უპრეცედენტო სამედიცინო შემთხვევა: ტყუპი გოგონები 87-დღიანი განსხვავებით დაიბადნენ

140

ხანდახან, საკუთარ აზრზე უნდა დარჩე, რაც არ უნდა გითხრან, თუნდაც თავად ბუნება გეწინააღმდეგებოდეთ. სასწაულები ხდება, თუმცა, ჩვენც მათი მონაწილეები ვართ ხოლმე. ნებისმიერ ზღაპარშია სიმართლის მარცვალი, რადგან ზეციური ძალები აჯილდოვებენ მათ, ვინც იმედიანად იბრძვის და სწამს.

ტყუპ კეტისა და ემის, თითქოს, დაბადების უმცირესი შანსიც კი არ ჰქონდათ. ბუნების კანონები და საღი აზრი დედას ანიშნებდა, რომ ისინი დედის მუცელში უნდა დაღუპულიყვნენ, თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა. ისინი 87-დღიანი განსხვავებით დაიბადნენ, თუმცა სკოლაში უკვე ერთად წავიდნენ.

მათი დედა, მარია, ამ მომენტამდე ვერ ითმენდა. თავიდან ქალს ეშინოდა, რომ შვილებს ცოცხალს ვერ იხილავდა.

ემი, პირველი ტყუპი, ვადამდე 4 თვით ადრე დაიბადა. ერთ მშვენიერ დღეს მარიას ძლიერი კუმშვები დაეწყო, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლებოდა. ექიმებმა ქალი საგანგებოდ ამშობიარეს, თუმცა მეორე ბავშვი ისევ მუცელში დარჩა.

პირველი გოგონა სულ 26 კვირისა იყო, თუმცა, იგი სასწაულებრივად გადარჩა. კეტი 87 დღის შემდეგ დაიბადა, რაც ბავშვების გინესის რეკორდების წიგნში შეტანის მიზეზი გახდა. მათ მოხსნეს პენსილვანიელი ტყუპებბის, ჰანასა და ერიკის რეკორდი, რომლებიც 84-დღიანი განსხვავებით მოევლინენ სამყაროს.

-“მესმის, რომ ყველა დედისთვის თავისი შვილი განსაკუთრებულია. თუმცა ჩემთვის მათი სკოლაში წასვლის დღე დაუვიწყარია, რადგან მეგონა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა. 

როცა სვადმყოფოში ჭინთვებით მიმიყვანეს, ექიმებმა მაშინვე მითხრეს, რომ ბავშვების გადარჩენის ალბათობა მიზერული იყო. თუმცა, მათი სიცოცხლის წყურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ექიმების პროგნოზი არ გამართლდა.” – ყვება მარია.

2012 წლის მაისში, როცა მარიას ძლიერი კუმშვები დაეწყო: “ექიმს დავურეკე და მითხრა, რომ საავადმყოფოში დაუყოვნებლივ უნდა მივსულიყავი. მცირე გამოკვლევების შემდეგ, ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვები დაიღუპებოდნენ. მე და ჩემი ქმარი, კრისი, ბავშვებივით ავტირდით, თუმცა პატარების სიცოცხლისთვის ბრძოლა გადავწყვიტეთ. კუმშვები ორი დღე მაწუხებდა და როგორც იქნა, ემი გავაჩინე.” – იხსნებს ქალი.

გოგონა ნაადრევად დაიბადა, მხოლოდ 600 გრამს იწონიდა და სრულიად არასიცოცხლისუნარიანს ჰგავდა. ექიმებმა მაშინვე მოათავსეს იგი ინკუბატორში და მასზე 24-საათიანი დაკვირვება დააწესეს. წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდებოდათ, როცა მშობიარეს ჭინთვები შეუწყდა. აკუშერ დევიდს, თავისი ხანგრძლივი პრაქტიკის მანძილზე, ასეთი რამ არასდროს უნახავს.

-“რამდენიმე დღე პალატაში ვიწექი და ჯერ კიდევ ორსულად ვიყავი. 4 დღეში მითხრეს: “გოგონა იცოცხლებს.” როცა იგი პირველად დავინახე, მომეჩვენა, რომ მასზე უფრო პატარა ბავშვი ჯერ არ მინახავს. მუცელზე ხელი დავიდე და ვთქვი, რომ ჩემი გოგონები ერთად იქნებოდნენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა!” – გვიზიარებს მარია.

27 აგვისტოს, ფეხმძიმობის 36-ე კვირას, მარიამ კეტი გააჩინა. გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2.3 კგ-ს იწონიდა. “მახსოვს, როცა პირველად ავიყვანე კეტი ხელში. მედდა მოვიდა და მითხრა, რომ იგი სრულიად ჯანმრთელი იყო. მაშინ ამეტირა – ეს შვების ცრემლები იყო. ჩვენ გოგონა ინკუბატორში, მის დასთან მოვათავსეთ. როგორც იქნა, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს…” – ამბობს ტყუპების დედა.

მხოლოდ 1 წელიწადში, ემი კეტის განვითარებაში უკვე აღარ ჩამორჩებოდა და მათ უკვე ვეღარ გაარჩევდით. გასაოცარია, რომ ტყუპები დაბადების დღეს არამხოლოდ სხვადასხვა დღეს, არამედ ორი თვის განსხვავებით აღნიშნავენ. ემი, უფროსი გოგონა, საჩუქრებს ივნისში, ხოლო კეტი – აგვისტოში იღებს.

მიუხედავად ყველა ამ უსიამოვნებისა, გოგონები აბსოლუტურად ჯანმრთელები და სიცოცხლისუნარიანები არიან. ემი წარმატებას აღწევს ინგლისურ ენაში, ხოლო კეტის მათემატიკა უყვარს.

ექიმები ამბობენ, რომ ტყუპების ასეთი ინტერვალიანი დაბადება ნამდვილი სასწაულია. მედიცინაში სულ რამდენიმე მსგავსი შემთხვევაა ცნობილი. ვფიქრობ, პატარებს მათი დედის სასწულმოქმედი რწმენა დაეხმარა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს