პრინციპულად არ შევუშვებ დრაკონს სახლში. ჩემთვის 2024 წელი წმინდა გიორგის წელია და არა გველის

0
302

წმინდა გიორგი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ქრისტიანი წმინდანია, როგორც წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულება, რომელიც გველეშაპს გმირავს, მამაცობის, გამძლეობის და ურყევი რწმენის ცნობილი ემბლემაა. ბევრი თვლის, რომ წმინდა გიორგის წელი დადგა 2024 წელს, დრაკონის ნაკიან წელიწადს. ამაში რაღაც სიმბოლურია, რადგან სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა უფრო სასტიკი გახდა. ამ რთულ პერიოდში სამყაროს ზეციური მფარველის იმედი აქვს.

წმინდა გიორგის წელი

წმინდანი დაიბადა კაპადოკიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მე–3 საუკუნეში. მდიდარი, სამხედრო ოჯახის შვილი იყო. გიორგი მამის კვალს გაჰყვა და ძლიერი მეომარი გახდა, მაგრამ მისი გული ქრისტეს სწავლებით აივსო. ახალი რწმენის მიღებაზე ღიად გამოაცხადა. მთელი მემკვიდრეობა ღარიბებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა და სახლი გაჭირვებულების თავშესაფრად აქცია.

ეს პირველი ქრისტიანების დევნის საუკუნე იყო. გიორგის რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს რისხვა დაატყდა. საშინელი ტანჯვა გადაიტანა. საშინლად აწამეს, მაგრამ ყოვლისშემძლე ყოველ ჯერზე ტანჯვას უმსუბუქებდა.

მის სხეულზე ბასრი მახვილები ტყდებოდა, ანთებული კირი არ ეკარებოდა. დიდმოწამეს სცემდნენ რკინის ჯოხებით, დაამტვრიეს ხელები და ფეხები, საწამლავი დაალევინეს. მაგრამ ყოველ ჯერზე გიორგისთან მიდიოდა ანგელოზი და საშინელ ჭრილობებს კურნავდა.

როცა ღვთის მსახურმა გარდაცვლილი გააცოცხლა, ჯადოქარი უწოდეს და წარმართული ღვთაების თაყვანსაცემად აპოლონის ტაძარში წაიყვანეს, მაგრამ წმინდანმა უფალს მოუხმო და ყველა კერპი მტვრად იქცა.

წმინდა გიორგი და დიდმოწამე ალექსანდრა

ალექსანდრამ, იმპერატორის მეუღლემ, მართალი კაცის ტანჯვა შეწყვიტა. მეუღლეს თხოვა, რომ წმინდა კაცი აღარ ეწამებინა. რომაული სარწმუნოების ღალატისთვის მას და გიორგის თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ლეგენდის თანახმად, სიკვდილით დასჯამდე წინა ღამეს წმინდანს სიზმარში ქრისტე გამოეცხადა, წამებული დაამშვიდა და სამოთხეში მარადიული ნეტარება აღუთქვა.

დილით წმინდანმა მსახურს ამ შეტყობინების დაწერა უბრძანა. მოგვიანებით, ეს გადმოცემა წმინდა გიორგისადმი ბევრი აპოკრიფის და ლოცვის საფუძველი გახდა. დიდმოწამე ალექსანდრამ ღმერთს სული მისცა, როცა სიკვდილით დასჯამდე ქვაზე დაჯდა დასასვენებლად. წმინდა გიორგიმ კი მსუბუქი გულით დადო თავი საჯალათო კუნძზე. დღეს მისი ნაწილები ინახება ისრაელში, ქალაქ ლოდის წმინდა გიორგის ეკლესიაში, მარჯვენა ხელი – ათონის მთაზე, ხოლო თავი და მახვილი – რომში.

გიორგის სასწაული გველეშაპის შესახებ

დიდმოწამის ცხოვრებაში აღწერილია სასწაული, რომელიც წმინდანმა გარდაცვალების შემდეგ მოახდინა. ძველი ლეგენდის თანახმად, გიორგის დაბადების ადგილიდან არც თუ ისე შორს (ზოგიერთ ტექსტში ეს არის ქალაქი ბეირუთი, ებალი ან ლასია) კაციჭამია გველი დასახლდა. ბოროტმა ურჩხულმა ამოირჩია ტბა, რომელიც იმ უდაბნოს მიწებს წყლით ამარაგებდა. ხალხისგან მოითხოვა წყლის სანაცვლოდ ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების შეწირვა.

