
როგორც ხშირი, ასევე იშვიათი გამოყენება გავლენას ახდენს დანა–ჩანგალზე ჭუჭყის გამოჩენაზე. როცა უსაქმოდ ინახება, თანდათან მისი ზედაპირი ყვითელი ლაქებით იფარება. ხშირი გამოყენებისას მათზე ჩნდება ცხიმიანი ნადები, რომელიც საკვების ნარჩენების შემდეგ რჩება. კოვზებიდან და ჩანგლების კბილებს შორის (ყველაზე პრობლემური ადგილი) ჭუჭყის მოშორება ქიმიკატების გარეშე შესაძლებელია. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ მელქიორის, უჟანგავი ფოლადის და ვერცხლის დანა–ჩანგალი.
დანა–ჩანგალი სპეციალურ ხსნარში მოათავსეთ, რომ ძველებურად ბზინავდეს. ამ ხსნარის მომზადებაზე ბევრ საშუალებას და ფულს არ დახარჯავთ. დანა–ჩანგალს ჭუჭყს ჯადოქრობის და მძაფრი სუნის მქონე ქიმიკატების გარეშე ვაშორებთ.
3 მეთოდი მელქიორის და სხვა მასალებისგან დამზადებული დანა–ჩანგლის გასაწმენდად
მეთოდი 1
სწრაფი მოქმედების ხსნარი და ჩვეულებრივი ფოლგა დაგეხმარებათ, საყვარელ ჩანგლებს, კოვზებს და დანებს ძველებური ბზინვარება დაუბრუნოთ. ამ მეთოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ მელქიორის, უჟანგავი ფოლადის და ალუმინის დანა–ჩანგალი.
ინგრედიენტები:
- 2 ლ სუფთა წყალი
- 2 ს/კ სუფრის მარილი
- 1 ს/კ ლიმონმჟავა
- 2 ს/კ საკვები სოდა
მოქმედების წესი:
- აიღეთ ტაშტი. რამდენიმე ფურცელი ფოლგა ჩააფინეთ. მდუღარე წყალი დაასხით.
- მარილი, ლიმონმჟავა და სოდა ჩაყარეთ. ყველა ინგრედიენტს აურიეთ.
- მიღებულ ხსნარში ჭუჭყიანი დანა–ჩანგალი ჩააწყვეთ. 30 წუთი გააჩერეთ.
- ვადის გასვლის შემდეგ კოვზები და ჩანგლები ამოიღეთ. გამდინარე წყალში გარეცხეთ და სუფთა ღრუბლით გაწმინდეთ.
მეთოდი 2
თუ თქვენს დანა–ჩანგალზე ჭუჭყი დიდხანს გროვდებოდა და ყვითელ ლაქებს ვერ აშორებთ, ეს მეთოდი გამოიყენეთ. შესაფერისია ისეთი მასალებისთვის, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, მელქიორი და ალუმინი.
ინგრედიენტები:
- 2 ლ სუფთა წყალი
- 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
მოქმედების წესი:
- წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ. აურიეთ.
- ქვაბში კოვზები, ჩანგლები და დანები ჩააწყვეთ. 1 საათი გააჩერეთ.
- 60 წუთში დანა–ჩანგალი ამოიღეთ, კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ.
მეთოდი 3
თუ გსურთ გაწმინდოთ ძვირადღირებული მასალებისგან დამზადებული დანა–ჩანგალი, უფრო ნაზი მეთოდი გამოიყენეთ. მისი დახმარებით ვერცხლის ჩანგლებს და ფაიფურის კოვზებს ბზინვარებას დაუბრუნებთ.
ინგრედიენტები:
- 1 ლ სუფთა წყალი
- 50 გ მარილი
- 50 გ საკვები სოდა
მოქმედების წესი:
- ქვაბის ძირში ფოლგა ჩააფინეთ. დანა–ჩანგალი ჩააწყვეთ. წყალი დაასხით.
- მარილი და სოდა ჩაყარეთ. ნარევი 20 წუთი ზომიერ ცეცხლზე დადგით.
- შემდეგ ქურა გამორთეთ. დანა–ჩანგალს ხსნარში სრულად გაგრილება აცადეთ.
- ბოლოს ჩანგლები და კოვზები ამოიღეთ. სუფთა ღრუბლით გაამშრალეთ.
ამ ხალხური მეთოდების გამოყენებით საათზე ნაკლებ დროში გაწმენდთ დანა–ჩანგალს, რომლებიც წლები ყვითლდებოდა. დანა–ჩანგალი ისევ ბზინვარებას დაიწყებს!