პლუტონი ნიშანს იცვლის, ნაცნობი სამყარო დიდი სისწრაფით გვტოვებს. ცვლილებები მოდის

0
895

ძნელია არ გიყვარდეს ანჯელა პერლის ასტროლოგიური პროგნოზები. თითქოს, პოზიტივით გმუხტავს, სწორ ტალღაზე გადასვლაში გეხმარება. ხომ უფრო მარტივია ცხოვრების დალაგება, როცა მასში პატარა მინიშნებები არის? ამჯერად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოწმენი ვხდებით, როგორ შეცვლის სამუდამოდ ამ სამყაროს პლუტონის მერწყულში გადასვლა 2024 წელს. ცვლილებები 20 წელი გაგრძელდება. ეს რეტროგრადული მერკური არაა, რაღაც უფრო სერიოზული მოდის!

არ შეცბუნდეთ, რომ პლუტონი ჩვენს შემთხვევაში პლანეტაა, რადგან ასტროლოგიაში ყველაფერს ციურ სხეულს უწოდებენ, მთვარესაც. მათ შორის პლუტონს უდიდესი ძალა აქვს: მისი გავლენით ჩვენს ცხოვრებაში მოდის ცვლილებები, რომელთა გაკონტროლება არ შეგვიძლია. პლუტონის ციკლი მთელ 248 დედამიწის წელს შეადგენს (ამ დროს ანდომებს მზის გარშემო ბრუნვას), ამიტომ ზოდიაქოს ნიშნების ყველა წარმომადგენელს დრო არ აქვს, რომ იგი დაიჭიროს. ზოგჯერ ეს კარგიც არის! ვნახოთ, რას მოგვიტანს პლუტონი ამჯერად, განსაკუთრებით მერწყულს.

პლუტონი მერწყულში 2024 წელს

პლუტონი იმდენად ძლიერია, რომ არ არსებობს ზოდიაქოს ნიშანი, რომელზეც გავლენას არ ახდენს. ეს პლანეტა ძალაუფლების, კონტროლის, ბევრი ფულის, რაც მთავარია, გარდაქმნების სიმბოლოა. მითოლოგიაში ჰადესი, ქვესკნელის მბრძანებელი, პლუტონის მფარველად ითვლება, ეს ნიშნავს, რომ დაბადების და სიკვდილის, მიწისქვეშა სიმდიდრის და თვალისგან უხილავი საიდუმლოების პლანეტაა.

ამავდროულად დიქტატორების, ომების, კოლოსალური ზეწოლის პლანეტაა. პლუტონს მოსწონს რაღაცის წართმევა ან გარკვეული გამოცდების მოწყობა, რომელთა გადალახვას დიდი დრო სჭირდება. როცა პლუტონი ნიშანს იცვლის, სამყაროში იცვლებიან მმართველები და ძალოვანი სტრუქტურები, უმაღლეს დონეზე გადანაცვლებები ხდება. ნაწილობრივ კარგია, რომ ამჯერად პლუტონი მერწყულში იქნება, რადგან ეს ზოდიაქოს ნიშანი ნაწილობრივ მისი საპირისპიროა.

მერწყული განმანათლებლობის, მეცნიერების, ახალი ტექნოლოგიების და მიღწევების სიმბოლოა. ეს დიდი ჰუმანიზმის და ჰუმანურობის ნიშანია. მერწყულის პერიოდში ძლიერდება ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ხალხი ერთი მიზნისთვის ერთიანდება. მერწყულისთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება და ეს პლუტონის ტოტალიტარიზმისთვის პირდაპირი გამოწვევაა. შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 20 წელი რთული იქნება, მოიტანს ახალ ომს, ახალ ბრძოლას. რაც მთავარია, მერწყული პროგრესის ნიშანია, ამიტომ მომდევნო ორი ათწლეული შოკისმომგვრელი სიჩქარით შეიცვლება. განსაკუთრებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით.

ვერძი

პლუტონი ძალიან ნელი პლანეტაა, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რომელი სახლიდან გამოდის, არამედ რომელ სახლში შედის. ვერძისთვის ეს არის მოგზაურობა მე–10 სახლიდან მე–11 სახლში. საუბარია პრიორიტეტების შეცვლაზე. მე–10 სახლი სამსახურის და ბიზნესის სიმბოლოა. დიდი ალბათობით, კომპანია, სადაც ახლა ვერძი მუშაობს, დაიხურება ან გაკოტრდება. ეს შეიძლება იყოს სამუშაო ადგილის შეცვლა ან პენსიაზე გასვლის სურვილი.

რაც მთავარია, სამსახურის ადგილს ჩაანაცვლებს სოციალური კავშირები და საზოგადოებასთან ურთიერთობა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წელს ვერძი შეხვდება ძალიან გავლენიან და მდიდარ ხალხს. ეს შეიძლება იყოს ინვესტორი ან ცნობილი ადამიანი – მომღერალი, მსახიობი, პოლიტიკოსი. ასეთი კონტაქტები ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. გარდა ამისა, მე–11 სახლში ვერძი საკუთარ თავს ინტერნეტში იპოვის. უმეტესობა მათგანი პოპულარობას მოიპოვებს: ბლოგის წერას დაიწყებს, კურსს გახსნის ან მილიონ გამომწერს შეკრებს.

კურო

კურო მე–9 სახლიდან მე–10 სახლში გადაინაცვლებს. თუ ვერძისთვის რაღაც სამუშაო ეტაპი მთავრდება, კუროსთვის მხოლოდ დასაწყისია. ელოდება ბიზნესი, კარიერა და ახალი პროექტები, ხელების აკაპიწების დროა! გარდა ამისა, კუროს სოციალური სტატუსი მთლიანად შეიცვლება! ეს შეიძლება იყოს დაწინაურება ან ჩამოქვეითება, ასევე საოჯახო სტატუსის შეცვლა – ქორწილი ან განქორწინება.

შესაძლოა, 2024 წელს თქვენი პროფესია მკვეთრად შეიცვალოს, რადგან მეცხრე სახლიდან სწავლის ახალ პროფესიულ პერიოდში შედიხართ. სპეციალობის შეცვლა ადვილი იქნება: ადვოკატიდან ფსიქოლოგად, კულინარიიდან მასწავლებლად და ა.შ. დიდი ალბათობით, შეხვდებით ვიღაც გავლენიანს, ზემდგომს. არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სულიერი კუთხითაც. სავარაუდოდ, იქნება მენტორი, ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მასწავლებლის როლს აიღებს.

ტყუპები

ტყუპებს შეგვიძლია მივულოცოთ, რადგან პლუტონი მე–8 სახლიდან მე–9 სახლში გადავიდა. ერთი მხრივ, პლუტონი მე–8 სახლში ცუდი არაა, ეს ფულია. მეორე მხრივ, ასეთ სიტუაციას მოაქვს ბევრი სტრესი, ნათესავებთან კომუნიკაციის პრობლემები და ჯანმრთელობის პრობლემებიც. ტყუპები ამ მდგომარეობას 2008 წლიდან ითმენენ! ახლა, როცა ძლიერი პლანეტა მოგზაურობის სახლში გადავიდა, კარდინალური ცვლილებები მოხდება. ზოგი შორეულ ქვეყანაში გადავა საცხოვრებლად, შეისწავლის ახალ კულტურას და ჩამოაყალიბებს ახალ სოციალურ წრეს.

რაც მთავარია, ტყუპებისთვის იხსნება სწავლისა და საკუთარი თავის აღმოჩენის პერიოდი. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა იპოვოს ახალი მოწოდება ან თავად გახდეს მენტორი. პერლი პროგნოზირებს, რომ ვარსკვლავების ამ განლაგებამ ზოგიერთ ტყუპს შეიძლება აიძულოს წიგნების დაწერა, რომელიც აუცილებლად დიდი ტირაჟით გამოიცემა. მაისში გამართლების პლანეტა ტყუპების ნიშანში შემოდის, ამიტომ უკვე ივნისში ბედისგან ბევრ სიურპრიზს ელოდეთ.

კირჩხიბი

ამ დრომდე თქვენი პლუტონი ურთიერთობების მეშვიდე სახლში საპატიო ადგილს იკავებდა. ახლა მას ტოვებს, მოაქვს განქორწინებები და განშორებები. სამწუხაროდ, პლუტონის გავლენით განქორწინებები 2–3 წელიწადს გრძელდება. თუმცა პოზიციის ცვლილება შეიძლება მხოლოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ ვინმესთვის ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდება. კირჩხიბი 2024 წელს ახლო ურთიერთობების მხრივ ძალიან დაუცველი იქნება: მოსალოდნელია ახლობლის ავადმყოფობა, მეგობრის დაკარგვა ან ადამიანთან მთელი ჯგუფის დაკარგვა (მაგალითად, გადაადგილებასთან დაკავშირებული).

სამაგიეროდ, ახლა პლუტონი მე–8 სახლში გადადის, ეს კი დიდი ფულის სექტორია. კირჩხიბი უნდა მოემზადოს დიდი ფინანსებისთვის და ინვესტორების გასაცნობად. გარდა ამისა, შესაძლებელია რომანტიკული კავშირი გავლენიან ადამიანთან, რომელიც ფინანსურ მდგომარეობას მოგიტანთ. მაგრამ ფრთხილად იყავით! პლუტონი მფარველობს დანაშაულს, ძალოვან სტრუქტურებს და საიდუმლო ორგანიზაციებს – რჩეული ყურადღებით აირჩიეთ.

