უხილავი მიზეზით სულ ავად ვხვდებოდი. გამოვჯანმრთელდი, როცა ეს ნივთები სახლიდან გავიტანე

0
1422

მსოფლიოში არც ერთი სხვა კულტურა ისე მოწიწებით არ ეპყრობა ნივთებს, როგორც შორეულ აღმოსავლეთში. იაპონიასა და ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარულია ანიმიზმი – რწმენა, რომ თითოეულ ნივთს სული აქვს. შესაბამისად, ატარებს გარკვეულ ენერგეტიკას, რომელიც როგორც კარგი, ასევე ცუდი შეიძლება იყოს. ასეთ საგნებს შორის ენერგეტიკული ვამპირიც გვხვდება. ნიშნები, რომ ეს მავნებლები თქვენ გარშემო არიან, საკმაოდ ადვილად ამოსაცნობია.

გრძნობთ სისუსტეს? დიდი ხანია არ გშორდებათ ქრონიკული დაღლილობა? ვერ მოასწარით სურდოსგან განკურნება, რომ შემოგიტიათ ახალმა ვირუსმა? ყურადღებით იყავით! შესაძლოა, თქვენი სახლის კუთხეში იმალება მზაკვარი პარაზიტი – ძველი სამახსოვრო ფოტო ან რაღაც უარესი. პაპარაცი გიზიარებთ საშიში ნივთების სრულ ჩამონათვალს.

ენერგეტიკული ვამპირი: ნიშნები, რომ „გჭამენ“

როცა ვსაუბრობთ ენერგეტიკულ ვამპირზე, მომაბეზრებელი თანამოსაუბრე გვახსენდება. ასეთ ხალხთან ურთიერთობის შემდეგ გვაწუხებს თავის ტკივილი, გვაქვს შეგრძნება, თითქოს ლიმონივით გაგვწურეს. ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა – ასეთი ხალხი იკვებება ინფორმაციით და თქვენი ემოციებით, რომ საკუთარი ემოციური შიმშილი დაახრჩონ. შეიძლება დაგტვირთონ ახალი ამბებით ან გამოიწვიონ კამათი, რომ თქვენგან რამე რეაქცია მიიღონ. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ.

ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ ენერგია შეიძლება მოიპაროს არა მხოლოდ გარშემომყოფებმა, არამედ საგნებმაც. შორეულ აღმოსავლეთში ამ საკითხს მთელი სერიოზულობით უდგებიან. აღსანიშნავია, რომ იქ ხალხი ძალიან ცრუმორწმუნეა. ამავდროულად, იაპონია დღეგრძელების რაოდენობით რეკორდსმენი ქვეყანაა. გამოიცანით, რომელი ქვეყანაა მეორე ადგილზე! ჩინეთი! სწორედ იქიდან მოვიდა ჩვენთან ფენშუის უძველესი სწავლება – ხელსაყრელი ენერგიის პოვნის ხელოვნება და მისი სწორი გამოყენება. ფენშუი აისბერგის მხოლოდ მწვერვალია.

სახლში დადებითი ენერგიის გარემოცვით, თავადაც ამ ენერგიით ივსებით. თითოეულ საგანს თავისი დანიშნულება აქვს. თუ სახლში გაქვთ ვამპირი ნივთი, ასეთი მეზობლობა წარუმატებლობას გამოიწვევს. თქვენ სახლში მუდმივად რაღაც გაფუჭდება, დღისით ან ღამით დასვენება არასრულფასოვანი იქნება, კარგი განწყობა თქვენი სახლის იშვიათი სტუმარი გახდება. თუ უკვე გრძნობთ ამ „სიმპტომებს“, შეამოწმეთ, ხომ არ ინახება აკრძალული ნივთი სადმე კუთხეში.

გატეხილი სავარცხელი

ჩვენ გვჯერა, რომ გატეხილ სარკეზე უარესი არაფერია, მაგრამ იაპონიაში საშინლად ეშინიათ გატეხილი სავარცხლის. თითქოს, წვრილმანია! დიდი ამბავი, სავარცხელს ერთი კბილი მოტყდა. ზოგი უხელო სავარცხელსაც იყენებს. გულწრფელად: სავარცხელი რომ არ იკარგებოდეს, ოჯახში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებდნენ. ეს ნივთი კი იპარავს იღბალს, იზიდავს წვრილმან უბედურებას. რაც უფრო ცუდ მდგომარეობაშია სავარცხელი, მით უფრო ძლიერია უბედობა.

ენერგეტიკული ვამპირი: ნიშნები და ძველი საცვალი

ესეც ხშირად გვხვდება. აუცილებელი არაა, რომ თქვენს საცვალს ჰქონდეს ნახვრეტი (თუმცა ესეც შეიძლება იყოს), მაგრამ გაწელილი რეზინაც ან ოდნავ დახეული მაქმანიც კარგს არაფერს მოგიტანთ. იქნება ეს ლაქა თუ გაუფერულება, მნიშვნელობა არ აქვს. ითვლება, რომ ძველი საცვალი უფულობას იზიდავს. ეს ერთ–ერთი მზაკვარი ნივთია, რადგან სხეულთან ყველაზე ახლოს არის და რეგულარულად იკვებება თქვენი ენერგიით.

მტაცებელი ცხოველების გამოსახულებები

ვეფხვი, ლომი, პანტერა, მგელი, დათვი – თავისი სილამაზით გვხიბლავს. ამავდროულად, ძალიან სახიფათოა და დიდ ძალას ფლობს აღმოსავლურ მითოლოგიაში. მაგალითად, ჩინეთში ითვლება, რომ ნივთებში მტაცებელი ცხოველების გამოსახულებით მხეცის ბნელი სული შეიძლება დასახლდეს. სისხლისმსმელი და ველური, ამ არსებამ მფლობელის სიცოცხლეც საფრთხე შეიძლება ჩააგდოს.

სევდიანი ფოტო

ფოტოებსაც ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. მაგალითად, არ უნდა გადაიღოთ ფოტო ორ მეგობართან შუაში დგომისას. ითვლება, რომ შუაში მდგომი პირველი მოკვდება. ნამდვილი საფრთხე ადამიანის სურვილშია შეინახოს ალბომში ვიღაც ადამიანზე მოგონებები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფოტო დაკრძალვიდან ან საავადმყოფოდან, რომელზეც ადამიანი მძიმედ ავად არის. ამ ფოტოს შეხედვისთანავე თავს ცუდად ვგრძნობთ. არაფერს ვამბობთ, მის ენერგიაზე.

რა უნდა გააკეთოთ, თუ სხვა ფოტო არ გამოვიდა? პასუხი მარტივია: ელექტრონულ მედიაში გადაიტანეთ, მაგრამ არ შეინახოთ სახლში, თუნდაც ალბომის ბოლო გვერდზე. ეს ფოტოები წლებს გვაკლებს.

ენერგეტიკული ვამპირი: ნიშნები და ძველი ცოცხი

აქ ჩვენი აზრები ემთხვევა: იმის მიუხედავად, რომ ცოცხი დასუფთავების იარაღად ითვლება, თავად სწრაფად ჭუჭყიანდება და იშლება. მასში ადვილად ვრცელდება მიკრობები და სხვა „უწმინდური“, როგორიცაა ბინძური სულები. ისინი მფლობელის სასიცოცხლო ძალებით სიამოვნებით იკვებებიან. ცოცხი ხშირად უნდა შეცვალოთ, განსაკუთრებით ნატურალური.

ძველი ცოცხი არც აივანზე, არც სარდაფში, არც აგარაკზე არ შეინახოთ. თუნდაც სადარბაზოს მოსაწმენდად – ეცადეთ, არ შეინახოთ სახლში და საერთოდ თავი აარიდეთ გაცვეთილ ცოცხებს.

გატეხილი ტექნიკა

ყველა გატეხილი ტექნიკა უბედურების ნიშნად ითვლება. მთელ მსოფლიოში ასეა მიღებულია. ჭურჭლის გარდა იაპონიაში, სადაც არსებობს ოქროს ლაქით ფრაგმენტების შეწებების განსაკუთრებული ხელოვნება – კინცუგი. ითვლება, რომ ასეთ ჭურჭელს საკუთარი უნიკალური ინდივიდუალურობა აქვს. ერთგვარი შეხსენებაა, რომ სილამაზე ნაკლოვანებებშიც შეიძლება იყოს დამალული. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, გატეხილი ნივთები ან უნდა შეაკეთოთ ან გადააგდოთ. სხვა რა უნდა გააკეთოთ?

აქ იმალება მზაკვარი მიზეზი. სად მიგაქვთ გატეხილი ტელეფონი? ჩვეულებრივ, ოჯახი ინახავს ყუთში არასაჭირო ან ასეთივე გატეხილ ტექნიკასთან ერთად. საკმაოდ იშვიათად გამოიყენება სათადარიგო ნაწილებისთვის ან ყრიან (რაც არაეკოლოგიურია). ამ დროში გატეხილი ტექნიკა გართმევთ ძალას და ჯანმრთელობას წარმოუდგენელი სიჩქარით.

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ცხოვრებაში შავი ზოლი დაიწყო, ძველ ნივთებს გადახედეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თითქმის ყველა ენერგეტიკული ვამპირი სახლში ან ძველი ან გატეხილი საგანია. თუ რაიმე ნივთის შეძენის (აღმოჩენის ან საჩუქრის მიღების) შემდეგ ხედავთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უთანხმოებაა, მიზეზი შეიძლება მასში იმალებოდეს.

კარგი ამბავია ის, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერი თილისმებიც არსებობს. ეს არის საგნები, რომლებიც სახლს მყუდროებას მატებს და დადებით ემოციებს ჩუქნის. თქვენთან ახლოს იქონიეთ, რომ ნეგატივისგან თავი დაიცვათ. აი, ენერგეტიკული ვამპირები დროულად მოიშორეთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გენერალური წმენდა, გადაწყობა და განახლება. გვეთანხმებით?