მარტივი და ხელმისაწვდომი ვარჯიში ორმაგი ნიკაპის სამუდამოდ მოსაშორებლად

0
245

ორმაგი ნიკაპი პრობლემაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ებრძვის. ეს უსიამოვნო ნაკეცი სახესა და ყელს შორის ხშირად ლოკალური ცხიმგროვაა. ორმაგი ნიკაპი გარეგნობაზე უარყოფითად მოქმედებს. ადამიანს უფრო აბერებს, ვიდრე გამობერილი მუცელი. ქალები ამ ნაკეცის მოსაშორებლად მიმართავენ სხვადასხვა რადიკალურ ზომას, მათ შორის ქირურგიას. საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადასაჭრელად გაცილებით მარტივი გზა არსებობს.

ორმაგი ნიკაპი და როგორ მოვიშოროთ

პრობლემის არსი

როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე ხშირად ორმაგი ნიკაპი წონის მატების გამო ჩნდება. იშვიათი არაა სიტუაცია, როცა ადამიანს მოხდენილი ფორმები აქვს, მაგრამ სახესა და ყელს შორის ნაკეცი უკვე ჩამოყალიბებულია. ყველაფერი იმიტომ, რომ ცხიმი ნიკაპის არეში უფრო სწრაფად გროვდება, ვიდრე სახის სხვა ნაწილზე.

თავისთავად, ორმაგი ნიკაპი ადამიანს ხელს არ უშლის. თუმცა გარეგნობას კარდინალურად ცვლის! ამერიკელი ექიმების მიერ ჩატარებულმა კვლევამ უიმედო შედეგი გამოიღო. აღმოჩნდა, რომ ორმაგი ნიკაპი მფლობელს მთელი 7 წლით აბერებს.

პრობლემის აღმოფხვრა

რატომღაც ბევრი თვლის, რომ ორმაგი ნიკაპის მოშორება შეუძლებელია პლასტიკური ქირურგიის ჩარევის გარეშე. სინამდვილეში, კარგ სპეციალისტს ცხიმგროვის მოშორება ერთი ოპერაციით შეუძლია. მაგრამ ასე გაუმართლებთ ქალებს, რომელთა კანს და კუნთებს ბუნებრივი ელასტიურობა დაკარგული არ აქვთ.

სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ორმაგი ნიკაპი კომბინირებულია მოდუნებულ კუნთებთან და სახის კანის დაკარგულ ტონუსთან. ამ შემთხვევაში პაციენტს მხოლოდ სახის დაჭიმვა დაეხმარება. თაღლითები ირწმუნებიან, რომ მხოლოდ ნიკაპის ზონის დაჭიმვა საკმარისია. სამწუხაროდ, ნამდვილმა ექიმებმა იციან, რომ ასეთი ოპერაცია მხოლოდ ზიანის მომტანია.

მარტივი ჩარევა

საბედნიეროდ, ორმაგი ნიკაპის მოშორების არაინვაზიური მეთოდი არსებობს. დიახ, მყისიერ შედეგს არ მოგცემთ, როგორც ქირურგიული ჩარევისას. მაგრამ ოპერაციები საჭირო არაა. უბრალოდ ყოველდღე უნდა შეასრულოთ ორი მარტივი და საკმაოდ სასარგებლო ვარჯიში.

პირველი ვარჯიშისთვის ტუჩებით მილის ფორმა გააკეთეთ, თითქოს ვინმეს კოცნას აპირებთ. ტუჩები ამ პოზაში გააჩერეთ, ხედვა ჭერისკენ მიმართეთ და კისერი მაღლა ნაზად ასწიეთ, თავი მოატრიალეთ, სანამ კისრის კუნთებში დაჭიმულობას არ იგრძნობთ. ამ მდგომარეობაში ნახევარი წუთი გაჩერდით. ვარჯიში კისრის კუნთებს ტონუსს შემატებს.

მეორე ვარჯიში უფრო მარტივია. ვარჯიში მოიცავს ყელის კანზე ორივე ხელის ნაზად დასმას, ნიკაპიდან ყურებამდე. თუ პირველი ვარჯიში კისრის კუნთებზე მუშაობს, მეორე ტონუსის შენარჩუნებას და ჩამოწელვის პრევენციას ხელს უწყობს.