ლომი

ლომისთვის გარდაქმნების პერიოდი იწყება. ჯანმრთელობის მე–6 სახლიდან პლუტონი ურთიერთობის სახლში გადადის. ეს მოიტანს ძილის და სიფხიზლის რეჟიმის, კვების, ფიზიკური აქტივობის შეცვლას. ყველაფერი, რაც ნაცნობი იყო, ისევ გამოჩნდება. გირჩევთ, ცოტა ძალისხმევა გაიღოთ და ეს რუტინა უკეთესობისკენ შეცვალოთ, საკუთარ თავზე და სხეულზე ზრუნვისკენ.

ახლისგან კარმულ ურთიერთობებს უნდა ელოდოთ. უახლოეს დროში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ეს შეიძლება იყოს ქორწილი, ბავშვის ჩასახვა, განქორწინება. ლომს მსხვილი კომპანიები შესთავაზებენ თანამშრომლობას და კოლაბორაციებს, შეიძლება ითქვას, რომ სოციალურად დასვენების დრო არ გაქვთ. სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან რამდენიმე წელი შეიძლება გაიწელოს.

ქალწული

ვინაიდან ამ დრომდე პლუტონი მე–5, სიყვარულის სახლში იყო, პირველ რიგში, ქალწულის ურთიერთობებს გარდაქმნის. ვინაიდან საიდუმლოებების პლანეტაა, შეყვარებულზე რაღაც საიდუმლო შეიძლება გაიგოს. ეს ყოველთვის ცუდი არაა, რადგან გარდაქმნა არა მხოლოდ დაშორებით, არამედ ქორწილით შეიძლება დასრულდეს. ასევე მე–5 სახლი ბავშვების სახლია, რამაც პარტნიორთან ურთიერთობა ძლიერ შეიძლება შეცვალოს.

პლუტონი მე–6 სახლში ქალწულს უბიძგებს რუტინა შეცვალოს. ეს შეიძლება იყოს სახლში გლობალური გადაკეთება, რემონტი, ცხოვრების წესის შეცვლა. ეს პლანეტა გაიძულებთ თქვენს ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ. დიდი ალბათობით, არა თუ შინაგანი სურვილი, არამედ გარემო ამის გაკეთებას გაიძულებთ. მაგალითად, არამსმელ ან მსმელ კომპანიაში მოხვდებით, მეგობრები იოგაზე შესვლას გაიძულებენ ან საცხოვრებელ ადგილს შეცვლით, მასთან ერთად კვებას და გრაფიკს.

სასწორი

პლუტონი შეეცდება გამოგიყვანოთ მე–4 სახლიდან, რომელიც უძრავ ქონებას განასახიერებს. ეს შეიძლება იყოს გადაადგილება ან გაყიდვა, რაიმე ქონების დაკარგვა. ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული დედის ცხოვრებასთან ან ოჯახის შემადგენლობის ცვლილებებთან, ვინაიდან მე–4 სახლი დედის სახლია. აი, მე–5 სახლში გელოდებათ ბავშვები და სიყვარული: ბავშვის დაბადება ან პროექტის დაწყება, რომელსაც დაარქმევთ თქვენს მოწოდებას, თქვენს შვილს. დიდი ალბათობით, ეს ახალი საქმე ხელოვნებასთან ან ნიჭთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მე–5 სახლს შეუძლია გამოავლინოს თქვენი მხარე, რომელსაც არ ელით. გაჩნდება ახალი ჰობი და ახალი ვნებები.

მორიელი

პლუტონი მორიელის მფარველი პლანეტაა. მესამე და მეოთხე სახლები. თქვენი სოციალური წრე მთლიანად შეიცვლება, თავადაც შეცვლით მსოფლმხედველობას, რადგან მესამე სახლი აზროვნების სახლია. სავარაუდოდ, ემიგრაცია მოდის. ამიერიდან მომდევნო 20 წლის განმავლობაში თქვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ოჯახი: დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი მის შემადგენლობაში, რაც თქვენს ცხოვრებაზე და სახლზე აისახება.

სამწუხაროდ, დიდი რისკი არსებობს, რომ მოხვდეთ რაიმე სახის კატაკლიზმის ეპიცენტრში – ომი ან  მიწისძვრა, რომელიც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გაიძულებთ. ასევე მეოთხე სახლი არის დედა და ტრადიციები, სხვადასხვა მსოფლმხედველობის გამო კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას. მოსალოდნელია დიდი იპოთეკა სახლზე ან დიდი კრედიტი, რომელიც ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია. მაისის ბოლოს იუპიტერი მორიელისთვის ფინანსების სახლში გადავა, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ მორიელმა მერწყულის ეპოქის დასაწყისშივე მომავალ მიღწევებს საფუძველი ჩაუყაროს.

