შვედეთის უჩვეულო კანონები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ – რა არის აკრძალული

0
63

იცით, რატომ არ აქვთ უფლება შვედეთის მოქალაქეებს შეღებონ სახლი ან იყოლიონ ზღვის გოჭი? პაპარაცი გიზიარებთ ამ ქვეყნის 5 ყველაზე საინტერესო კანონს. გიამბობთ, რისი გაკეთება არ შეიძლება შვედეთში, თუ არ გსურთ ჯარიმის გადახდა.

ბევრს ეს კანონები სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ თითოეულ მათგანში არის ლოგიკა. მოდით, დეტალურად განვიხილოთ და გავიგოთ, რა მიზეზით შეიძლება მოხვდეთ ციხეში ისეთ ქვეყანაში, როგორიც შვედეთია.

რისი გაკეთება არ შეიძლება შვედეთში: 5 კანონი

ბავშვისთვის სახელი იკეას დარქმევა

ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებმა უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურს ბავშვის სახელის რეგისტრაციისთვის. ბავშვს ვერ დაარქმევთ ნებისმიერ სახელს, რომელიც მოგწონთ. სახელი არ უნდა უქმნიდეს დისკომფორტს ადამიანს, რომელიც მას ატარებს. ასევე სხვებისთვის შეურაცხმყოფელი ან უადგილო არ უნდა იყოს. შვედეთში ხშირად უარყოფენ ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა ლუციფერი, იკეა, სუპერმენი და ა.შ.

სახლის გადაღებვა

შვედებმა სახლის სხვა ფერში შეღებვის სურვილის შემთხვევაში სპეციალურ ორგანოებს უნდა მიმართონ ნებართვის ასაღებად. ასეთი ზომები მიღებულია რეგიონის ვიზუალური ერთგვაროვნებისა და ესთეტიკის შესანარჩუნებლად. კანონი არ ვრცელდება მესაკუთრეებზე, რომელთა სახლი მდებარეობის სხვებისგან შორს (მაგალითად, ტყეში).

ალკოჰოლის სუპერმარკეტში შეძენა

ყველა სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 3,5%–ზე მეტია, შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ Systembolaget–ის ქსელის სპეციალიზებულ მაღაზიებში. სხვათა შორის, საღამოობით და კვირაობით მაღაზია დაკეტილია. ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში მხოლოდ დაბალალკოჰოლური სასმლის შეძენას შეძლებთ (მაგალითად, სიდრი),

სახლში ერთი ზღვის გოჭის ყოლა

ცნობილია, რომ ზღვის გოჭი სოციალური ცხოველია. მარტოობაში თავს ცუდად გრძნობს. სწორედ ამიტომ, შვედეთის კანონის თანახმად, სახლში მინიმუმ 2 ზღვის გოჭი უნდა გყავდეთ. ეს ეხება სხვა ცხოველებსაც, რომელთაც მეწყვილე სჭირდებათ.

საკვების ნარჩენების გადაყრა

კანონი რომ არ დაარღვიონ, შვედეთში საკვების ნარჩენებს ცალკე აგროვებენ და შემდეგ სპეციალურ კონტეინერებში აგზავნიან. საკვების ნარჩენებს ქარხანაში ამუშავებენ და შედეგად იღებენ ბიოგაზს და ბიოსასუქს.

სიტყვაზე, ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს მოეთხოვებათ სხვა სახის ნარჩენების დახარისხებაც. ეს კეთდება ყველა შესაძლო რესურსის ხელმეორედ გამოყენებისთვის და ეკოლოგიის შესანარჩუნებლად, რაც ჩვენ დროში ძალიან მნიშვნელოვანია.