2 რეცეპტი, როგორ გააკეთოთ გემრიელი, სქელი არაჟანი კეფირისგან სახლის პირობებში

0
79

სახლის პირობებში ისეთი გემრიელი არაჟანი შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ვერც ერთი მაღაზიაში ნაყიდი არაჟანი ვერ შეედრება. ასეთი შესანიშნავი ნატურალური პროდუქტი სუფრიდან უფრო სწრაფად გაქრება, ვიდრე გირცები, რომელთან ერთადაც არაჟანი გაიტანეთ. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გააკეთოთ არაჟანი კეფირისგან, რომელიც მაღაზიაში ნაყიდზე უფრო ჯანსაღია.

გთავაზობთ გაეცნოთ ამ პროდუქტის მომზადების 2 დეტალურ რეცეპტს. ერთ რეცეპტში კეფირი მთავარი ინგრედიენტია, მეორეში – დამატებითი. არაჟანი ორივე შემთხვევაში ზღაპრულად გემრიელი გამოდის.

როგორ გავაკეთოთ არაჟანი სახლის პირობებში

რეცეპტი №1

ინგრედიენტები:

  • 1 ლ კეფირი

მომზადების წესი:

  1. შესაბამისი ზომის ქვაბში ან ღრმა თასში საწური მოათავსეთ. რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლა ჩააფინეთ.
  2. თანდათან 2,5%–იანი (ან უფრო მეტი) კეფირი ჩაასხით. კონსტრუქცია მთელი ღამე მაცივარში შეინახეთ. მინიმუმ 8 საათით მაინც.
  3. ვადის გასვლის შემდეგ მიღებული არაჟანი შრატისგან დაწურეთ. მზადაა!

მნიშვნელოვანია! შრატი არ გადაასხათ. მაცივარში მინის ჭურჭელში შეინახეთ. შემდეგ ბლინების საცხობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასზე მომზადებული ფენქეიქები სუპერ ნაზი გამოდის.

რეცეპტი №2

ინგრედიენტები:

  • 1 ლ რძე
  • 4 ს/კ კეფირი

მომზადების წესი:

  1. რძე ქვაბში ჩაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ რძეს გაგრილების დრო მიეცით, რომ თბილი გახდეს (დაახლოებით 40 გრადუსი). ქაფი მოხადეთ.
  2. კეფირი დაუმატეთ. ინგრედიენტებს ხელის სათქვეფით კარგად აურიეთ. ქვაბს თავსახური დაახურეთ.
  3. ქვაბი პირსახოცებით ან პლედით შეფუთეთ. 7 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  4. შემდეგ მეორე ქვაბი აიღეთ. მასზე საწური მოათავსეთ, რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლა ჩააფინეთ. მზა ჩუმა მაწონი ჩაასხით.
  5. ქვაბს თავსახური დაახურეთ. მაცივარში 8 საათი შეინახეთ. შრატის კარგად მოსაშორებლად მასას პერიოდულად აურიეთ.
  6. ბოლოს შრატისგან დაწურეთ. არაჟანი ღრმა თასში გადაიტანეთ. სათქვეფით ან ბლენდერით კარგად ათქვიფეთ. პროდუქტი მინის ჭურჭელში შეინახეთ.

მნიშვნელოვანია! ხარისხიანი არაჟნის მოსამზადებლად სახლის ძროხის რძე გამოიყენეთ. თუ ასეთი არ გაქვთ, გამოიყენეთ ნაყიდი რძე ცხიმის მაღალი შემცველობით.

არ დაგავიწყდეთ, რომ ხელნაკეთი არაჟანი ისე დიდხანს არ ინახება, როგორც მაღაზიაში ნაყიდი. თუ ხედავთ, რომ ხელნაკეთი რძის პროდუქტის ჭამას ვერ ასწრებთ, ხაჭაპურის ან ბლინების ცომს დაუმატეთ. გემრიელი გამოვა!