კანკელი სახლში – სად და როგორ განვათავსოთ კანონების მიხედვით

0
785

ქრისტიანთა ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებმაც თავიანთი რწმენის ყველა ნიუანსი ჯერ ვერ შეისწავლეს, ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტი საიდუმლოდ რჩება. ზოგიერთი რამ ყველა წმინდა წიგნში აღწერილი არაა. ზოგ მორწმუნეს თავის კითხვებზე სხვებისგან პასუხების გაგება ეუხერხულება. და მაინც, ყველაფერი ხდება. მაგალითად, სახლის კანკელი: სად სჯობს მისი განთავსება, რატომ არის საჭირო და რამდენი ხატი უნდა გვქონდეს სახლში?

თანამედროვე სახლში შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი უჩვეულო რამ: ჰაერის დამატენიანებელი, ელექტრო ბალიში, საძილე ნათურა, ჩაის ან ყავის ჭიქის გამათბობელი. ეს ნორმალურად ითვლება და არა ხარახურად. ამავდროულად, კანკელისთვის საკმარისი ადგილი არ არის. მაშინაც კი, თუ ბინის მფლობელი თავს ქრისტიანად თვლის. არ არის ადგილი, არაპრაქტიკულია და მოძველებული. ნამდვილ მორწმუნეებს ამ თემის უკეთ შესწავლას ვთავაზობთ. დარწმუნებული ვართ, ბევრ კითხვაზე პასუხს იპოვით. ზოგადად, რაღაც ახლის გაგება ყოველთვის კარგია.

სახლის კანკელი

წითელი კუთხე ან კანკელი ძალის მომნიჭებელი ადგილია მორწმუნე ქრისტიანისთვის. კუთხე, სადაც შეგიძლიათ იფიქროთ საკუთარ აზრებზე, უბრალოდ იდგეთ და თავი უკეთ იგრძნოთ. ტრადიციულად, ოთახის კუთხეში დგამენ. იდეალურია, თუ სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილშია, მაგრამ ამის შესახებ მკაცრი დოგმები არ არსებობს. სურვილის შემთხვევაში, კანკელი სხვა მიმართულებით შეგიძლიათ მოათავსოთ. მთავარია, გაცნობიერებული გქონდეთ, რისთვის გჭირდებათ.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ხატები ვერტიკალურად უნდა იყოს განთავსებული. უკეთესია, თუ მათი დანახვა ოთახის ნებისმიერი ნაწილიდან შესაძლებელი იქნება. ვინ იცის, იქნებ, მოგინდეს დაჯდომა და წმინდანისთვის შეხედვა ან თავს შეუძლოდ გრძნობთ და დაწოლა გჭირდებათ. ამ შემთხვევაში, კარგია, თუ ხატებს ხედავთ. ამ პირობის შესრულება სცადეთ, სანამ წითელ კუთხეს მოაწყობთ. დეკორატიული პირსახოცებით ან ყვავილებით შეგიძლიათ გააფორმოთ. თუმცა არ გადააჭარბოთ, რწმენა სახლის ინტერიერად არ უნდა გადაიქცეს.

ისეთ დღესასწაულებზე, როგორიცაა აღდგომა, მიღებულია კანკელის გაფორმება სააღდგომო კვერცხებით და ფერადი ლენტებით. ხატების და დეკორაციების გარდა კანკელზე შეგიძლიათ მოათავსოთ პატარა კანდელი. სანთელი სწრაფად და მარტივად რომ აანთოთ. ზოგს ლოცვამდე საკმევლის სუნით ტკბობა უყვარს. ასე რომ, კანდელი ზედმეტი არაა. ღია ალთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, ხანძრის მცირე შესაძლებლობაც არ დაუშვათ. ამის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ. გარდა ამისა, ხატებზე უნდა იზრუნოთ: დროდადრო სპეციალური ფუნჯით მტვერი მოაშორეთ.

ხატების განლაგება

ხშირად კანკელი შედგება 2–3 თაროსგან, რომლებზეც ხატები მოთავსებულია. ამ საქმეში გარკვეული იერარქია უნდა დაიცვათ. ზედა, მთავარ თაროზე მოათავსეთ წმინდა სამების გამოსახულება. მის ქვეშ ქრისტეს ხატი (მარჯვნივ) და ღვთისმშობლის ხატი (მარცხნივ). მესამე, ყველაზე დაბალ თაროზე მოციქულთა და წმინდანთა ხატები.

წითელი კუთხის გარდა ხატები სხვა ოთახებშიც შეგიძლიათ განათავსოთ. ცოლ–ქმრის საწოლის თავზე, საბავშვო ოთახში. სამზარეულოში, მხოლოდ იქ, სადაც კულინარიული სამუშაოები არ ტარდება. პირველ რიგში, ხატები სისუფთავეში უნდა იყოს. მეორეც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი ღმერთზე ფიქრობს, როცა წვნიანის ქვაბთან დგას. პატარა სამზარეულოშიც შეგიძლიათ იპოვოთ სუფთა კუთხე, ჭუჭყიანი ჭურჭლისგან თავისუფალი ადგილი. აქ ხატები შეგიძლიათ მოათავსოთ.

