უმარტივესი ინგრედიენტების ნაზავი არასასურველ თმასთან დაბრძოლველად, საუკეთესო შედეგს იძლევა.

237

არასასურველი თმა სახეზე, განსაკუთრებით კი ზედა ტუჩზე, საკმაოდ აქტიუალური პრობლემაა ქალებში. ეს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია მუქი ფერის კანისა და თმის მქონე ადამიანებში. ეს არაესთეტიკური პრობლემა ჩვენს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს, რის გამოც ქალბატონები უამრავ საშუალებას მიმართავენ: ცვილის დეპილაცია, კრემები, თმის გამქრობი, ძვირადღირებული ლაზერული ეპილაცია და ა.შ.

თუ თქვენ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, გეცოდინებათ, რომ არცერთი მათგანი გასაოცარი ეფექტურობით არ გამოირჩევა, რადგან არასასურველი თმა სახეზე ხანმოკლე დროში უკან გვიბრუნდება. დღეს ჩვენ გთავაზობთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში და დროთა განმავლობაში არასასურველი თმის სამუდამოდ გაქრობაში. ამ საშუალების მომზადებას თავისუფლად შეძლებთ სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

  • ½ ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი (ცივად გამოწურული)
  • 3 ჩაის კოვზი ფქვილი
  • ცოტაოდენი წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. თავდაპირველად პრობლემური ზონა დაიმასაჟეთ ქოქოსის ზეთის გამოყენებით. თავისი ბუნებრივი თვისებების წყალობით ქოქოსის ზეთი კარგად ატენიანებს კანს და ქმნის დამცავ საფარს. შემდეგ შეურიეთ ფქვილი წყალს იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ ბლანტი პასტის კონსისტენცია.
  2. წაისვით ფქვილი სახეზე თმის ზრდის მიმართულებით და ადროვეთ გაშრობა. შემდეგ წრიული მოძრაობებით აიფხიკეთ მთელი ნიღაბი. თმა ფქვილთან ერთად გაქრება. ამ პროცესზე უფრო თვალსაჩინო წარმოდგენის შესაქმნელად უყურეთ სტატიის ბოლოს მოცემულ ვიდეოს.
  3. იმისათვის, რომ შედეგი თვალსაჩინო გახდეს, გაიმეორეთ ეს პროცედურა 2 ჯერ კვირაში (პროცედურებს შორის დროის ინტერვალი მინიმუმ 2 დღე უნდა იყოს) 1 თვის განმავლობაში. თმა პრობლემური ზონიდან ეტაპობრივად გაქრება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს