არაფრის გაწევა საჭირო არაა – როგორ გავწმინდოთ იატაკი მაცივრის ქვეშ

0
1697

სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნებაზე დამოკიდებულია სახლში კომფორტიც და თქვენი ჯანმრთელობაც. რა უნდა გააკეთოთ, თუ სახლის ამ ნაწილში პრობლემური ადგილების წმენდა კატორღას ჰგავს? დასუფთავების სერვისზე მთელი ქონების დახარჯვა არ იჩქაროთ. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ იატაკი მაცივრის ქვეშ.

არ მოგიწევთ მთელი ძალისხმევის გაღება, რომ უზარმაზარი მოწყობილობა კედელს მოაშოროთ. თუ მაცივრის ქვეშ შვაბრა არ ეტევა, სპეციალური საწმენდი მოწყობილობა გააკეთეთ. ჩვენი სტატიიდან გაიგებთ, როგორ გააკეთოთ ასეთი საწმენდი მოწყობილობა.

საუკეთესო მეთოდი მაცივრის ქვეშ იატაკის გასაწმენდად

საიმედო მეთოდი

როცა შვაბრა მაცივარსა და იატაკს შორის არსებულ ვიწრო ღრეჩოში ვერ შედის, ჩვეულებრივი შამფური გამოიყენეთ. სწორია, შამფური არა მხოლოდ მწვადის შესაწვავად გამოგადგებათ. შამფურისგან ხელნაკეთი ჯაგრისი გააკეთეთ. შამფურს ჩამოაცვით საპნიან ხსნარში გაჟღენთილი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი. ხელნაკეთი მოწყობილობა მაცივრის ქვეშ მოათავსეთ. მსუბუქი მოძრაობით იატაკი ჭუჭყისგან გაასუფთავეთ. მეთოდი მუშაობს, გამოცდილია!

მაცივრის შიგნით სისუფთავეზეც იზრუნეთ

რეგულარულად წმენდა სჭირდება არა მხოლოდ იატაკს მაცივრის ქვეშ, არამედ მაცივრის კედლებს და უჯრებს. ამისთვის ტექნიკა უნდა გამორთოთ და შემდეგ დაიწყოთ წმენდა. 2 ჩ/კ ლიმონმჟავა თბილ წყალში გახსენით ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. ყველა თარო და განყოფილება ღრუბლით გაასუფთავეთ, ჭუჭყი მოაშორეთ.

გაწმინდეთ კარზე რეზინებიც, რომელსაც ხშირად უსიამოვნო სუნი ასდის. ამ საქმეში დაგეხმარებათ ძველი კბილის ჯაგრისი. ბოლოს სუფთა წყლით გარეცხეთ. როცა მაცივარი კარგად გაშრება, კარი დახურეთ და ჩართეთ.

ხანდახან მოწყობილობის და მის ქვეშ საფუძვლიანი წმენდა საკმარისი არაა უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში სპეციალური შთანმთქმელი გამოიყენეთ. სიტყვაზე, მისი შეძენა საჭირო არაა. პატარა თეფშში რამდენიმე კოვზი საკვები სოდა ან დაქუცმაცებული აქტივირებული ნახშირი (5 აბი) ჩაყარეთ. მაცივარში თაროზე დადეთ. ერთ ღამეში უსიამოვნო სუნი გაქრება.