დედა თავისთვის დუდუნებდა, თან არომატულ დაბეგვილ ხორცს ატრიალებდა, მე კი შიგნიდან ვდუღდი

0
750

იყო ობოლი ცოცხალი მშობლების დროს ბევრი ბავშვის მტკივნეული ისტორიაა, რომელთა დედებიც სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ. ბავშვი ბებია–ბაბუასთან იზრდება და მშობელი ავიწყდება. როდესაც საბედისწერო შეხვედრა ხდება, დედასა და ქალიშვილს შორის ლაპარაკი სულს გატეხილი მინასავით ჭრის. როგორ უნდა აპატიოს ზრდასრულმა ადამიანმა მშობელს მისი ცხოვრებიდან დიდი ხნით გაქრობა?

დედა–ქალიშვილის საუბარი

დედა თავისთვის დუდუნებდა, თან ტაფაზე არომატულ დაბეგვილ ხორცს ატრიალებდა. ვგრძნობდი, ვდუღდებოდი. გარდა იმისა, რომ დილადრიან გაგვაღვიძა, თან ქურასთან დადგა. თუმცა არავის უთხოვია! რატომღაც ამ ქალმა გადაწყვიტა, რომ დღემდე 8 წლის ვარ და უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც ნამდვილი დედა.

23 წლის წინ ბებიასთან დამტოვა და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს დღე, როცა დედას ვაცილებდი და სასოწარკვეთილი ვტიროდი. როგორ გავიქეცი მისკენ საუკეთესო კაბით. ვიფიქრე, რომ თან წამიყვანდა, თუ ამქვეყნად ულამაზესი გოგო ვიქნებოდი, მაგრამ წავიდა და ჩემი პატარა სამყარო დაინგრა.

მახსოვს, როგორ მიხაროდა უცხოური საღეჭი რეზინის, მარშმელოუს და კანფეტის ფერადი ბურთულები. როგორ ვტრაბახობდი მეგობრებთან ძვირადღირებული თოჯინებით და ახალი ტანსაცმლით. მაგრამ ყველაზე კარგად მახსოვს, როგორ მშურდა სხვა ბავშვების. მათ ხომ დედა გვერდით ჰყავდათ, მე – არა.

ბებიაჩემი ძალიან მიყვარს. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილი იყო. ყველაფერი მასწავლა, რაც ვიცი. თუმცა როგორც არ უნდა ეცადა, დედა ვერ შემიცვალა.

როგორ ველოდი დედის შვებულებას! ალბათ, ისე ძლიერ, როგორც მძულდა. დრო საოცარი სისწრაფით გადიოდა და დედა უკვე ჩემოდნებს ალაგებდა და უკან იტალიაში ბრუნდებოდა. ისევ მიწევდა დამშვიდობება ცრემლებით, ტირილით და ფანჯარასთან ლოდინი.

მტკივნეული დანაკარგი

ერთ მომენტში რაღაც დამემართა. თითქოს შიგნით ნათურა გადაიწვა. გაწყდა ბავშვური მიჯაჭვულობა, რომელსაც ჩემი უპირობო სიყვარული ეყრდნობოდა. იმ ადგილას გაიზარდა გულგრილობა.

თითქოს შევეგუე, რომ იტალიამ დედა სამუდამოდ წამართვა. დიახ, ჯერ კიდევ ჩემი მშობელი იყო, მაგრამ უფრო შორეული ნათესავი გახდა, რომელიც დღესასწაულებზე ძვირადღირებული საჩუქრებით მავსებს. ასევე დროთა განმავლობაში გავიწყდება მისი სახე, ხმა და სიცილი.

დედას თავისი გაკეთებული არ უნდა დავუკარგო – დაწყევლილივით მუშაობდა. შეძლო ოროთახიანი ბინის ყიდვა, ევრორემონტის გაკეთება და ჩემი განათლების საფასურის გადახდა. ყოველ ჯერზე იმეორებდა, რომ ცოტაც და დაბრუნდება. უბრალოდ ესა და ეს მოთხოვნილება უნდა დაფაროს. დრო მიდიოდა და მისი სიტყვების უკვე აღარ მჯეროდა. ჩემს ქორწილზე არ ჩამოვიდა. მოხუცი სენიორა, რომელსაც უვლიდა, ლოგინში ჩაწვა.

როცა სენიორამ სული ღმერთს მიაბარა, ახალი გამოჩნდა. იცით, ერთდროულად წყენას და სიცილს ვგრძნობდი ჩემი განცდების გამო. უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ, დროა ყველაფერი ისე მივიღო, როგორც არის, და ცხოვრება გავაგრძელო. როცა ქორწილზე დედამთილი ადგა და თქვა, რომ ორივე დედის ნაცვლად ილაპარაკებს, ამქვეყნად ყველაზე მარტოსულ ადამიანად ვიგრძენი თავი. ობოლი ცოცხალი მშობლის დროს.

დედა დაბრუნდა

ახლა, წლების შემდეგ, დედამ ფულის შოვნა შეწყვიტა. გადაწყვიტა, რომ სამშობლოში დაბრუნების დროა. ჯერ ჩემთან და ჩემს მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ აპირებს ბებიის ბინაში გადასვლას, როცა რემონტი დასრულდება.

მისი დაბრუნებიდან 2 თვე გავიდა, მაგრამ უკვე ვეღარ ვითმენ. მისი დარიგებებით უკვე თავი მისკდება. „შვილო, რატომ არ აუთოებ პირსახოცის გარეცხვის შემდეგ? დაიმახსოვრე, ორთქლით აუცილებლად უნდა დაამუშავო, რომ კანის ქავილმა არ შეგაწუხოს“. ან: „რატომ რეცხავ მაკარონს? ეს რაა? იტალიელები ასე არ აკეთებენ. მოდი, გაჩვენებ, როგორ უნდა გააკეთო სწორად“.

ასე გამოიყურება ჩვენი სტანდარტული საუბარი. პატარა ბავშვივით მტუქსავს. თითქოს 10 წლის ბავშვი ვარ და არა 28 წლის ქალი ორი შვილით.

ყოველ ნაბიჯზე მესმის: „ასე არ გააკეთო, შეხედე, როგორ უნდა“. როცა „ჩაიდანი დუღდება“, უბრალოდ ოთახიდან გავდივარ, რომ ზედმეტი არ წამომცდეს. ნუთუ ვერ ხვდება, რომ დიდი ხანია უცხოები გავხდით? მის გარეშე გავიზარდე. არავინ, ბებიის გარდა, გვაკავშირებს. საერთო ფოტოც არ გვაქვს! არაფერს ვამბობ საერთო მოგონებებზე. სხვადასხვა ცხოვრებით ვიცხოვრეთ.

დედა–ქალიშვილის საუბარი: პატიება თუ შეწყალება?

ყველაფერი, რაც მაქვს, მხოლოდ გარდაცვლილი ბებიაჩემის დამსახურებაა. ჩემ გვერდით იყო, როცა პირველ სიყვარულს განვიცდიდი, როცა მისაღები გამოცდები ვერ ჩავაბარე. ყველა ჩემი უბედურების და გამარჯვების შესახებ იცოდა, ჩემს ცრემლებს და სიცილს ხედავდა. დედა? მისთვის საკმარისი იყო ჩემი ფოტო და სატელეფონო პასუხი „ყველაფერი კარგადაა“

ახლა კი ჩამოვიდა დროის ასანაზღაურებლად. რატომ გადაწყვიტა, რომ ფულის შოვნა კარგი გამართლებაა, რომ შვილი მიატოვო? რატომ არის დარწმუნებული, რომ შეუძლია ყველაფრის დაბრუნება? რისთვის?

დიახ, იყიდა ბინა და მასწავლა პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მაგრამ ის დიპლომი და კედლები დამიბრუნებს დედას? არა ამ უცნობ ქალს, რომელიც ცდილობს ზრდასრულ ადამიანს ჭკუა ასწავლოს, არამედ ღვიძლ დედას იმ ატირებულ ბავშვს, რომელსაც მშობლის ზრუნვა სჭირდებოდა.

ალბათ, ყველა ვერ გამიგებს. განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა დედის გვერდით გაატარეს. იცით, მყავს ორი ახლო მეგობარი, რომელთა დედებმაც ნახევარი ცხოვრება უცხოეთში გაატარეს. მსგავსი სიტუაცია აქვთ. მათი ცხოვრება მოწყობილია, მაგრამ შინაგანად მარტოსულები არიან და სიყვარულს ვერ გრძნობენ.

ასე ვიტყვი: ვერანაირი ფული, სათამაშო და სხვა სიკეთე ბავშვს დედას ვერ ჩაუნაცვლებს. ვერ შეავსებს სულში სიცარიელეს და ვერ დააბრუნებს დროს. უკეთესი იქნებოდა, სამივეს ერთოთახიან ბინაში ვიწროდ გვეცხოვრა, მეორადებში ტანსაცმელი გვეყიდა, მდინარეზე დაგვესვენა. უკეთესი იქნებოდა, დედა მყოლოდა და არა უცნობი ქალი, რომელიც დილადრიან ღიღინებს და უკითხავად საჭმელს აკეთებს.