ერთხელ მეფის ასულს წილი ხვდა. საბრალო გოგო გველეშაპთან მიიყვანეს, მაგრამ უეცრად მის წინ ცხენზე ამხედრებული, მბზინავ ჯავშანში გამოწყობილი დიდებული მამაკაცი გამოჩნდა. მან გველეშაპი შუბით განგმირა და სამეფო მემკვიდრე საშინელი სიკვდილისგან იხსნა. მხსნელმა თავის თავს გიორგი უწოდა. მისმა დიდმა ღვაწლმა ხალხი მსხვერპლისგან გაათავისუფლა და მალე ქალაქის თითქმის ყველა მაცხოვრებელი ქრისტიანი გახდა.

ეს სასწაული გამოსახულია წმინდა გიორგის ხატზე და ბოროტებასთან და სიბნელესთან ბრძოლას განასახიერებს. პრინცესა განასახიერებს წმინდა ეკლესიას, გველეშაპი – წარმართობას. ასევე ურჩხული განასახიერებს ეშმაკის გამოსახულებას, რომელმაც ევა და ადამი აკრძალული ხილით აცდუნა.

ვის მფარველობს წმინდა გიორგი?

წმინდანი იცავს მეომრებს: ოფიცრებს, ჯარისკაცებს, ახალწვეულებს და მათ ნათესავებს. მტრებისა და გარეული ცხოველებისგან გვიცავს. წმინდა გიორგის ევედრებიან, ადვილად გადაიტანონ სამხედრო სამსახური, პატივით და თავდადებით შეასრულონ მოვალეობა, იგრძნონ საფრთხის მოახლოება. წმინდა გიორგის მიმართ ლოცვა გვეხმარება ვიპოვოთ სწორი გზა, განვდევნოთ ცდუნება, განვერიდოთ ცოდვებს და გული გავხსნათ ჭეშმარიტი მონანიებისთვის.

ასევე დიდი ხანია წმინდა გიორგის ვედრებით მიმართავენ ფერმერები. ძველი ბერძნულიდან სახელი გიორგი ნიშნავს, „ის, ვინც მიწას ამუშავებს“. წმინდანს სთხოვენ მოსავლის დაცვას გვალვისგან, ყინვისა და სტიქიური უბედურებისგან.

წმინდა გიორგის წელი: მტრებისგან დაცვის ლოცვა

განსაცდელების ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველა ჩართულია საშინელ, საბედისწერო ბრძოლაში. ბევრი ოჯახის წევრი ომში იმყოფება ან ჯარში მსახურობს, ყველას გვჭირდება უმაღლესი ძალების დახმარება და რწმენაში განმტკიცება. ხილული და უხილავი მტრებისგან დაცვაში ძლიერი ლოცვა დაგეხმარებათ.

ჵ, მოწამეთა და მოღუაწეთა შუენიერებაო, ჩემო საწურთელო და ბრწყინვალებაო, ტკბილო სახელითაცა და საქმითა, მეუფისა მრავალნაყოფიერო ნამუშაკეო, მართალთა ყოველთა სამკაულო, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მჴედარო ქრისტჱს ღმრთისაო, წმიდაო მთავარმოწამეო გიორგი, რომელმან ჰქადაგე წმიდაჲ და დიდებული სახელი მისი წინაშე მეფეთა და მთავართა უშჯულოთა და შინებათა და ტანჯვათა მათგან არა შესძრწუნდი, არამედ მიიღე წადიერებითა მრავალფერთა მათ ტანჯვათა მიერ სასუმელი იგი წამებისაჲ და უხრწნელებისა გჳრგჳნი ცხოველსმყოფელისაგან მარჯვენისა მაღლისა დაიდგი, და აწ ცათა შინა წინაშე საყდართა მათ მადლითა მისითა ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ხოლო ქუეყანასა ზედა ნიშთა და სასწაულთა და დიდებულთა საკჳრველთა აღასრულებ, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, მოვედ აწ და დადეგ შორის ჩუენსა და უხუად განგჳყავ შემსჴმელთა შენთა და მგალობელთა მადლი, წყალობაჲ და ცოდვათა მიტევებაჲ და წარგჳმართე ჩუენ გზასა მშჳდობისასა სავანეთა მათ მიმართ საწადელთა, ზეცისა სასუფეველსა ქრისტჱს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმინდა გიორგის დახმარება და მფარველობა მთელი გულით სთხოვეთ. ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს მათ, ვინც ომშია, ვინც საყვარელი მამის, ქმრის, შვილის სახლში დაბრუნებას ელოდება. დაე, თქვენ და თქვენი ახლობელი მტრისთვის უხილავი გახდეთ. დაე, წმინდა გიორგის ძალამ გააძლიეროს ისინი, ვისი რისხვაც მართალია. ყველაზე საშინელი დრაკონიც დამარცხდება უბრალო მოკვდავის ხელით, რადგან წმინდა გიორგი ყველა ადამიანის გულსა და აზრებს ხედავს.