მშვილდოსანი

ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვლება. თუ პრობლემები გქონდათ, მალე დასრულდება. თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში მდიდარი იყავით, ფინანსურ ოპერაციებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. სავარაუდოდ, ცვლილებები სასიკეთო იქნება და მეტ შემოსავალს მოგიტანთ. საკუთარი ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლით. ვინაიდან, პლუტონი ძალიან ცვალებადია, იპოვით არა მხოლოდ ახალ ნაცნობებს, არამედ ხალხს, რომელიც ყოველმხრივ განვითარებაში დაგეხმარებათ. წარმატება გელით მაისში მე–7 სახლში – მოსალოდნელია ქორწილი ან ხანგრძლივი განქორწინების დასრულება, რომელიც ფინანსურად თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.

თხის რქა

15 წელი ეს მძიმე პლანეტა თხის რქაზე დომინირებდა და როგორც იქნა, ამ ნიშანს ტოვებს, ამიტომ ახლა შვებით შეგიძლიათ ამოისუნთქოთ. ამიტომაც, როცა პლუტონი თხის რქის საზღვრებს ტოვებს, ყველა ცვლილება, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მოხდა, თავს შეგახსენებთ. ანჯელა პერლი ირწმუნება, რომ თხის რქისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდია, თუ სურთ რაიმე შეცვალონ გარეგნობაში – ამას ვარსკვლავები იწონებენ.

პლუტონი მომდევნო 20 წლის განმავლობაში მე–2 სახლში იქნება და ეს ყველაფერი თქვენს ფინანსებს და სიმდიდრეს შეეხება. სავარაუდოდ, ფულის გამომუშავების გზა შეიცვლება, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს თქვენი მორალური ღირებულებებიც. საკუთარი მეს აღქმაც ძალიან შეიცვლება და ამაში თხის რქას გარშემომყოფები დაეხმარებიან.

მერწყული

ანჯელა პერლი მერწყულს ჩვენი დროის გმირს უწოდებს. რა თქმა უნდა, მომდევნო 20 წელი ამ ნიშნისთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. სწორედ ბოლო გამოცდების შემდეგ მერწყული ხელახლა დაიბადება და ფენიქსივით ფერფლიდან აღდგება. მერწყული კარდინალურად შეცვლის ცხოვრებას, გარეგნობას, სამსახურს, ყოფას და საკუთარი თავისადმი ურთიერთობას. გამოცდების გარდა მერწყულს ელოდება დიდი ძალა. პლუტონი მისცემს ძალაუფლებას, დიდ გავლენას, სტატუსს და სხვების კონტროლის ინსტრუმენტებსაც.

თევზები

პლუტონი მე–11 სახლს ტოვებს და მე–12 სახლში შედის. მე–12 სახლი საიდუმლოებების და რაღაც ფარულის სახლია, როგორც პლუტონი. სწორედ ამიტომ, თევზები ისურვებს განმარტოებას, საკუთარი ძენის პოვნას და მხედველობის არედან გაქრობას. რაც ყველაზე მშვენიერია, პლუტონი ფინანსურად მხარს დაგიჭერთ, თუ ამას გადაწყვეტთ. თევზები ეცდება იპოვოს საკუთარი თავი, სადღაც შორს, და რაც უფრო შორს, მით უკეთესი. ასე რომ შორეულ ქვეყანაში გადასვლა მოსალოდნელია.

პლუტონი ზოგიერთ თევზს მემკვიდრეობითაც დააჯილდოებს, მაგრამ ეს შესაძლოა საყვარელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდებოდეს. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით: ვარსკვლავები პროგნოზირებენ საავადმყოფოებს ან ოპერაციებს, სხეულის მიმართ ყურადღებით იყავით. მე–12 სახლი თევზებში ეზოთერიზმისადმი ინტერესს გააღვიძებს, ამიტომ ასტროლოგები თევზებს მედიტაციისკენ მოუწოდებენ.

საოცარ დროში ვცხოვრობთ და ამაზე საუბრობს არა მხოლოდ ვარსკვლავები, არამედ ახალი ამბებიც, რომლებიც ასტროლოგების სიტყვებს ადასტურებენ. ანჯელა პერლი თვლის, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ გლობალური მასშტაბით ამ ცვლილებების მოწმენი გავხდით. ბოლოს ეს იყო მე–18 საუკუნეში! სწორედ მაშინ მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია! ამჯერადაც, მერწყულში მყოფი პლუტონისგან გლობალურ ტრანსფორმაციებს უნდა ველოდოთ: თითოეული ნიშანი თავისებურად გარდაიქმნება.