ოთახები ხატებისთვის

გასაგებია, რომ ყველა ოთახი ხატებისთვის შესაფერისი არაა. სააბაზანო, ტუალეტი, საკუჭნაო. ლოგიკურად დაფიქრდით, იქ ხატები საჭირო არაა. შხაპის მიღებისას, კუჭის დაცლისას ან საკუჭნაოში ჩხრეკისას, პატარა ამქვეყნიურ საქმეებში ვიძირებით. მათთვის მარტოობა საკმარისია. უფრო მეტიც, ხატებზე ყველაზე ღირსეულებია გამოსახულები. გამოდის, რომ ყველაზე ღირსეულები ნახავენ შენს არცთუ ღირსეულ საქმეებს. ეს არავის სჭირდება.

ხატები მოსასვენებელ ადგილას არ განათავსოთ. თუმცა ამაში ბევრი სცოდავს. ერთ თაროზე წმინდა ხატებია განლაგებული, გვერდით ტელევიზორი ჩამოკიდული. წმინდანების გამოსახულებები გვაიძულებს გავხდეთ თავმდაბალი, დავფიქრდეთ სულიერ სამყაროზე, მივიღოთ უფალი. 10 სანტიმეტრის მოშორებით კი ტრიალებს მორიგი მომღერლის კლიპი. ადამიანური და ღვთიური. იქნებ, ამ ადგილზე ხატებმა უნდა დააბალანსოს ენერგიების ნაკადები? არა, რა თქმა უნდა.

ასეც ხდება: ხატებს მანქანაში ათავსებენ. ეს თვალთმაქცობა უფრო მამხიარულებს. არა, რა თქმა უნდა, არიან მორწმუნეები, რომლებსაც ხანდახან სურთ წმინდანებს შეხედონ და ფიქრებით უფალს მიმართონ. ასეთი ერთეულები არიან. ბევრ მძღოლს, რომლებიც მანქანის სალონში წმინდა სამების ხატს აკრავენ, მათი არსებობა არ ახსოვთ. შინაგანად იმედოვნებენ, რომ წმინდანის გამოსახულება დაიცავს მათ ცოდვილ სურს, თუ რამე მოხდება. მათ მანქანებში უსაფრთხოების ბალიშები თეორიულად მაინც განსაზღვრული არაა. ეს აღარ არის რწმენა. ეს უბრალოდ გამოსყიდვის მცდელობაა.

გამოაცალკევეთ ხორბალი ღვარძლისგან

როგორც ტელევიზორის შემთხვევაში, ხატები არ შეიძლება დაკიდოთ პლაკატების და ნახატების მახლობლად. თუნდაც ოჯახის წევრების ფოტოების გვერდით. პლაკატების და ნახატების შემთხვევაში ყველაფერი მარტივია. კერპი არ უნდა შექმნათ. დიახ, გასაგებია, რომ ინტერიერის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნების ნიმუშები ან მათი ასლები. ამაზე ცუდს არავინ იტყვის. ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობთ იმაზე, რასაც სერიოზულად ვიღებთ.

ხატებზე ეს აღარ მუშაობს. გამოდის, რომ ყველაფერს უბრალოდ ავურევთ. წმინდანების გამოსახულებები და საყვარელი მსახიობების, სპორტსმენების ფოტოები. ასე არ გამოვა. სწორედ ამიტომ, თუ თქვენს ბინაში მსგავსი არეულობაა, გირჩევთ რამდენიმე წუთი დახარჯოთ და ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ. ერთ კედელზე – ხატები. სხვაზე – ყველაფერი დანარჩენი. წარმოიდგინეთ, ვიღაც თქვენს ოთახში შემოდის, თქვენ კი თავდახრილი ლოცულობთ. თქვენ წინაშე კი საყვარელი ფეხბურთელის პოსტერია. არასწორად შეიძლება გაგიგონ.

სახლის კანკელი

კანკელზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ ისეთი საჭირო ნივთი, როგორიცაა კიოტი. სპეციალური კარადა, რომელშიც ინახება კანდელი, რომ არ მოხდეს გაკვამვლა ან ხანძრის საშიშროება. საინტერესოა, რომ ბევრი მას ზედმეტად ფორმალურად მიიჩნევს და სახლში კიოტის დადგმა არ სურს. ხალხის აზრით, უმჯობესია დაკიდოს მორიგი სურათი, ვიდრე იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. გირჩევთ, დაფიქრდეთ და ისე მოიქცეთ, როგორც გკარნახობთ ლოგიკა და საღი აზრი.

სახლის კანკელი არ უნდა გამოიყურებოდეს, როგორც რუდიმენტი, რაღაც, რაც შორეული წარსულიდან მოვიდა. კარგ ხელოსანს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და ყველა დეტალი განიხილოთ. ფერი, ხის ტიპი, ზომა. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, წითელი კუთხე თანამედროვე ბინის ნებისმიერ ინტერიერს მოერგება. ეს მხოლოდ გემოვნების, დროის და ფასის საკითხია.