6 სისუსტე, რომლის გამოც თქვენი ცხოვრება იდეალური არაა

0
258

ცხოვრება სავსეა ბედნიერების და წარმატების შესაძლებლობებით, მაგრამ ზოგჯერ თავად ვქმნით ბარიერებს, რომლებიც ბედნიერებით სრულად ტკბობაში ხელს გვიშლის. პაპარაცი გიზიარებთ უბედური ხალხის ჩვევებს, რომლებიც ცხოვრებას ანადგურებს. დაფიქრდით, ხომ არ გაქვთ ასეთი ჩვევები. იქნებ, მათი მოშორების დროა?

უბედური ხალხის ჩვევები: 6 სისუსტე, რომლის გამოც თქვენი ცხოვრება იდეალური არაა

უმიზნო ცხოვრება

მკაფიოდ ფორმირებული მიზნის გარეშე ცხოვრებით დინების მიმართულებით მოცურავე ფოთლად გადაიქცევით. მიზნების დასახვა ჩვენს ცხოვრებას აძლევს მიმართულებას, მოქმედების სტიმულს და კმაყოფილების განცდას გვიქმნის. მაგალითად, ახალი ენის შესწავლა ან რაღაც უნარის ათვისება გადაწყვიტეთ. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე სრულყოფილებით თქვენი ცხოვრება ნათელი და სავსე ხდება.

საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოქმედება ვინმეს სასარგებლოდ

ძალიან ხშირად საკუთარ გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს სხვების მოლოდინის შესაბამისად ვცვლით. ამ ჩვევამ თვითკმარობის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს. გაიხსენეთ მომენტები, როცა რაღაც გააკეთეთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ასე სურდათ. ყოველთვის საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „მინდა ეს ნამდვილად?“ განავითარეთ თქვენი უნიკალურობა და ნამდვილ თავისუფლებას იგრძნობთ.

სიცრუეში ცხოვრება

ტყუილი მძიმე ტვირთია, რომელსაც უბედური ადამიანები თან ატარებენ. გამოაშკარავების შიშმა მეორე პიროვნების ჩამოყალიბება შეიძლება გამოიწვიოს. პრობლემები იწყება, როცა რეალობას გამოგონილისგან ვეღარ ვარჩევთ. მოიშორეთ ეს ტვირთი, იყავით გულახდილი საკუთარი თავის და სხვების მიმართ.

საკუთარი დაღლილობის უგულებელყოფა

თანამედროვე ცხოვრების ტემპი გვაიძულებს სამუშაოში ჩავიძიროთ და დაღლილობის სიგნალებს ყურადღება არ მივაქციოთ. გაიხსენეთ, ბოლოს როდის მიეცით საკუთარ თავს უბრალოდ დასვენების შესაძლებლობა. დაფიქრდით, თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ეს ბედნიერების მნიშვნელოვანი ასპექტებია.

ტელეფონით დაძინება და გაღვიძება

გაჯეტის ეკრანი უძილობის და სტრესის სამყაროში კარიბჭე შეიძლება გახდეს. ტელეფონით ხელში დაძინების ნაცვლად შექმენით საკუთარი რიტუალი ძილის წინ დასამშვიდებლად. წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას ან მედიტაციას მიმართეთ. გაიღვიძეთ ახალი დღის შესახებ ფიქრებით და არა აკვიატებული ამბებით სოციალური ქსელებიდან და სურვილით, არასდროს ადგეთ საწოლიდან.

გაღვიძებისთანავე ვირტუალურ სამყაროში ჩაძირვა თქვენი ემოციური კეთილდღეობისთვის დესტრუქციული შეიძლება აღმოჩნდეს. გაღვიძებისთანავე სოციალურ ქსელებში შესვლის ნაცვლად რეალურ დღეზე განეწყვეთ, დილის სასიამოვნო მომენტები დააფასეთ და პოზიტიური ჩვევები შექმენით. გახსენით ფანჯარა და ისიამოვნეთ სუფთა ჰაერით, ივარჯიშეთ, სანამ გაჯეტების სამყაროში ჩაიძირებით.

იცხოვრო იმედებით, მაგრამ არაფერი გააკეთოთ

ოცნებები და იმედები კარგია, მაგრამ როცა ფანტაზიის სამყაროში რჩება, იმედგაცრუების წყარო ხდება. მოქმედება რეალობას ქმნის. თქვენი ცხოვრების რეჟისორის როლი მოირგეთ და თქვენი პირადი ბედნიერების გადაღება დაიწყეთ.

გაანალიზეთ თქვენი ოცნებები. რისი მიღწევა გსურთ სინამდვილეში? რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ამის მისაღწევად? მაგალითად, თუ თქვენი ოცნებაა კარიერული წარმატება, განსაზღვრეთ კონკრეტული ნაბიჯები პროფესიული ზრდისთვის, განათლების ან ახალი სამუშაოს საპოვნელად.

თუ ზემოთ მოცემული რომელიმე ჩვევა თქვენც გახასიათებთ, გახსოვდეთ, რომ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ. ძალა გაქვთ, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახდეთ. მთავარია, მოინდომოთ და ძალიან ეცადოთ!