კოსმეტოლოგმა მასწავლა, როგორ მოვიშორო სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები კანზე

0
97

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები არის ერთგვარი ბადე ან ქსელი კანზე, რომელიც სისხლით სავსე კაპილარების გაფართოების გამო წარმოიქმნება. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები ხშირად ჩნდება ფეხებზე, თუმცა სახეზეც შეიძლება ჩამოყალიბდეს.

ექიმის თქმით, კანზე ვენური ქსელის მოშორება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. მხოლოდ ეს ეხება დაავადების ადრეულ სტადიას. თუ მსგავსი ვარსკვლავები რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მათი მოშორება შეუძლებელია.

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები: როგორ მოვიშოროთ

მარილის მიღება შეზღუდეთ

სპეციალისტები გირჩევთ, რომ მარილის მიღება შეზღუდოთ, თუ კანზე ვენური ქსელი გაქვთ. ასე მოიშორებთ შეშუპებას, რომელიც კაპილარების გაფართოებას თან ახლავს.

დიეტა დაიცავით

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების მოსაშორებლად მენიუში უჯრედისის რაოდენობა გაზარდეთ. მთელი მარცვლეულის პროდუქტები, ქატოს შემცველი პროდუქტები თქვენი რაციონის ნაწილი უნდა გახდეს. მიირთვით ბევრი ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ანტიოქსიდანტებით მდიდარია.

მოძრაობის მნიშვნელობა გახსოვდეთ

არ ვსაუბრობთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვაზე. საღამოს 40 წუთიანი სეირნობაც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ეს ვენური ქსელის მოსაშორებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

ეთერზეთების გამოყენება

ნატურალური ეთერზეთების გამოყენებით შეგიძლიათ სწრაფად მოიშოროთ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები ადრეულ ეტაპზე. გამოგადგებათ სხვადასხვა არომატი: ჩაის ხე, ლავანდა, ნემსიწვერა, ასევე ლიმონურა. ერთ–ერთი ზეთით დაიმასაჟეთ პრობლემური ზონები, სადაც ვენური ქსელი წარმოიქმნა. წინასწარ აუცილებლად შეამოწმეთ, როგორ რეაგირებს თქვენი კანი ასეთ პროდუქტზე, ხომ არ გაქვთ მასზე ალერგია.

ძმრის გამოყენება

ვაშლის ძმარი ცნობილია იმით, რომ ხელს უწყობს ქსოვილებს შორის სითხის გაცვლის გაუმჯობესებას და სისხლძარღვოვანი ქსელების რაოდენობის შემცირებას. ნატურალური ქსოვილი ძმარში დაასველეთ, შემდეგ პრობლემურ ზონაზე დაიფინეთ. 20 წუთის შემდეგ კანი თბილი გამდინარე წყლით დაიბანეთ.

გახსოვდეთ, ზემოთ მოცემული მეთოდები შედეგის მომცემია მხოლოდ ვენური ქსელის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე. გამოყენებამდე ექიმს აუცილებლად მიმართეთ. მსგავსი ხალხური პროცედურები მხოლოდ ექიმის კონსულტანციის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ.