5 ფრაზა, რომელიც იზიდავს პრობლემებს სამსახურში

0
100

ნებისმიერი სამსახური სწორ დამოკიდებულებას იმსახურებს. როგორც მინიმუმ, ასე თვლიან ექსპერტები. ადამიანს ნებისმიერ თანამდედობაზე შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ სურვილი და სწორი მორალური პრინციპები აქვს. სამწუხაროდ, ხშირად თავად ვანგრევთ საკუთარ კარიერას უნებურად. არსებობს წარუმატებლობის წინაპირობებიც, ფიქრები, რომლებიც სამუშაო პროცესს უაზრო, მოსაწყენ რუტინად აქცევს. მოდით, განვიხილოთ, რა ფრაზები იწვევს პრობლემებს და დარდს სამსახურში.

წარუმატებლობის მომასწავებელი: დამღუპველი ფრაზები სამუშაო პროცესისთვის

სიტყვის ძალა

როგორც ცნობილია, ადამიანის სიტყვებს და აზრებს განსაკუთრებული ძალა აქვს. დედები და ბებიები ტყუილად არ საყვედურობენ შვილებს გინების გამო, რადგან ბავშვის ენერგეტიკა განსაკუთრებით დაუცველია სალანძღავი სიტყვების გავლენის მიმართ. ზრდასრული ადამიანის ენერგეტიკის შერყევა გაცილებით რთულია, მაგრამ მუდმივი წუწუნი დროთა განმავლობაში ოპტიმისტსაც სევდიან ცინიკოსად აქცევს.

„ამას ვერასოდეს გავუმკლავდები“

უდავოდ, ნებისმიერ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს აქვს დღე და ამოცანები, რომლის გამოც უბრალოდ ხელს იქნევს. ყველაზე რთულ ვითარებაშიც დანებება არ შეიძლება. ბრძენი ხალხი ამბობს: „არასდროს თქვა არასდროს“. ხშირად დავალებაზე მუშაობის დაწყებისას ვხვდებით, რომ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

„აქ ვერაფერს შევცვლი“

ასე ხშირად ამბობს მაქსიმალისტი, რომელიც შექმნილი ვითარების შეცვლის მცდელობით უკვე იმედგაცრუებულია. მაშინაც კი, თუ იცით, რომ მართალი ხართ, რთულია დაამარცხოთ მეტოქე, რომლის მხარესაც არის გუნდის ყველა ტრადიცია და ჩვევები. ცვლილებები თანდათან უნდა შეიტანოთ. ბრძენი ხალხი ტყუილად არ ამბობს: „წვეთ–წვეთი წყალი ქვასაც გახვრეტსო“.

„აქ ყოველთვის ასე იყო“

ნეგატიურ ჩვევებთან და მოძველებულ ტრადიციებთან ბრძოლა ყოველთვის რთულია. ადამიანის ან გუნდის ცხოვრებაში ცვლილებები ნელა და შეუმჩნევად შემოდის. ასე ხანდახან გვეჩვენება, რომ რაღაც უძრავთან ბრძოლა შეუძლებელია. და მაინც, შეუპოვარ ადამიანს ყოველთვის შეუძლია სიტუაციის თანდათან შემოტრიალება მის სასარგებლოდ.

„ჩემი საქმე არ არის“

ადამიანს მხოლოდ აქტიურობით და შეუპოვრობით შეუძლია სიტუაციაზე გავლენის მოხდენა. ხელის ჩაქნევით და მნიშვნელოვანი საქმის სხვაზე გადაბარებით საუკეთესო შემთხვევაში ცუდ შედეგს მიიღებთ. უარეს შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ შეფერხდებით. თუ რამე ნამდვილად გჭირდებათ, ამ საქმეს ყოველთვის პირადად უნდა მიხედოთ.

„ვერავინ მიგებს“

ზოგჯერ გვგონია, რომ გარშემო მხოლოდ სულელები და ეგოისტები არიან. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ენერგია უშრეტი არაა და აღდგენა გვჭირდება. თუ გრძნობთ, რომ სიბრაზე და სასოწარკვეთა უკვე ყელში ამოგივიდათ, პაუზა აიღეთ და რამდენიმე დღე დაისვენეთ. ახალი ძალებით საქმეს უკეთ გაუმკლავდებით!