკვლელობაში მონაწილეობდა. მოწმის თქმით, გოგონა იმ მომენტში ელესდის გავლენის ქვეშ იყო.

სასტიკი სექტის სხვა წევრებთან ერთად ჰაუტენი ბოლოს გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. დღეს ლესლი იდეალური პატიმარია. მან დანაშაულისთვის რამდენჯერმე გულწრფელად ბოდიში მოიხადა და ნანობს, რომ მანსონის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ციხის ხელმძღვანელობამ მისი განთავისუფლებაც კი შესთავაზა, მაგრამ შტატის გუბერნატორი, სადაც ციხე მდებარეობს, ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ჯოდი არიასი, კალიფორნიის შტატში ოფიციანტი, ახალგაზრდა მორმონს, ტრევის ალექსანდრეს ხვდებოდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ქალი შეყვარებულთან საცხოვრებლად გადავიდა და მისი რწმენაც კი მიიღო.

მოგვიანებით ტრევისმა ჩივილი დაიწყო: ეჭვიანი შეყვარებული ნებისმიერ წვრილმანზე სკანდალებს აწყობდა და მისი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას ცდილობდა.

ალექსანდრეს და არიას უთანხმოების შემდეგ, მამაკაცის გვამი თავისივე სახლის აბაზანაში იპოვეს. სხეულზე მას სამი ათეული ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

უკვე გარდაცვლილ ტრევისს ყელი გამოჭრეს და თავში ესროლეს. ჯოდი მალე დააკავეს. თავიდან, ქალი დანაშაულს წარმოსახვით მძარცველებს აბრალებდა, შემდეგ კი ირწმუნებოდა, რომ ყოფილი შეყვარებული თავდაცვის მიზნით მოკლა.

სასამართლომ არიასს არ დაუჯერა და მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანას აპირებდა, მაგრამ ერთ-ერთმა ნაფიც მსაჯულმა კრიმინალი შეიბრალა. ახლა ჯოდი უვადო პატიმრობას იხდის.

მოკლულის ნათესავები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. სამანტა, ტრევისის და, ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელი მხოლოდ სიკვდილის ღირსია!

ახლახანს კარლა ჰომოლკის საშინელმა ისტორიამ მოულოდნელი გაგრძელება მოიპოვა. როგორც ცნობილია, კარლამ თავის მეუღლესთან ერთად როგორც მინიმუმ სამი მოზარდი გოგონა გააუპატიურა და მოკლა. პირველი მსხვერპლი ჰომოლკის და იყო.

როცა წყვილი დაიჭირეს, კარლა ირწმუნებოდა, რომ ქმარმა მკვლელობაში მონაწილეობა აიძულა. ქალმა პოლიციასთან ითანამშრომლა და მომხდარის შესახებ ყველა დეტალი მოყვა.

ამის გამო სასჯელის ვადა მნიშვნელოვნად შეუმცირდა. მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ გაირკვა: კარლა დაზარალებულებს ისევე აწამებდა, როგორც მისი ქმარი!

ხოლო, რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ სასტიკი მკვლელი კანადის სკოლაში მოხალისედ მუშაობს. როგორც აღმოჩნდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კარლა კვლავ გათხოვდა, სამი ბავშვი გააჩინა და კანადაში დაფუძნდა. უფრო მეტიც, სკოლის მასწავლებლებმა, სადაც ჰომოლკი მუშაობს, შესანიშნავად იცოდნენ, თუ დახმარებას ვისგან იღებდნენ!

ამბობენ, რომ ავსტრალიელი მარტა ნიდლი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ფსიქიკური არასტაბილურობით გამოირჩეოდა. თუმცა ნათესავები და ახლობლები მას კეთილ და ლამაზ გოგონად მიიჩნევდნენ. 19 წლის ასაკში გათხოვდა და სამი ქალიშვილი გააჩინა.

მომდევნო 9 წლის განმავლობაში მარტა ახალი ოჯახის თითოეულ წევრს მეთოდურად წამლავდა. დაზღვევიდან უზარმაზარი თანხის მიღების შემდეგ ქალმა თანხის უმეტესი ნაწილი ოჯახის მდიდრული საფლავის გაკეთებას დაახარჯა. ჭორების თანახმად, ნიდლი თავისი ახლობლების ბოლო დასასვენებელ ადგილს ხშირად სტუმრობდა.

მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მარტა კვლავ გათხოვდა. საქმროს ძმა მას დაუპირისპირდა, მაგრამ მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. პოლიციამ მხედველობაში მიიღო ის, რომ ბოლო ვახშამი ნიდლის მიერ იყო მომზადებული.

როგორც მალე გაირკვა, მარტამ მამაკაცი დარიშხანით მოკლა, ადრე წინა ოჯახის წევრებთანაც ასე მოიქცა. 30 წლის „შავი ქვრივი“ 1894 წელს ჩამოახრჩვეს.

როგორც ხედავთ, ქალი კაცს სისასტიკით არ ჩამოუვარდება. როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ირწმუნება, გიჟებზე საუბრის დროს სქესის ხსენებას აზრი არ აქვს. ბოლოს და ბოლოს, მანიაკი მანიაკად რჩება.

სტატია მომზადებულია Did You Know Facts -ის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს