შურს ნუ იძიებთ მტრებზე, უბრალოდ ეს ნივთი გადმოაბრუნეთ და სანაგვეზე გაიტანეთ. მთელი ბოროტება დაუბრუნდება

6989

ყველას გვაქვს ცუდი დღეები. როცა არაფერი გამოგვდის და ყველაფერი ხელიდან გვივარდება. ერთია, როცა ეს მხოლოდ წარუმატებელი დღეა. გაცილებით უარესია, როცა ამ უსიამოვნებაში არაკეთილმოსურნის ხელი ურევია. როცა ნაცნობმა რაღაც ბინძური საქციელი ჩაიდინა და ახლა თქვენს რეაქციას ელოდება. როცა საღამოს სახლში ბრუნდებით და არ იცით, რა გააკეთოთ. პაპარაცი გიამბობთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საღამოს ძალების და ენერგიის აღსადგენად.

რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეთ, ყველაფერი სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ. პირველ რიგში, თქვენთვის გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა დახარჯოთ ენერგია შურისძიებაზე. არაკეთილმოსურნე ხომ ელოდება, როდის დაიწყებთ მოქმედებას. როგორც წესი, ეს მოქმედება შურისძიებისკენ მიმართულია. ასე ორჯერ მეტ სასიცოცხლო ენერგიას ხარჯავთ. პირველ რიგში, ბრაზობთ და მუდმივად ამ სიტუაციაზე ფიქრობთ. თუ ის უსიამოვნოა და ამის გამო დათრგუნული ხართ, რამდენ ენერგიას ხარჯავთ ამ სიტუაციაზე თქვენი ცხოვრებისგან?

მეორეც, იწყებთ შურისძიების გეგმაზე ფიქრს, შურს იძიებთ, ასე სიტუაცია ჭიანურდება. შეიძლება გადაიზარდოს ინტერპესონალურ ომშიც, როცა თითოეული მხარე ცდილობს, მეორეს გული უფრო ატკინოს. ვინ გამოვა გამარჯვებული? ნამდვილად, თქვენ არა. უბრალოდ დახარჯავთ თქვენს ენერგიას, დროს და ძალას. მაწყენარი კი მხოლოდ ელოდება, რომ თქვენი ენერგიით აივსოს და თავისი საქმის კეთება გააგრძელოს. მოკლედ, უსიამოვნო და გაჭიანურებული სიტუაციაა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ხვდება ასეთ უსიამოვნო სიტუაციაში.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ საღამოს?

მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები, პატივი, ღირსება და შევინარჩუნოთ სასიცოცხლო ენერგია? პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: „შურისძიება კერძია, რომელიც ცივი უნდა მიირთვათ!“ არაფერი მოიმოქმედოთ, სანამ ძლიერ ემოციურ მდგომარეობაში ხართ. დიდი ალბათობით, შეცდომას დაუშვებთ და ჩიხში აღმოჩნდებით. იქედან გამოსვლა და კარგი სახელის აღდგენა გაგიჭირდებათ. უმჯობესია, დამშვიდდეთ, მოთმინება მოიკრიბოთ. თუ ემოციების გამკლავება გიჭირთ, დამამშვიდებელ პრაქტიკას ან მედიტაციას მიმართეთ.

მეორე, რაც უნდა გააკეთოთ, მაწყენარს მთელი ნეგატიური ენერგია დაუბრუნეთ. ამის გაკეთება მარტივია, მასთან დალაპარაკებაც არ მოგიწევთ. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, თქვენი ძველი ნივთია. ეს შეიძლება იყოს პერანგი ან მაისური. ოღონდ ძალიან ძველი, რომლის გადაგდებას დიდი ხანია აპირებთ, მაგრამ ვერასდროს მოახერხეთ. მთვარის ფაზის და კვირის დღეების მიუხედავად, სასურველია საღამოს, მხოლოდ შუაღამემდე. ეს ნივთი გადმოაბრუნეთ და მაგიდაზე გაშალეთ. მასთან ახლოს დადექით და თქვით მთელი ნეგატივი, რაც გულში დაგიგროვდათ. ყვირილიც შეგიძლიათ.

რიტუალის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, მწიკვი მარილი მოაყარეთ და თქვით: „ეს ნივთი გადმოვაბრუნე, ავი თვალი მოვიშორე, პატრონს დავუბრუნე“ ამის შემდეგ ნივთი ქაღალდში ან პარკში გაახვიეთ და ქუჩაში სანაგვეზე გაიტანეთ. როცა გადააგდებთ, იგივე სიტყვები გაიმეორეთ და სახლში დაბრუნდით. სახლში დაბრუნებისას გრილი წყლით დაიბანეთ, ნეგატივის ნარჩენები მოიშორეთ.

რიტუალის ჩატარების შემდეგ ისღა დაგრჩენიათ დააკვირდეთ, როგორ დაიტანჯება მაწყენარი თავად იმის გამო, რაც თქვენ მოგაყენათ. მადლობა გადაუხადეთ ამ სიტუაციისთვის, გაანალიზეთ, რა გააკეთეთ, რამაც ეს სიტუაცია გამოიწვია. თითოეულ მომენტს ხომ ორი მხარე აქვს და ნებისმიერი ნეგატიური გამოცდილება თუ სიტუაცია რაღაც პოზიტიურს და ჭკუის სასწავლებელს შეიცავს. მთავარია, ამის ამოცნობა ისწავლოთ და შემდგომში გამოიყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს