როცა თავს ცუდად გრძნობთ და სევდა გიპყრობთ, როცა წყენა, ბრაზი ან წუხილი გულს გიჭამთ, საკუთარ თავს უთხარი: „შეჩერდი!“ აქ და ახლა გავარკვიოთ. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი? თუ უგულებელყოფთ, ნეგატიურ ემოციებს, სხეულის მნიშვნელოვან სიგნალებს სულიერი აშლილობის შესახებ, შეიძლება მიიღოთ აპათია, უძილობისგან ლოგინად ჩაწვეთ და ნამდვილად დაავადდეთ.
სული ჭვარტლისგან რომ გაწმინდოთ, ერთი სამკურნალო ვარჯიში შეასრულეთ. სულიერი ვირუსებისთვის ანტისეპტიკის როლს ასრულებს და ისეთივე ძლიერია, როგორც ლოცვა ბოროტი ხალხის წინააღმდეგ. სტატიის ბოლოს იპოვოთ ძლიერ დამცავ სიტყვებს მტრების წინააღმდეგ.
ლოცვა ბოროტი ხალხის წინააღმდეგ
გათვალვის და ჯადოს შეიძლება არ გჯეროდეთ. თანამედროვე ადამიანები ვართ! თუმცა შეგინიშნავთ, რამდენად სწრაფად იწყებს ადამიანი ავადმყოფობას და ძალების დაკარგვას, როცა მძიმე ემოციებს აგროვებს და მათგან არ თავისუფლდება? ეს ნებისმიერ რამეს შეიძლება ეხებოდეს.
აი, მეუღლეზე ან შეყვარებულზე ბრაზი ან წყენა გულში ჩაიდო, მუდმივი წარუმატებლობის გამო ბრაზდება კოლეგაზე, ნათესავზე ან საკუთარ თავზე. საიდანღაც ჩნდება ავადმყოფობა და ზედმეტი საზრუნავი. ეს სახიფათო მდგომარეობაა, საიდანაც პირდაპირ მძიმე, გაჭიანურებულ დეპრესიაში შეიძლება გადახვიდეთ.
სწორედ ამიტომ, მაშინვე უნდა მოიშოროთ ეს მდგომარეობა! დამამშვიდებელი აბებით ან ალკოჰოლური სასმელებით პრობლემებს ვერ გაექცევით. უმჯობესია, მტკივნეული განცდები ძირფესვიანად მოიშოროთ. ინსტრუქციას მიჰყევით და უკვე 5 წუთის შემდეგ გაკვირვებით და შვებით წამოიძახებთ: „უყურე შენ, ასეთი მარტივი იყო?“
რა უნდა გააკეთოთ, თუ სული დამძიმებული გაქვთ?
შემდეგში, როცა გულში იგრძნობთ ძლიერ გრძნობას (ბრაზს, წყენას, შიშს ან მათ წარმოებულს), ასე გააკეთეთ. განმარტოვდით მშვიდ, წყნარ ადგილას, სადაც ხელს არავინ შეგიშლით. ოთახში ჩაიკეტეთ და ოჯახის წევრებს სთხოვეთ, 10–15 წუთი არ შეგაწუხონ. ტელეფონი გამორთეთ, საყვარელ, კომფორტულ სავარძელზე დაჯექით ან საწოლზე დაწექით. დარწმუნდით, რომ თბილად და კომფორტულად ხართ.
თავით ამ ძლიერ გრძნობაში გადაეშვით. სწორედ ასე! თავის დამშვიდებას არ ვეცდებით, პირიქით: ნეგატიურ ემოციებში უნდა ჩაყვინთოთ, როგორც ყინულის ხვრელში. იგრძენით, სად იმყოფება თქვენს სხეულში. იქნებ, გულმკერდში, მუცელში, გულის დონეზე ან თავში? ამ წერტილში ემოციების შეგროვებაზე კონცენტრირდით.
მაგალითად, თუ ეს წყენაა, გააძლიერეთ. ფიქრებით საკუთარი თავი ზღვარამდე მიიყვანეთ. შეგრძნება 1–დან 100–მდე გაზარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად სიმშვიდე შეინარჩუნოთ: საჭირო არაა ყვირილი, ბალიშზე მუშტების დარტყმა, ხელების ქნევა ან გინება. ქანდაკებასავით გაშეშდით და გააგრძელეთ ემოციებზე კონცენტრირება.
5 წუთის შემდეგ საოცარ რამეს იგრძნობთ. როცა იგრძნობთ, რომ შიგნით ყველაფერი გახურდა და წასასვლელი უბრალოდ არსად არის, ვარჯიშის გაკეთება გააგრძელეთ. მალე შეამჩნევთ, რომ სიბრაზის, სიძულვილის ან წყენის ღრმა გრძნობები თანდათან ქრება, იშლება და თქვენს სხეულს ტოვებს. თავს მშვიდად და კარგად იგრძნობთ, თითქოს გულიდან ლოდი მოიშორეთ. თუ სხეულს სურს ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ეს კარგი ნიშანია. პრაქტიკამ შედეგი გამოიღო.
შედეგი უნდა დააფიქსიროთ. შინაგან ცეცხლს მიმართეთ, მადლობა გადაუხადეთ, რომ სიბინძურის დაწვაში დაგეხმარათ. მშვიდად თქვით: „წმინდა ცეცხლში ვწვავ სიბნელეს, ვშობ სინათლეს და სიყვარულს“. კიდევ რამდენიმე წუთი სიმშვიდესა და სასიამოვნო გათავისუფლებაში მარტომ გაატარეთ. ეს გრძნობა დაიმახსოვრეთ!
ლოცვა ცუდი ხალხის და ბოროტი ზრახვების წინააღმდეგ
ეს პრაქტიკა თქვენს ცხოვრებაში დანერგეთ. თითქოს კბილის ძაფია: გაწუხებთ ემოციური სიმძიმე, თქვენ კი უცებ ამოიღეთ, აბების და დეპრესიის გარეშე. ასე განცდები სხეულს არ დაამძიმებს და ზიანს არ მოგაყენებთ.
თუ გჭირდებათ დამატებითი დაცვა მტრულად განწყობილი ხალხისგან, რომელთაც თქვენი შურთ ან ბოროტებას გეგმავენ, თქვენი დღე დაიწყეთ და დაასრულეთ ძლიერი დამხმარე ლოცვით.
ჰოი წმიდაო, სათნო-მყოფელო ღუთისაო, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მლოცველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათვის, მიითვალე ჩუენ უღირსთაგან სადიდებელი ესე, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოგვმადლოს ჩუენ, უძლურებათა შინა განმტკიცებაჲ, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემაჲ, და მოგვანიჭოს ჩუენ ყოველი სარგებელი ცხოურებისა ჩუენისათვის აღავლინე უფლისა მიმართ მრავალ-ძალი ლოცვაჲ შენი, რათა დაგვიცვას ჩუენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩუენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩუენ ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩუენთაგან. გვეყავნ ჩუენ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგვანიჭე ჩუენ განსაცდელსა შინა მოთმინებაჲ და ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა შეწევნაჲ მოგვივლინე მაწამებელთა ჩუენთაგან, რომელნი შეგვემთხვივნეს ჰაერთა შინა საზვერეთასა, რათა შენს მიერ ძღვანებულნი, მივიწივნეთ ზეციურსა იერუსალემსა, და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლად-წმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჩვევა მეორე ბუნებაა. თუ მიაჩვევთ საკუთარ თავს ემოციური ფონისგან გაწმენდის რიტუალებს, ცხოვრება გამარტივდება. შეხვდი ყოველ დღეს ფეხზე მყარად დგომით, იზრუნეთ არა მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე, არამედ სულზეც. სცადეთ, მძიმე ემოციების ჩაქრობის პრაქტიკა.