დიდი სიყვარულიც შეიძლება დასრულდეს იმით, რომ მამაკაცმა საყვარელი გაიჩინოს. რატომ ხდება ასე

0
1116

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია თანაცხოვრების ყველა დაუწერელი წესის დაცვა. არ აქვს მნიშვნელობა, დაქორწინებულნი არიან თუ არა. ფსიქოლოგიურად, ეს „თამაში“ არასდროს მთავრდება, არ არის ერთი დღე, როცა შეგიძლიათ ხელი ჩაიქნიოთ და მოდუნდეთ. მაშინაც კი, თუ მათ შორის წარმოუდგენელი სიყვარულია, ერთ გაუფრთხილებელ ჟესტს ან ნათქვამს ყველაფრის არევა შეუძლია. ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.

მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როცა ცოლი იჩენს საყვარელს არა მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ქმარზე შური იძიოს ერთადერთი ჩაშლილი რომანტიკული საღამოსთვის. ასე ვთქვათ, დაკარგულს ინაზღაურებენ. კაცებიც არ ჩამორჩებიან. მათთვის ალმაცერი გამოხედვაც საკმარისია. ასე იყო ყოველთვის. უბრალოდ სოციალური ქსელების სიმრავლის წყალობით ღალატის გამოაშკარავება გამარტივდა. თუმცა ღალატის თავიდან აცილება ცოლ–ქმრის გაბედული მოქმედების გარეშე თითქმის შეუძლებელია.

წარმოუდგენელი სიყვარული

თუ ისე მოხდა, რომ მამაკაცს საყვარელი მაინც გაუჩნდა, მოვლენების განვითარება არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს. ზოგი ცოლი საკუთარი თავისთვის და ცხოვრების ხარისხისთვის სარგებელს პოულობს. ამისთვის უნდა იყოს ცბიერი, ბრძენი და საკითხს სხვა მხრიდან შეხედოს. რამდენიმე გავრცელებული მოდელის მაგალითს გიზიარებთ.

მამაკაცს სჭირდება პარტნიორის შეცვლა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე

ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მამაკაცი საყვარელს იჩენს არა შურისძიების ან მორალური უკმაყოფილების გამო. არარეალური სიყვარული არაფერ შუაშია. სხვა ქალი სჭირდება გარემოს შესაცვლელად და ახალი ინტიმური „თავგადასავლებისთვის“. მალულად იწყებს შეხვედრას ქალებთან, რომლებსაც იცნობს ინტერნეტში, ქუჩაში, კაფეში და ა.შ. არ დაგავიწყდეთ სიყვარულის პროფესიონალი ქურუმები, უძველესი პროფესიაა, როგორც არ უნდა შეხედოთ. მაგრამ მორალური მამაკაცი ოჯახთან ერთადაა და მის მიტოვებას არ აპირებს.

არ დაიჯერებთ, მაგრამ ბევრი წყვილი სწორედ ასე ცხოვრობს. მათ სოციალურ თუ ფინანსურ მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ღალატობს, მდიდარიც და ღარიბიც. ქალმა მხოლოდ უნდა აირჩიოს, მზად არის თუ არა განქორწინებისთვის, თუ მამაკაცი ფიზიკურად ერთგული არაა. ყველა ადამიანს ხომ თავისი მოთხოვნილებები აქვს. ის, რაც ერთისთვის ჩვეულებრივი ამბავია, სხვისთვის ნორმალური შეიძლება არ იყოს.

მამაკაცს სჭირდება პარტნიორის შეცვლა და არ იცის, რატომ

წინაზე უფრო სახიფათო სიტუაციაა. ქორწინებიდან 2–3 წლის შემდეგ მამაკაცს უკმაყოფილების გრძნობა უჩნდება. მორალურად და ინტიმურად. უკვე პირველი ბავშვი გაჩნდა. ცოლი უკვე ნახა ლამაზი ურთიერთობის დასაწყისში და ორსულობის პერიოდში. შესიებული, დაღლილი, მუდმივად უკმაყოფილო. როგორც ჩანს, ბოლომდე შეისწავლა. გარდა ამისა, მისი ვნებიანი გრძნობები დედობრივში გადაიზარდა. კაცი კი ისევ ისეთი დარჩა, როგორიც იყო. რა უნდა გააკეთოს?

პრინციპში, იგივე, რაც პირველ ვარიანტში. მამაკაცი ეძებს ქალს და საბოლოოდ პოულობს. მაგრამ აი, უბედურება. ირკვევა, რომ სხვა მარტოხელა და გასათხოვარი ქალები უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე შვილთან მჯდომი ცოლი. მათთან შეიძლება საუბარი, ინტიმის გარდა ბევრი უპირატესობაა. არანაირი სტრიები სხეულზე, ნაკაცები და ა.შ. საჭმლის მომზადების დრო აქვს. იქნებ, ოჯახური ცხოვრება თავიდან დაიწყოს?

ამ შემთხვევაში მამაკაცი საკუთარ თავთან კონფლიქტში შედის. გონებით ხვდება, რომ ინტრიგა არ ღირს, რომ ოჯახი დატოვოს, ცოლი და შვილი დაკარგოს. ვნება სულ სხვა რამეს უჩურჩულებს. აქ საჭიროა ძალისხმევა მისი მხრიდან და მოთმინება მეუღლის მხრიდან. ეს ერესი რომ მოიშოროს და ცოლ–ქმარს შორის სიყვარული დაბრუნდეს. ყინული თხელია, მაგრამ ფეხქვეშ უნდა გატყდეს.

