სახიფათო ხუთეული – რომელი მცენარის გაზრდა არ შეიძლება ნაკვეთზე

765

ყველა მცენარე ბაღში გასაშენებლად შესაფერისი არაა. ზოგიერთი ყვავილის და ბუჩქის დარგვის იდეაზე უარი უნდა თქვათ. მათი ლამაზი გარეგნობა არ ღირს იმ ნეგატიურ შედეგად, რომელიც მებაღეებს ელით. პაპარაცი გიამბობთ, რომელი მცენარეების გაზრდა არ შეიძლება ნაკვეთზე.

ამ სიაში მოცემული მცენარეების დარგვის იდეაზე უარის თქმით დაზოგავთ ნერვებს და შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას მეზობლებთან. არის ისეთი ნარგავები, რომელიც მეზობელ ნაკვეთსაც აზიანებს.

რომელი მცენარის გაზრდა არ შეიძლება ბაღში: ტოპ 5

მონტბრეცია

დახვეწილი მცენარე, რომელიც გარეგნულად გლადიოლუსს ჰგავს, ძალიან სწრაფად ვრცელდება. მონტბრეციას შეუძლია უმოკლეს დროში მკვრივი მტევანი ჩამოაყალიბოს. მისი მოშორება მარტივი ამოცანა არაა. ამის გამო მონტბრეცია ადგილობრივ მცენარეებს ზრდაში ასწრებს და ნაკვეთის ბიომრავალფეროვნებას ამცირებს.

ლეილანდის კვიპაროზი

ლეილანდია მარადმწვანე ხეა, რომელსაც სწრაფი ზრდა ახასიათებს. ხშირად ეს მცენარე სხვა სახეობებს სინათლეს უჩრდილავს. სინათლის დეფიციტის გამო დანარჩენი ნარგავები (მეზობლის მცენარეებიც) ზარალდება. ამის თავიდან ასაცილებლად კვიპაროზი რეგულარულად უნდა გასხლათ.

ალუბლის დაფნა

ამ ბუჩქს შეუძლია უმოკლეს დროში შეუღწევადი ამონაყარის ფორმირება. სწრაფი ზრდა და სისქე ნამდვილი მტერია მცირე ზომის ბაღისთვის. ამ მცენარის ორგანიზმში შეღწევა არ უნდა დაუშვათ. ტოქსიკურია როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის.

ჩვეულებრივი ბამბუკი

ზოგი მებაღე ჩვეულებრივ ბამბუკს რგავს, რომ ნაკვეთს ეგზოტიკის ნოტები შემატოს. მოგვიანებით კი ამ გადაწყვეტილებას ძალიან ნანობს. ბამბუკს სჭირდება ძალიან ფრთხილი მოვლა და ზრდის მუდმივი კონტროლი. მისი ფესვების სისტემა აგრესიულია. წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდება და ამით სხვა მცენარეებს აზიანებს.

შქერი

ლამაზი გარეგნობის გამო ამ მცენარეს ხშირად ირჩევენ ბაღში დასარგავად. თუმცა შქერის სილამაზე ერთადერთი უპირატესობაა. გაითვალისწინეთ, რომ მას შეუძლია გამოყოს ნივთიერება, რომელიც სხვა ნარგავების ზრდას აფერხებს.

თუ ლამაზი ბაღის ქონა გსურთ, ამ მცენარეების დარგვას თავი აარიდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს