ნიშნები, რომლებიც ყვირის, რომ თქვენ წინაშე დაბალი თვითშეფასების მქონე ქალია

0
143

ამბობენ, რომ ყველაზე მეტად მომთმენი ქალის რისხვის უნდა გეშინოდეს. ამას არ ვეთანხმები, რადგან რისხვა ძალიან გულწრფელი ემოციაა. არა ყოველთვის გონივრული და შესაბამისი, მაგრამ გულახდილი. უფრო მაშინებს მერყევი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი. მერყევი ქალი შეიძლება იყოს უფრო დამანგრეველი, მზად ნებისმიერი სისაძაგლისთვის. მიზეზია დაბალი თვითშეფასება. მძიმე შემთხვევაში, ასეთი ქალი ანგრევს სხვის ბედს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს მის წინააღმდეგ მოქმედებს.

ზოგი ფიქრობს, რომ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი საბრალო და უბედური მსხვერპლია. ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ ყველაფერი პირიქითაა. სისუსტის და თავდაუჯერებლობის დასამალად ასეთი ქალი პასიურ ან საკმაოდ აქტიურ აგრესიას მიმართავს. საუკეთესო დაცვა ხომ თავდასხმაა! რამდენიმე ნიშანი ააშკარავებს, რომ თქვენი დაქალი, კოლეგა ან ნაცნობი ღრმად დაკომპლექსებული ადამიანია.

რას იწვევს საკუთარ თავში დაურწმუნებლობა?

ვიღაც მელოტი, დიდმუცლიანი კაცი სარკეში ჩახედვისას იფიქრებს: „სიმპათიური!“ წავა და გააგრძელებს კარგი თვითშეფასების დემონსტრირებას. რას იფიქრებს მერყევი ქალი? „უნდა დავიკლო!“ და დაიწყებს მტანჯველ დიეტას მამოტივირებელი ვარჯიშების თანხლებით, რომ უფრო მოხდენილი გახდეს. ის ქალიც, რომელსაც გასახდომი არაფერი აქვს. გარდა იმისა, რომ თავად დაიტანჯება დიეტით და იოცნებებს ნამცხვრებზე, სხვებსაც უფლებას არ მისცემს, ეს ნამცხვრები ჭამოს, დაადანაშაულებს სუსტ ნებაში, ჭარბ წონაში და სიმახინჯეში. ასე ვლინდება ადამიანის თავდაუჯერებლობა.

ასეთ ხალხს აუცილებლად შეხვდებით სკოლაში და უნივერსიტეტში, ქუჩაში, სამსახურში. მოზარდობის ასაკში მარტივად ვლინდება, ბულინგის სახით. ბავშვები ხშირად მიმართავენ ამ ინსტრუმენტს, რომ იპოვონ გოგო ან ბიჭი, რომელზეც დაამტკიცებენ მათ უპირატესობას და დამალავენ ნაკლოვანებებს. სანამ ერთს ლაფში სვრიან, სხვების პრობლემები შეუმჩნეველი რჩება. მოზარდობის პერიოდში სქემა შვეიცარიული საათივით მუშაობს! რა ხდება, როცა ბავშვები იზრდებიან?

უმეტესობა მათგანი ივიწყებს კომპლექსებს, როგორც ძველ ტანსაცმელს! როცა ეს არ ხდება, წამლავენ სხვების ცხოვრებას, თან ინფექციასავით ვრცელდება საზოგადოებაში. ამიტომაც მათი დროულად ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მერყევი ადამიანი: 5 ნიშანი

მამრისთვის ბრძოლა

არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ქალების კონკურენცია შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე მამაკაცების. მენდეთ, მერყევი ქალი ნებისმიერი სისაძაგლისთვის მზადაა. ალბათ, იმიტომ, რომ ქალები მუშტებით საქმის მოგვარებას მიჩვეული არ არიან. ამის ნაცვლად მიმართავენ მანიპულაციებს, რომლებიც არანაკლებ სამწუხარო შედეგებს იწვევს. მამაკაცის ყურადღებისთვის ბრძოლა და კონკურენცია აშკარა ნიშანია, რომ თქვენ წინაშე არის დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი.

ქალების კომპანიაში მისი ქცევა ნორმალურია, მაგრამ როგორც კი მიმზიდველი მამაკაცი გამოჩნდება, საქმე წასულია. მთელ ძალისხმევას გაიღებს, რომ მისი ყურადღება მიიპყროს და კონკურენტები დაჩრდილოს. ეს შეიძლება იყოს შეუსაბამო კომენტარი, რომელიც მეგობარს უხერხულობაში ჩააგდებს. ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ვიღაცას ფრჩხილი მოტყდა ან თმა აეწეწა. შეიძლება იყოს აშკარად გულსატკენი ხუმრობა, რომელიც სხვის გარეგნობას ან ქცევას დასცინის.

გარეგნობით შეპყრობა

ერთია, როცა ქალი საკუთარ თავზე ზრუნავს, მეორე, როცა თმას ან მაკიაჟს ყოველ 30 წუთში შეპყრობილივით ისწორებს. სურვილი ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდე საკუთარი თავისადმი სიყვარულზე არ საუბრობს, უფრო პირიქით. ეს ხდება, როცა ადამიანი საკუთარ თავს უფლებას არ აძლევს, რომ არასრულყოფილი (ანუ ნორმალური) იყოს. რაც მთავარია, ბევრად უფრო ძვირფას ნივთებს სწირავს.

მაგალითად, ცოტა აქცევს ყურადღებას, რომ სადღაც რუჟი ან ტუჩსაცხი წაიშალა. თუმცა ყველა მიაქცევს ყურადღებას, თუ ამისთვის საუბარს შეწყვეტთ, სარკეს ამოიღებთ, მაკიაჟს შეისწორებთ. მაგალითად, დაუგეგმავად ან დაგეგმილად სანაპიროზე წადით, მაგრამ ფეხები მხოლოდ 3 დღის წინ გაიპარსეთ. ახლა სიცხის მიუხედავად ტანსაცმელს არ იხდით, სანამ მეგობრები ტალღებში ერთობიან. სამაგიეროდ, ვერავინ დაინახავს თქვენს გაუპარსავ ფეხებს.

მუდმივად სხვების გაკიცხვა

თუ დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი საკუთარ თავს ერთ დამატებით კალორიას ვერ პატიობს, თუ საკუთარ თავს ნებისმიერი დაუდევრობისთვის საყვედურობს, თუ რცხვენია ყოველი აკნეს და ნაოჭის, დარწმუნებული იყავით, რომ ორმაგად მოითხოვს სხვებისგან.

გაკიცხავს ყველას, ვინც მის მიერ გამოგონილი სტანდარტები არ გაითვალისწინა. ასეთი კოლეგა ან კურსელი პირველი შეამჩნევს, რომ ვიღაცამ თავი არ დაიბანა ან გუშინდელი ტანსაცმლით მოვიდა. რატომ? რადგან პანიკურად ეშინია მსგავს სიტუაციაში მოხვედრის და ფიქრობს, რომ მასაც ასე გაკიცხავენ. ირონია იმაშია, რომ მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ნაკლებად აღელვებთ, რას ლაპარაკობენ მათზე სხვები. ზოგს ართობს კიდეც.

არაჯანსაღი ურთიერთობა

კიდევ ერთი წითელი დროშა – პარტნიორი, რომლის ქცევა ყველა ზღვარს გადადის. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ბევრ შურიან ქალს ოჯახში ძალიან შეუსაბამო როლი აქვს. ვინაიდან გულის სიღრმეში არ თვლის საკუთარ თავს მეტის ღირსად ან მსგავსი არაჯანსაღი სტანდარტების მქონე ადამიანს პოულობს. გამოდის, თუნდაც სიმპათიური მამაკაცი მილიონერი იყოს, შეიძლება იყოს გულგრილი ან დამოკიდებული ადამიანი სადისტური მიდრეკილებებით. აბიუზერის მსხვერპლი ხშირად ხდება დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი, რომელიც სხვებს ასე მოქცევის უფლებას აძლევს.

გაბრაზებული კომენტარები სოციალურ ქსელში

პირისპირ შეხვედრისას ყველა თავაზიანი და გამგებიანია, მაგრამ სოციალურ ქსელებთან მარტო დარჩენისას ზოგი უბრალოდ გიჟდება. ვიღაც ბლოგერმა ტუჩები დაიბერა? აუცილებლად ამის შესახებ კრიტიკული კომენტარი უნდა დაწეროს (თითქოს ბლოგერმა მისი ტუჩების ზომა არ იცის).

ყველაზე შხამიან ქალებს უმაღლესისადმი მიმართვა უყვართ. ბუნებრივი სილამაზის, ოჯახური ღირებულებების, ჯანმრთელობის და ნებისმიერი წმინდა თემის გამოყენება, რომ სხვის ხარჯზე დამკვიდრება შეძლოს. რატომ აკეთებენ ამას? ეს ორთქლის გამოშვებას ჰგავს: „აი, მე ასეთი არ ვარ, უკეთესი ვარ“

ავადმყოფური ეჭვიანობა და თავდაუჯერებლობა

და, რა თქმა უნდა, ეჭვიანობა. ეჭვიანობა ურთიერთობის საკმაოდ სახიფათო მხარეა. მისი არარსებობა გულგრილობაში არ აგერიოთ. აი, მისი არსებობა ერთ–ერთი პარტნიორის დაბალ თვითშეფასებაზე საუბრობს. თუ ქალი (ან მამაკაცი) ვინმეზე ეჭვიანობს, საგანგაშო სიგნალია. ეჭვიანობა თითქმის ყოველთვის საუბრობს კომპლექსზე ან თავისი უპირატესობის დამტკიცების სურვილზე.

თუ დაქალმა შეწყვიტა თქვენთან მეგობრობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა შეყვარებულმა თავაზიანი კომპლიმენტი გითხრათ ან ქუჩაში მოგესალმათ, გამოდის, ასეთი მეგობარი არც გჭირდებათ.

თვითშეფასებაზე მუშაობა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ ღირს. როგორც კი, კომპლექსებს მოიშორებთ, ფრთები გამოჩნდება. როგორც კი, ეს მოხდება, ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგაფასებენ ნამდვილი თვისებების და არა რაღაც სტანდარტების გამო.

ძვირფასო ქალებო, მოდით, არ გადავიქცეთ მიგერად, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ჭორების მოსმენის გვეშინია. მოდით, საკუთარ თავს უფლება მივცეთ მაღაზიაში გავიდეთ უმაკიაჟოდ, რომელსაც საათობით წასმა სჭირდება. მოდით, ზოგჯერ უფრო მეტად დავაფასოთ მეგობრებთან ერთად გატარებული დრო, ვიდრე ანარეკლი სარკეში. მოდით, ერთმანეთის მიმართ მეტად კეთილგანწყობილი ვიყოთ.