მამაკაცს სჭირდება პარტნიორის შეცვლა და იცის, რატომ

უმეტესად, ეს ქორწინების დასასრულს ნიშნავს. მამაკაცი, თუ ოჯახში ლიდერია, სიტუაციას თავის ხელში იღებს და მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ხვდება, რომ სჭირდება არა ცოლი, არამედ სხვა ქალი. თანამშრომელი, ყოფილი კლასელი, ძველი მეგობარი, მნიშვნელობა არ აქვს. წყვეტს, რომ ასე ყველასთვის უკეთესი იქნება და ოჯახიდან მიდის. შემდეგ განქორწინება, ალიმენტები, ბავშვთან თვეში რამდენჯერმე შეხვედრა. სტანდარტული სქემა. არარეალური სიყვარული დასრულდა.

იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეს ნამდვილად სურს ქორწინების გადარჩენა, როდესაც აქვს ქალური ინტუიცია და განვითარებული ინტელექტი, ყველაფერი სხვა სცენარით შეიძლება განვითარდეს. მაშინაც კი, თუ მამაკაცს საყვარელი შეუყვარდა, მის თავში ათასი ფიქრი ტრიალებს და ყოყმანის მარცვალი არის. სწრაფი, გაბედული მოქმედებით ამაზე გავლენის მოხდენა შეიძლება. ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მამაკაცს ხშირად თვალებით უყვარს. არ ღირს ხასიათის გამოვლენა და უსამართლობაზე ყვირილი. ლამაზი ტანსაცმელი და მაკიაჟი ნებისმიერი მამაკაცის თვალში ქალის სტატუსს ამაღლებს.

გარდა ამისა, მამაკაცი ბოლომდე დარწმუნებული არაა თავისი მოქმედების სისწორეში. მით უფრო, შვილის მიმართ. ეს მიზეზი არაა ცრემლები ღვაროთ და შვილს ამოეფაროთ, როგორც ამას ბევრი ქალი აკეთებს. მაგრამ დასაშვებია მინიშნებები, რომ მამა, რომელიც შვილს ტოვებს, სირცხვილის დაღს ვერ მოიშორებს – ეს ნებისმიერი მამის შინაგან სამყაროზე კარგ გავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა.

ჭკვიანმა ქალმა იცის მისი ძლიერი მხარეები, ამიტომ ყოველთვის შეუძლია მისი გამოყენება. საჭმლის მომზადება ან ლაპარაკი, ღიმილიც გულს გაულღობს ადამიანს, ვისთანაც ადრე ასე კარგად იყო. ეს უნდა გამოიყენოთ. პარალელურად კარგი იქნება გაარკვიოთ, რით მოხიბლა საყვარელმა თქვენი მეუღლის გული. შეუძლებელია, რომ სათავეში მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა იყოს. როგორც ცნობილია, მხოლოდ ამით ვერ დანაყრდებით. იქნებ, საქმე დამოკიდებულებაშია?

ხშირად მამაკაცი მორალურად საკმარის სიყვარულს და ზრუნვას ვერ იღებს. ცოლი რუტინაში ჩაძირულია, ქმარს ეპყრობა ისე, ვინც უნდა გადაჭრას ყველა პრობლემა და სანაცვლოდ არაფრის მიღება მოითხოვოს. ახალი პარტნიორი უფრო მომგებიანად და პერსპექტიულად გამოიყურება. იქნებ, სჯობს თანაცხოვრებისადმი მიდგომა შეცვალოთ?

მამაკაცს სჭირდება პარტნიორის შეცვლა, ცოლი წინააღმდეგი არაა

და ბოლოს, ქალი უბრალოდ ქმრის სასიყვარულო გატაცებებს ეგუება. ბავშვი რჩება მამასთან, ხოლო ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა ყოველდღიური საკითხებით შემოიფარგლება. ურთიერთობას, ბავშვის აღზრდაზე მსჯელობას აგრძელებენ. რაც შეეხება ინტიმურ ურთიერთობას, ყველაფერი კულისებში რჩება. ქმარს უფლება აქვს იპოვოს სხვა ქალი, ხოლო ცოლი ისე იქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

გასაკვირია, მაგრამ ათასობით ოჯახი ამ რეჟიმში ცხოვრობს და თვლის, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ამას ეძებდნენ. ზურგი გამაგრებულია, ბავშვები იზრდებიან და ეჭვიც არ ეპარებათ, რა ურთიერთობაში არიან მშობლები. ზოგჯერ რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. ვიღაც ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს და დაუფიქრებლად მოქმედებს. ქმარს სურს საყვარელთან წავიდეს ან მასზე ოჯახის ბიუჯეტის დიდი ნაწილი დახარჯოს. ეს მხოლოდ აჩვენებს, რომ კონკრეტული წყვილისთვის ეს მოდელი საუკეთესო არჩევანი არაა. სხვა წყვილები ხომ ნორმალურად არიან.

შეჯამებისთვის, ეს ყველა შესაძლო მოდელი არაა, რომელსაც თანამედროვე წყვილები კომფორტული ცხოვრებისთვის ირჩევენ. ზოგიერთი იმდენად ეგზოტიკურია, რომ გაოცებას იწვევს, როგორ მოუვიდათ თავში. და მაინც, ფაქტი ფაქტად რჩება. სამწუხაროა, რომ კავშირში გარკვეული ბალანსის მისაღწევად სასოწარკვეთილი ნაბიჯების გადადგმა საჭიროა. მაგრამ ეს ცხოვრებაა და ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რა სიახლეს მოგვიტანს ხვალინდელი დღე. გამოდის, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.