2024 წლის ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ლევინისგან, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს

7131

ასტროლოგ მიხეილ ლევინს აქვს რეპუტაცია ადამიანის, რომლის რჩევებიც გათვალისწინებაც ღირს. ვარსკვლავების კითხვას არა მხოლოდ პროფესიონალურად უდგება, არამედ 1990 წელს საკუთარი ასტრონომიული აკადემიაც დაარსა. ყოველწლიურად მომავალი წლის ზუსტ პროგნოზს ადგენს და აქვეყნებს დეტალურ კრებულს, რაც ნიშნავს, რომ უკვე ხელმისაწვდომია წიგნი „ვარსკვლავთა მეგზური: მიხეილ ლევინი 2024“. გთავაზობთ დაზოგოთ დრო და გაეცნოთ ამ წლის ზოგად პროგნოზს მიხეილ ლევინისგან.

იმის გასაგებად, რა სიურპრიზებს გვიმზადებს დედამიწის მორიგი ბრუნი მზის გარშემო, მრავალი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ესაა წლის რიცხვების ჯამი, მთვარის და მზის დაბნელების რაოდენობა, რეტროგრადული პლანეტები. ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა წლის სიმბოლო და მფარველი ციური სხეულები. ამ და სხვა დანარჩენზე, რაც 2024 წელს ეხება, დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ.

მიხეილ ლევინი: 2024 წელი და რა მოაქვს ჩვენთვის

მომდევნო 300–ზე მეტი დღის განწყობის ზუსტად დადგენაში ნუმეროლოგია დაგვეხმარება. ამ წლის რიცხვების შეკრებით მიხვდებით, რომ ის რვიანის ქვეშ გაივლის. როგორც ლევინი ირონიულად აღნიშნავს, რვიანი დასასრული არაა (რასაც მაგალითად, 9 აღნიშნავს). 8 მარადისობის სიმბოლოა.

8 მომავალ ცვლილებებს წინასწარმეტყველებს. ამავდროულად, საუბრობს ვნებების სიმძაფრეზე, მოახლოებულ დაძაბულობაზე და დიდ გამოწვევებზე. უდავოდ, 2024 წელი ჩვენს გამოცდას ეცდება. გარდა ამისა, რვიანს მოაქვს დიდი გარდაქმნები საზოგადოებაში, საზოგადოების სტრუქტურაში და ცვლილებები მთავრობაში.

2024 წლის მფარველი პლანეტები და დაბნელებები

2024 წელი მკაცრი სატურნის მფარველობის ქვეშ გაივლის, მაგრამ უფრო ზუსტად, ორჯერ სატურნის და ერთხელ ვენერას მფარველობის ქვეშ იქნება. ეს კარგია. პედანტურობის და მკაცრი ჩარჩოებისადმი მიდრეკილების მიუხედავად, სატურნს უყვარს მგრძნობიარე ვენერა და მისი გავლენით საგრძნობლად შერბილდება. გამოდის, ცვლილებები იქნება და თან სერიოზული, მაგრამ კრიტიკულ წერტილამდე არ მივა. იმის მიუხედავად, რომ წელს ბევრი რამ (განსაკუთრებით ძველი) დაინგრევა, ვენერა არ დაუშვებს, რომ ყველაფერი საბოლოოდ განადგურდეს.

ყურადღება მიაქციეთ დაბნელების რაოდენობას. წელიწადში საშუალოდ 5 მთვარის და მზის დაბნელებაა, რაც მომავალი მოვლენების საშუალო სიმძიმეზე მიუთითებს. თუ 6 დაბნელებაა, მძიმე წელი იქნება. ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ 4 დაბნელებაა, რაც კარგი ნიშანია. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, სად იქნება ხილული – იქ, სადაც დაბნელება ხდება, ყველაზე ძლიერ „ირხევა“.

მთვარის დაბნელება 25 მარტს – დასავლეთ აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ–აღმოსავლეთით. მზის დაბნელება 8 აპრილს – ამერიკელები და კანადელები მისი გავლენის ქვეშ მოხვდებიან. მთვარის ნაწილობრივი დაბნელება – ისევ ამერიკასა და კანადაში. მზის დაბნელება 2 ოქტომბერს – სამხრეთ ამერიკა.

როგორც ხედავთ, დაბნელების მავნე ზემოქმედება ჩვენს რეგიონს გვერდს უვლის, რაც გარკვეულ სტაბილურობაზე მიუთითებს. არ დაგავიწყდეთ, მზის სისტემის საზღვარზე იმალება ყველაზე ცბიერი პლანეტა, რომელიც 2024 წელს თავის ნიშანს იცვლის. ეს პლუტონია.

პლუტონი ტოვებს თხის რქის ნიშანს, რომელშიც 15 წელიწადი იყო, და მერწყულისკენ მიემართება. პლუტონი მასში პირდაპირ არ შევა, არამედ ცოტა ხნით რეტროგრადული იქნება – გამოვა, შემდეგ ისევ შევა. ყოველ ჯერზე, როცა პლუტონი ნიშნის საზღვარს კვეთს, მთელ მსოფლიოში დიდი პოლიტიკური რყევები მოხდება. ამაზე ლევინი ამბობს: რყევები იმდენად დიდია, რომ პალესტინასთან ბოლო კონფლიქტი ვერც შეედრება.

თუმცა, ყველაზე უარესი სცენარი არ მოხდება. დიახ, იქნება ახალი კონფლიქტები, ძველი გაგრძელდება, მაგრამ მესამე მსოფლიო ომამდე შორსაა. ნაწილობრივ იმის გამო, პლუტონი ნეპტუნის რბილი გავლენის ქვეშ იქნება.

ვარსკვლავთმრიცხველი ამ სიტუაციას და ციური სხეულების მდებარეობას კარიბის კრიზისს ადარებს. ნეპტუნთან ასეთი ასპექტი თითქმის 50 წელი გაგრძელდება. ასტროლოგის თქმით, სწორედ მან შეუშალა ხელი მსოფლიოს ატომური ომის დაწყებაში, არადა სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.

რა ცვლილებებს მოიტანს 2024 წელი მსოფლიოში?

დავიწყოთ იმით, რომ პოლიტოლოგებს ყველაზე მეტად აწუხებთ უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტი. სამწუხაროდ, ლევინი კარგ დასასრულს ვერ ხედავს, პირიქით. პროგნოზირებს, კონფლიქტის გამწვავებას და საერთო დაძაბულობის ზრდას. 2024 წლის გაზაფხულზე საომარი მოქმედებები ოდნავ შემცირდება, მაგრამ დასასრულამდე ჯერ კიდევ შორსაა. რაიმე დასკვნებს და საბოლოო შედეგს მხოლოდ 2026 წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.

ასტროლოგის პროგნოზით, 2024 წელს უკრაინის კონფლიქტი გახდება მზარდი ევროპული კრიზისის ერთ–ერთი მიზეზი, გაიზრდება დაძაბულობა, რომელიც ახალი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებულია. სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელი არაა, 2024 წელი ამ ბედისგან დაგვიცავს.

რუსეთში მოჩვენებითი სიმშვიდე შენარჩუნდება, მისი ეკონომიკა ნელ–ნელა დარეგულირდება. ასტროლოგი ხედავს დიდ ცვლილებებს საზოგადოებაში და ხალხის განწყობაში, მაგრამ ირწმუნება, რომ მთავარი ბრძოლა „იატაკქვეშ“ გაიმართება. ხმაურიანი და გრანდიოზული გამარჯვებები არ იქნება, მაგრამ სანქციები, რომლებიც რუსეთს ახშობს, უკანა პლანზე გადავა. ქვეყნის შიდა პოლიტიკა გამკაცრდება.

ახლო აღმოსავლეთში ისრაელი მიაღწევს თავის მიზნებს და სამხედრო პრობლემას სწრაფად მოაგვარებს. თუმცა კიდევ 20 წელი ამ კონფლიქტის ნაყოფის მიღება მოუწევს. შორეულ აღმოსავლეთში სიმშვიდეა, წელს არავინ იომებს. ჩინეთში მოხდება წმენდა და მმართველი ელიტის პოზიცია გაძლიერდება.

ევროპაში ორაზროვანი სიტუაცია იქნება – სადღაც სიმშვიდეა, სადღაც კრიტიკული სიტუაცია. საფრანგეთს და გერმანიას დიდი ცვლილებები ელოდება. ორივე სახელმწიფოზე გავლენას მოახდენს პლუტონის ტრანსფორმაცია, მოსალოდნელია დიდი პროტესტი. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, იტალია თავს მშვიდად და აყვავებულად იგრძნობს. ჩეხეთში ვითარება შეიძლება გართულდეს.

ინგლისზე უფრო ცუდად მხოლოდ ამერიკა იგრძნობს თავს. 2024 წელს არა მხოლოდ არჩევნებია (ისევ პლუტონის გავლენა, რომელიც ნიშნის საზღვრებს კვეთს), არამედ დაბნელებებიც ამერიკელებს გადაუვლის. ლევინი პროგნოზირებს დიდ ეკონომიკურ კრიზისს. ასევე პოლიტიკურ უთანხმოებას, რომელიც არჩევნების შემდეგ დაიწყება და 2027 წლამდე გაგრძელდება. ბევრი შიდა პროტესტი იქნება.

მიხეილ ლევინი: 2024 წელი და მწვანე დრაკონი

და მაინც, ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ასტროლოგი გვირჩევს, რომ 2024 წელი პოზიტიურად აღვიქვათ. საქმე იმაში არაა, რომ გლობალური კრიზისები პლანეტების მიერ შერბილდება. ამას ხელს უწყობს ამ წლის სიმბოლო, ხის მწვანე დრაკონი, რომელსაც მოაქვს ჰარმონია.

„ჩვენთან დრაკონი შიშისმომგვრელია, ხოლო აღმოსავლეთში სიცოცხლის და შემოქმედების სიმბოლოდ ითვლება“ – აღნიშნავს ასტროლოგი.

სწორედ ამიტომ, მომავალი რყევები კრეატიული და შემოქმედებითი ხალხისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გახდება. პირველ რიგში, მეწარმე ხალხისთვის – ვარსკვლავების ამჟამინდელი პოზიციებით სარგებელს ნამდვილად მიიღებენ.

მარტივი არ იქნება, მაგრამ თუ ექსპერტს დავუჯერებთ, 2024 წელი გახდება საფუძველი გლობალური ცვლილებებისთვის, რომელიც 2025 წელს ჩვენამდე მოაღწევს. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი ყველაფერ ძველს უკან მოიტოვებს. ამ ყველაფერმა უსიამოვნება რომ არ გამოიწვიოს, არ სცადოთ მისი დაკავება, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს. მიხეილ ლევინის 2024 წლის პროგნოზი გვაფრთხილებს და ამავდროულად შთაგვაგონებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს