გაზაფხული მოდის, დროა აირჩიოთ მოდური ვარცხნილობა მზიანი სეზონისთვის

0
46

ვარცხნილობაზე მოდა არც ისე სწრაფად იცვლება, მაგრამ ამ სფეროში ახალი ტრენდები ყოველწლიურად შეინიშნება. მათ შესახებ ვიგებთ არა მხოლოდ მოდის ჩვენებებზე, რომელთაც, სხვათა შორის, იშვიათად უყურებენ, არამედ ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივიდან და ვარსკვლავების სოციალური ქსელებიდან. არ დაელოდოთ, სანამ 2024 წლის ვარცხნილობები თქვენამდე მოაღწევს, არამედ ახლავე გადახედეთ მოკლე მიმოხილვას, რაც ყველა მოდის მიმდევარმა უნდა იცოდეს.

სტილისტების მიერ შემოთავაზებული ტენდენციების გარდა ანტიტრენდებსაც განვიხილავთ. უმეტესობა მათგანი ქმნის პროვინციულ იმიჯს, რომელიც მოდისგან შორსაა. ზოგიერთი ვარცხნილობა და დავარცხნის სტილი წარსულის გადმონაშთია, სულ მცირე 20 წლის მაინც, მაგრამ დღესაც გვხვდება. ამისთვის საკმარისია, ქუჩაში გაიაროთ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ. პირველ რიგში, 2024 წლის მოდურ ვარცხნილობებზე ვისაუბროთ.

ვარცხნილობები 2024 წელს: თმის შეჭრის რომელი ფორმა იქნება მეგაპოპულარული წელს

აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე საშუალო სიგრძის თმაზე ვარცხნილობები მოდურად ითვლება. ბევრს მიაჩნია, რომ მოკლე ვარცხნილობა ძალიან რადიკალური და თამამია. გრძელი თმა დიდ მოთმინებას და მოვლას მოითხოვს, თან ამისთვის გენეტიკა საკმარისი შეიძლება არ იყოს. აი, საშუალო სიგრძის თმა ყოველთვის ახალი და პრაქტიკულია.

პარიკმახერების საყვარელი ვარცხნილობა – კარე

დავიწყოთ უკვდავი კლასიკით. გრძელი კარე, კლასიკური კარე, ბობ–კარე, მოკლედ, ნებისმიერი კარე. რაღაც მოხდა ცხოვრებაში? კარე შეიჭერით! ქალებს იმდენად უყვართ ამ გზით სტილის განახლება, რომ კარე ჩვენი დროის ფოლკლორში შევიდა. გარდა იმისა, რომ ბევრ ქალს უხდება, ასევე იდეალურად გამოიყურება როგორც თხელ, ასევე სქელ თმაზე. ეს კი ბევრს ნიშნავს. ლაკონური, მარტივი მოსავლელი და ბევრისთვის ხელმისაწვდომი – ეს არ არის კლასიკა?

თუ დავარცხნაზე ვსაუბრობთ, ვარიანტი ბევრია. ტრენდულია მსუბუქი ხვეულები, რომელიც თხელ და სწორ თმას მოცულობას მატებს. თუ სქელი თმის ბედნიერი მფლობელი ხართ, კასკადი საუკეთესო ვარიანტია.

მოდის ბოლო კივილი – ასიმეტრია

ვერც წარმოიდგენთ, რამდენად მტკიცედ და დიდი ხნის განმავლობაში შემოვიდა გეომეტრია და ასიმეტრია მსოფლიო მოდაში. შეიძლება იყოს გლუვი, მკვეთრი, თამამი, მოკრძალებული. ეს შეიძლება იყოს ასიმეტრიული კარე, სადაც ერთი მხარე ყურთან მთავრდება, მეორე კი მხარს აღწევს. ასეთი ვარცხნილობის სირთულე იდეალურ დავარცხნაშია, რომ სხვადასხვა სიგრძის თმა ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს. მთლიანობაში, აბსოლუტურად ნებისმიერი ტიპის სახეს უხდება.

უფრო კაშკაშა ბუნების ადამიანებისთვის 2023 წლის ბოლოს და, ალბათ, მთელი 2024 წლის განმავლობაში მოდაში დაბრუნდა აგრესიული მალეტი. თან როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. ამ ვარცხნილობას ახასიათებს ძალიან მოკლე სწორი ან აჩეხილი წინამო და გრძელი თმა უკან. ვარიაცები შესაძლებელია. თუ წინამოს ძალიან დამოკლებისთვის მზად არ ხართ, გეომეტრიის დახმარებით საინტერესო კონცეფციები შეგიძლიათ შექმნათ. ახლა ტრენდულია.

ჯადოსნური პიქსი და მიმზიდველი გარსონი

მოკლე ვარცხნილობებში პიქსი ლიდერობს. მსუბუქი ბიჭური დაუდევრობა ძალიან უხდება თავდაჯერებულ ქალებს, რომლებსაც ახლახანს 30 წელი შეუსრულდათ. სტილისტები აფრთხილებენ 50 წლის ქალებს. სტილისტი ვლად ლისოვეცი თვლის, რომ პიქსი შეუფერებელია შუახნის ქალებისთვის. მათ უპირატესობა უნდა მიანიჭონ გრძელ ვარცხნილობებს, რომლებიც აკეთილშობილებენ სახის კონტურს. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სახის კონტური ფორმას კარგავს და ამის დამალვაში ლამაზად დავარცხნილი თმა დაგეხმარებათ.

იგივე ეხება ფრანგი ქალების საყვარელ ვარცხნილობას, გარსონს (რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მიმტანს). თუ წინამოს ერთ მხარეს გადაივარცხნით, მიმზიდველი, საკმაოდ მკაცრი სტილი გამოვა. ასეთი ვარცხნილობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა შარლიზ თერონს და ნატალი პორტმანს. დაუდევრად დავარცხნილი გარსონი სასეირნოდ ან საღამოს წვეულებისთვის შესაფერისია. მოკლედ, ვარიანტები არსებობს.

მეტი ფერი: ტრენდი საინტერესო შეღებვაზე

საბედნიეროდ, ვშორდებით ტოტალურ ნაცრისფერს, რომელიც საბჭოთა წარსულიდან მემკვიდრეობით შემოგვრჩა. ახლა კაშკაშა ფერებს ხშირად იყენებენ არა მხოლოდ ბებიები და მოზარდები, არამედ შუახნის ქალებიც. კონტრასტები და კაშკაშა კულულები სტილს მხიარულებას მატებს, ნაცრისფერი ყოველდღიურობის სიმძიმეს აქარვებს. სტილისტები დიდი პოზიტივით უდგებიან კაშკაშა გადაწყვეტილებებს. ეს ყოველთვის საინტერესოა. გაითვალისწინეთ, რომ შეღებილი თმის მოვლა უფრო რთულია.

თამამი შეღებვის ტრენდის გარდა, მოდაშია გლიტერი თმის ხაზის გასწვრივ ან გაყოფილ ზოლზე.  ყოველდღიურად პრაქტიკული ვარიანტი არაა, მაგრამ ფოტოგადაღებებისა თუ წვეულებებისთვის შესაფერისია.

ვარცხნილობები 2024 წელს: ანტიტრენდები

მივედით ამ წლის მწვავე თემამდე, კერძოდ: როგორი ვარცხნილობა გაიკეთოთ, რომ პროვინციელად არ ჩაგთვალონ. რამდენიმე შეცდომა მთელ სტილზე შთაბეჭდილებას აფუჭებს, მაგრამ ჩვენს კულტურაში მაინც მყარად დგას. ვარცხნილობები, რომლებიც მოდაში აღარაა.

