თუ გაჩუქეს რამე ამ სიიდან, იცოდეთ, თქვენ წინაშე ჯადოქარია

0
3543

ჩემმა კარგმა მეგობარმა ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლა, რომ საჩუქრების მიმართ სიფრთხილე გამომეჩინა. ერთხელ ძალიან დიდი ხნის წინ ულამაზესი ჯიბის სარკე მაჩუქა დაბადების დღეზე. ზუსტად ასეთი ძალიან მინდოდა, მაგრამ მშობლები ყიდვაზე ვერ დავითანხმე. სანაცვლოდ მონეტა მთხოვა, რამაც ძალიან გამაკვირვა. კითხვაზე, უნდა გადავიხადო საჩუქრისთვის, მიპასუხა: „არა, არ გესმის, რომ არ შეიძლება სარკის ჩუქება სანაცვლოდ მონეტის გაცემის გარეშე“. მიამბო, რომ ეს ბებიამ, მემკვიდრეობითმა ჯადოქარმა ასწავლა. მონეტა საჭიროა უბედურების თავიდან ასაცილებლად.

ძნელი სათქმელია, მართლა ჰქონდა თუ არა ბებიამისს რაიმე ნიჭი, არასდროს შევხვედრილვარ. თუმცა მის მითითებას დღემდე ვიყენებ, არა მხოლოდ სარკესთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ არსებობს ბევრი ნივთი, რომელიც უცნობს ან არაკეთილმოსურნე ადამიანს არ უნდა აართვა. ზოგიერთს განსაკუთრებით ეხება.

რატომ არ შეიძლება საჩუქრების გაცემა ჯადოქრების სიიდან

თუ ადამიანს კარგად არ იცნობთ ან დიდი ხანია იცნობთ, მაგრამ არც ისე კარგი მხრიდან, საჩუქარი მახე შეიძლება იყოს. არსებობს ნივთების მთელი სია, რომელიც მავნე ზრახვით შეიძლება გაჩუქონ. თუ საეჭვო ნივთი თქვენს საჩუქრებში აღმოჩნდა, ფრთხილად იყავით. შესაძლოა, თქვენ წინაშე ჯადოქარია ან ადამიანია, რომელიც თქვენს გათვალვას ცდილობს.

სამსახურში ბოლოდროინდელმა სიტუაციამ ეს სია გამახსენა. მოწმე გავხდი, როგორ აჩუქა ერთმა თანამშრომელმა მეორეს ასეთი საჩუქარი, თან ერთმანეთს ვერასდროს უგებდნენ. ქალი საჩუქრებს სამუშაო მაგიდაზე ჩუმად ტოვებდა, თითქოს მისგან არ იყო. ძირითადად, ეს იყო კანფეტი, მაგრამ ერთხელ თანამშრომლის მაგიდაზე ლამაზი ლითონის სამკერდე ნიშანი გამოჩნდა. ახლა ასეთის ბლუზზე ან კოსტიუმზე მიმაგრება მოდაშია. მივხვდი, რომ განგაშის დროა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთი კოლეგა მეორისგან ქმრის წართმევას ცდილობდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია.

ბოლოს გეტყვით, როგორ დასრულდა ეს ამბავი. პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი: ნივთები, რომლებიც უცნობისგან არასოდეს უნდა აიღოთ ან მონეტის გადახდის გარეშე არ მიიღოთ, რომ პრობლემები თავიდან აიცილოთ.

დანა ან ბასრი–მჭრელი საგნები

მაშინაც კი, თუ თქვენი მეგობარი მოწოდებით მზარეულია, დანის ჩუქება არ იჩქარო. მით უფრო, ასეთი საჩუქარი არ მიიღოთ. ამ ნივთის ენერგია იმდენად დამანგრეველია, რომ დახვეწილი ენერგეტიკული მატერიის დაქუცმაცება შეუძლია. ასეთი საჩუქარი სახლში მოხვედრისას მასში ჰარმონიას არღვევს. თუ დანას აჩუქებთ ახალგაზრდა წყვილს ან ერთ–ერთ მეუღლეს, კავშირი დაიშლება. როგორც მინიმუმ, გამოიწვევს დაძაბულობას, კამათს.

უბედურების მოტანა შეუძლია არა მხოლოდ დანას, არამედ მჭრელ, ბასრ ნივთებს, როგორიცაა შამფური, მაკრატელი, ხანჯალი, თმის სარჭი და ქინძისთავი. მათ წვერზე გროვდება დამანგრეველი უარყოფითი ენერგია, რომელმაც თქვენი ყველა გეგმა შეიძლება ჩაშალოს. სახლში ყოფნისას ასეთი ნივთი მის მცხოვრებლებზე იწვევს დეპრესიას, აპათიას და პანიკის შეტევას.

გამონაკლისი შეიძლება იყოს წვეტიანი სამკაული, როგორიცაა საიუველირო ქინძისთავი ან თმის სამაგრი. მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ კეთილი ზრახვით გაჩუქონ. მაგალითად, მშობლებისგან მიღებული ქინძისთავი ბედნიერი თილისმა შეიძლება გახდეს. უკეთესია, თუ დედა ან მამა სამკაულს თავად გაგიკეთებს. თუმცა ავი კაცის ხელში ასეთი ლამაზი ნივთი სერიოზული იარაღი შეიძლება გახდეს. ყველა გაგებით.

სარკე

სარკე საკრალური, მისტიკური ობიექტია, რომელიც უცხო ენერგიას სწრაფად შთანთქავს. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სახლში სარკეებს 9 ან 40 დღით ნაჭერს ტყუილად არ აფარებენ. სარკიდან ადვილად შეიძლება გადასცეთ შელოცვა ვინმეს, ვინც სარკეში იყურება. სწორედ ამიტომ, სახიფათოა არა მხოლოდ საჩუქრის მიღება, არამედ ძველი სარკის ყიდვა ან შენახვა. მსგავსი ანტიკვარი ძლიერ ენერგეტიკას ფლობს, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ახალგაზრდა გოგოებს, რომლებიც უფროსი ქალისგან საჩუქარს იღებენ. ასეთი „საჩუქარი“ ახალგაზრდა ქალს სილამაზეს და სასიცოცხლო ენერგიას ართმევს და ავი ზრახვის მქონე ქალს გადასცემს. სანამ ერთი ჭკნება, მეორე მის ხარჯზე იფურჩქნება. ტყუილად არ არის, რომ ფიფქიას შესახებ ზღაპარში სარკე გახდა მოხუცი დედოფლის და ახალგაზრდა ლამაზმანის კონფლიქტის სიმბოლო.

აქ ერთი მონეტა საკმარისი არაა, ნივთი მარილიან ხსნარში კარგად უნდა დაამუშავოთ. მარილიანი ხსნარი უარყოფით ენერგიას შლის. დაგეხმარებათ, თუ ნივთი ანონიმურად გაჩუქეს და მასზე უარის თქმა არ შეგიძლიათ.

საათი

არსებობს მოსაზრება, რომ საათს შეუძლია მოპაროს დრო იმ ადამიანს, ვისაც ჩუქნიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ კლებად მთვარეზე აჩუქეს. ასეთი ნივთი ძალიან სახიფათოა და თუ გატყდა, მფლობელს შეუძლია დიდი უსიამოვნება მოუტანოს. ასაკოვან ხალხს საათი არ აჩუქოთ – სერიოზული დაავადებების სამიზნე შეიძლება გახდეს.

ასევე საათს ჩუქნიან მათ, ვისგანაც რაღაცის წართმევა უნდათ, ამიტომ გამცემის მოტივებზე კარგად დაფიქრდით. თუ ეს თქვენი ბიზნეს პარტნიორი ან კოლეგაა, საჩუქარს სიფრთხილით მოეკიდეთ. თუ თქვენ აპირებთ საათის გაჩუქებას, აუცილებლად წაიკითხეთ შელოცვა, რომ არ გაქვთ ცუდი განზრახვა და წრფელი გულით ჩუქნით. ამ საათისთვის არა ერთი, არამედ 8 მონეტა მოითხოვეთ, შემდეგ ეს ხურდა გაჭირვებულებს მიეცით.

სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება გახდეს ვაუჩერი საათის შესაძენად, რომელიც დაგიცავთ როგორც თქვენ, ასევე იმ ადამიანს, ვისაც ჩუქნით.

საპონი

სისუფთავის სიმბოლო არც ისე მარტივია, როცა საქმე შელოცვებს და საჩუქრებს ეხება. სხვათა შორის, ახლა დეკორატიული საპონი პოპულარულია სუვენირის სახით. თუ საპონს აჩუქებთ ადამიანს, რომელსაც სუსტი ენერგეტიკული ველი აქვს, მას კოშმარები და შიშები შეაწუხებს. უფრო მეტიც, ყოველთვის, როცა ადამიანი ამით ხელს დაიბანს, უსიამოვნებას მოიზიდავს. არც ერთი საქმე არ გამოვა, ყველაფერი ჩაიშლება, მომგებიანი ბიზნესიც კი შეიძლება გაკოტრდეს. არსებობს ცრურწმენა, რომ ახლობელთან ურთიერთობა ისე დადნება, როგორც „დნება“ საპონი.

საპნის ჩუქება შეიძლება, თუ გსურთ მოიცილოთ ადამიანის გავლენა თქვენს ცხოვრებაზე. სასურველია, ეს გააკეთოთ სავსე მთვარეზე, ასე არასასურველი ადამიანი მხედველობის არედან გაქრება და აღარ შეგაწუხებთ. ჩუქებამდე შეგიძლიათ თქვათ: „შენს ცხოვრებას მიხედე, სხვებს განეშორე“.

ნებისმიერი საკვები პროდუქტი

ახლა მოდაშია კანფეტების გემრიელი თაიგულის ჩუქება ან სხვადასხვა ძეხვეულის თაიგულის, თუ მიმღები მამაკაცია. გუნდის ლიდერი ფრთხილად უნდა იყოს და თვალყური ადევნოს ვინ გასცემს ასეთ საჩუქარს. ნებისმიერ ნაჩუქარ პროდუქტს სხვისი ენერგია აქვს. ის გავლენას მოახდენს ადამიანის განწყობაზე და ბედზე, როგორც კი ასეთ საჩუქარს შეჭამს.

საფულე

საფულე ფრთხილად უნდა გასცეთ, რადგან ავი ზრახვის გარეშეც ამ საჩუქარს ფულადი ნაკადების დაბლოკვა შეუძლია. კარგად უნდა იცოდეთ, როგორ შოულობს ფულს საარსებოდ მიმღები. თუ საფულე თქვენ გაჩუქეს, მასში ჩაიხედეთ, არის თუ არა შიგნით ნებისმიერი ნომინალის ფული. საქმე იმაშია, რომ ცარიელი საფულის ჩუქება არ შეიძლება. შესაძლოა, არაკეთილმოსურნემ ეს განზრახ გააკეთოს, რომ უფულობა მოიზიდოს. სხვათა შორის, ამავე მიზეზით არ შეიძლება ნასესხები ცარიელი ჭურჭლის დაბრუნება.

რატომ არ შეიძლება საჩუქრების ჩუქება ამ სიიდან

ავი ზრახვით ნაჩუქარი საჩუქრის მიღება არ ღირს მაშინაც კი, თუ ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ. სწორედ ამიტომ, ავისმსურველი ანონიმურობის ნიღბის მიღმა იმალება, როგორც ჩემი კოლეგის შემთხვევაში. მეორე კოლეგას, რომელსაც ეჭვი არაფერში ეპარებოდა, კანფეტის ყავაზე მიყოლება შეეძლო. და ისე შუალედში იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ქმართან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

როდესაც დავინახე სამკერდე ნიშანი, რომელიც არის იგივე გულსაბნევი, ქინძისთავი, ვკითხე, თუ ჰქონდა კარგი ურთიერთობა მასთან, ვინც ეს სამკერდე ნიშანი დაუდო. აღმოჩნდა, რომ დაქალები არ არიან, ვინაიდან ის ქალი არაერთხელ ცდილობდა მისი ქმრის გაცნობას, რომელიც რეგულარულად აკითხავდა ცოლს სამსახურის დასრულების შემდეგ.

დაიჯერებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ბევრ ადამიანს სჯერა და ასეთ საჩუქრებს მათი განზრახვის მყისიერად გამოვლენა შეუძლია. არასოდეს იცით, როდის შეხვდებით ვინმეს, ვინც ცუდს გისურვებთ. ვთვლი, რომ ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. სწორედ ამიტომ, ამ სიიდან საჩუქრების გაცემა არ ღირს. თან საჩუქარი ძალიან ინტიმური საკითხია, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუნდაც ყოველგვარი მისტიკის გარეშე.