გამოცდილი მეთოდი, როგორ გადაარჩინოთ რეცხვის შემდეგ დაპატარავებული ტანსაცმელი

0
605

დარწმუნებული ვარ, ერთხელ ყველას მოსვლია ასე. სარეცხი მანქანის დოლურაში ათავსებ სვიტერს, რომელიც ახლახან გაიხადეთ, მაგრამ იღებთ 2–3 ზომით დაპატარავებულს. ბევრ ქსოვილს ახასიათებს შეკუმშვა, თუ არასწორად გარეცხავთ. რა უნდა გააკეთოთ, თუ რეცხვის შემდეგ ტანსაცმელი დაპატარავდა? პაპარაცი გიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების ხრიკს.

რატომ პატარავდება ტანსაცმელი რეცხვის შემდეგ?

დაგვეთანხმეთ, საწყენია, როცა ტანსაცმელი პატარავდება სარეცხ მანქანაში რეცხვის შემდეგ. არა მარტო სარეცხ მანქანაში, რადგან ბევრი დელიკატური ქსოვილი ხელით რეცხვითაც შეიძლება დაზიანდეს.

ტანსაცმლის შეკუმშვის ძირითადი მიზეზები:

  • მაღალი ტემპერატურის წყალი
  • ინტენსიური გაწურვა
  • გაშრობა მზის პირდაპირ შუქზე, გათბობის ბატარეაზე ან სითბოს სხვა წყაროსთან ახლოს
  • მაღალი ტემპერატურა დაუთოებისას

აუცილებლად დააკვირდით ამ პარამეტრებს, შეისწავლეთ ეტიკეტები, ამა თუ იმ ქსოვილის მოვლის წესები, ვინაიდან ტანსაცმლის დაპატარავების თავიდან აცილება უფრო მარტივია, ვიდრე მოგვიანებით გამოსწორება.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ტანსაცმელი დაპატარავდა რეცხვის შემდეგ

მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ უსიამოვნება უკვე მოხდა და ქსოვილი დაპატარავდა? უმეტეს შემთხვევაში, შეკუმშული ტანსაცმლის აღდგენა მარტივია. ნივთი ოდნავ დაასველეთ ან სპრეის ბოთლიდან წყალი შეასხურეთ, შემდეგ ჩაიცვით და სახლში ატარეთ – ცოტა ხანში გაიწელება. არ დაგავიწყდეთ, რომ ნივთი შეიძლება როგორც შეიკუმშოს, ასევე გაიწელოს. ტრიკოტაჟის და ნაქსოვი ნივთები, რომელთაც გაწელვა ახასიათებთ, ჰორიზონტალურად გააშრეთ, ქსოვილს ჩამოშვების საშუალება არ მისცეთ.

რა გავაკეთოთ, თუ სიტუაცია კრიტიკულია? ვთქვათ, საყვარელი სპორტული შარვალი მოცულობაში 2 ზომით შემცირდა და სიგრძეში 5 სმ–ით. თან უკვე მშრალია. რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?

შეკუმშული ტანსაცმლის აღდგენის გამოცდილი მეთოდი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში თმის კონდიციონერი დაგეხმარებათ. ზუსტად ის, რომელსაც შამპუნით თავის დაბანის შემდეგ ვიყენებთ. ტანსაცმლის და ქსოვილის კონდიციონერიც ვერ იმუშავებს ისე ზუსტად, როგორც თმის ბალზამი.

მოქმედების წესი

  1. თმის კონდიციონერი ან ბალზამი აიღეთ. ყველაზე უბრალო, ყოველდღიური გამოყენების, არც ისე სქელი საშუალება უკეთესია.
  2. ჩაის კოვზი კონდიციონერი ჭიქა წყალში გააზავეთ, რომ მთლიანად გაიხსნას.
  3. ტაშტი ცივი წყლით აავსეთ და კონდიციონერის ნარევი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
  4. დაპატარავებული ტანსაცმელი ამ ნარევში 15–20 წუთით ჩაალბეთ.
  5. წყალი გადაასხით, ნივთი ფრთხილად გაწურეთ, ტანსაცმლის დახვევის გარეშე.
  6. ნივთი დიდ პირსახოცზე გაფინეთ, დაახვიეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ.
  7. ასე რამდენჯერმე გაიმეორეთ, შემდეგ ნივთი მშრალ პირსახოცზე გაფინეთ.
  8. ფორმა ფრთხილად მიეცით, ხელებით ძალიან ფრთხილად გაწელეთ და ამ მდგომარეობაში დატოვეთ გასაშრობად.
  9. მოგვიანებით, გასაშრობად (ასევე ჰორიზონტალურად) გაიტანეთ, რომ სრულად გაშრობა უზრუნველყოთ.

ამ მანიპულაციების შემდეგ ქსოვილი ხდება მოქნილი, ძალიან რბილი და სხეულისთვის სასიამოვნო. ასევე თმის ბალზამის სასიამოვნო არომატით ივსება. განსაკუთრებით კარგი მეთოდია ბამბის და მატყლის სამოსისთვის.