მოცულობითი ნაჭრის თმის სამაგრი

დიახ, კოსმეტიკის განყოფილებაში ან სუპერმარკეტში მათ შეძენას შეძლებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდაშია. მოცულობით ნაჭრის თმის სამაგრებზე მოდა შორეულ 90–იან წლებში დარჩა. პირველ რიგში, ეს ეხება ჭრელ ფერებს, მაგრამ ხავერდის ლაკონური სამაგრიც ამ სიაში მოხვდა. თუმცა კვლავ პოპულარულია.

კაშკაშა ბუმბული

გახსოვთ შეღებვის ასეთი მეთოდი? მგონი, 2007 წელს იყო პოპულარული. ვერ ვიტყვით, რომ კოლორისტებს დაავიწყდათ, როგორ გააკეთონ. თუმცა სხვა საქმეა, რომ ზედმეტად ჭრელად გამოიყურება, თუ ფერებზე ვსაუბრობთ. თმის აქსესუარებს შორის შეგიძლიათ იპოვოთ ნატურალური ბუმბული, მაგრამ მასთანაც სიფრთხილე გმართებთ. დიდი ალბათობით, არ მოგიხდებათ, თუ ბოჰოს სტილი არ გაქვთ.

იდეალური კონა პოროლონზე

გახსოვთ სპეციალური პოროლონის რეზინები თმის კონად შესაკრავად? და ყველა სხვა წვრილმანი, რომელიც ეხმარებოდა არც ისე სქელი თმის მფლობელებს დიდებული და მრგვალი კონის შექმნაში? ეს წარსულშია. ასეთი მოცულობა ხელოვნურად გამოიყურება, თავად მეთოდი არის იმ კატეგორიიდან, რომელსაც იყენებდნენ ქალები მე–17 საუკუნეში, რომ პარიკი კარგად მორგებოდათ. ახლა მოდაშია დაუდევარი, სწრაფად შეკრული კონა ასიმეტრიული კულულებით. მსუბუქი დაუდევრობა სერიოზულად დამკვიდრდა მოდის ტენდენციებში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. სტილს ბუნებრიობას მატებს.

ბევრი ლაქი

გაქვავებული თმა, რომელზეც შეხებაც საშიშია, 60–იანი წლების გოგონების ატრიბუტია. დიდხანს გაგრძელდა, რადგან ლაქი ძალიან მოსახერხებელია, როცა ვარცხნილობის შენარჩუნება გვჭირდება. მაგრამ თანდათან ვშორდებით არაბუნებრივს და პლასტიკურს, რაც ნიშნავს, რომ თმის ლაქი ძლიერი ფიქსაციით წარსულში უნდა დარჩეს.

უსიცოცხლო გრძელი თმა

ეს არ არის პროვინციელი გოგოს ატრიბუტი, მაგრამ ბევრი გოგო დროის ან გემოვნების ნაკლებობის გამო ამით სცოდავს. პირველ რიგში, ესაა გრძელი დალალი. კარგია, თუ შეკრულია, მაგრამ როცა ქარის დაბერვისას სხვადასხვა მიმართულებით იწეწება, ამაში ნაკლები ესთეტიკაა. გრძელ თმას ყოველდღიური მოვლა სჭირდება. სამწუხაროდ, თუ ვინმეს შეუძლია თმა გაიზარდოს, ყველას არ აქვს დრო, მასზე იზრუნოს. ასე ვიღებთ თმას, რომელიც მთელ ყურადღებას იპყრობს, რომელიც იშვიათად არის ჯანსაღი.

იტალიაში ამბობენ: მოსაწესრიგებლად საკმარისია ქალმა დაიბანოს თავი და დაივარცხნოს თმა. ნამდვილად, მხოლოდ ჯანსაღი თმა რა ღირს! მაშინვე კარგ შთაბეჭდილებას ქმნის. თუ ახალი ვარცხნილობით და მოდური დავარცხნით შეავსებთ, ისევე მიიპყრობს ხალხის ყურადღებას, როგორც ბრილიანტის სამკაული.