კარგმა დიასახლისმა იცის, როგორ შექმნას სისუფთავის სუნი სახლში

0
436

ბინაში სისუფთავის სუნი ნიშანია, რომ დიასახლისი ტყუილად არ კარგავს თავისუფალ დროს სახლის დალაგებასა და მოწესრიგებაზე. ყველაფერი ხომ სწორი ჩვევების ნაკრებშია. როგორც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან მოგიწევთ საკუთარი ბინის მოწესრიგება. ყველაზე შრომისმოყვარე დიასახლისმაც შეიძლება ვერ შეამჩნიოს ისეთი წვრილმანები და შეცდომები, რომლებიც მათ ძალისხმევას ანულებს. როცა თვალები „დაბინდული“ გვაქვს, ვფიქრობთ, დიდი საქმე გავაკეთეთ და შედეგი იდეალურია. აი, სტუმრები ყველა შეცდომას მაშინვე ამჩნევენ. ყოველთვის ასე მუშაობს.

თქვენი ძალისხმევა მაქსიმალურ მაჩვენებლამდე რომ მიიყვანოთ, ყველაფერი გააკეთეთ ისე, როგორც საჭიროა. არ დაგავიწყდეთ პრობლემური ზონები, რომლებსაც ბევრი დიასახლისი ყურადღებას არ აქცევს. არ იდარდოთ, ასეთი ზონა ბევრი არაა. ხარვეზების აღმოფხვრას ნახევარ საათში შეძლებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ რჩევებით დაგეხმარებით.

სისუფთავის სუნი

ცუდი ვენტილაცია

თანამშრომლები, რომლებიც ბინებში დადიან და ვენტილაციას ამოწმებენ, თაღლითები არ არიან. სავენტილაციო სისტემის ცუდი მუშაობა შესამჩნევი შეიძლება არ იყოს, მაგრამ სერიოზული შედეგები შეიძლება მოყვეს. ტენიანობის დაგროვება ობის და სოკოს გავრცელებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ეს იწვევს ბინაში ჰაერის ხარისხის გაუარესებას, რაც მობინადრეების ჯანმრთელობაზე და ფილტვებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სავენტილაციო არხები უნდა იყოს კარგ, თუ არა იდეალურ, მდგომარეობაში. სხვა ვარიანტი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისუფთავის სუნი არ გაჩნდება.

სისუფთავის სუნი

ხშირად დიასახლისები იმდენად „ერწყმიან“ ბინას, რომ ოთახში არსებულ ახალ არომატებს ვერ გრძნობენ. ზოგისთვის სამზარეულოდან მომავალი საჭმლის სუნი ჩვეულებრივი ამბავია. არ ესმით სტუმრების და ბინის სხვა მობინადრეების პრეტენზიები. მათთვის ეს „არომატები“ უკვე ახლობელია. იგივე სიტუაციაა შინაურ ცხოველებთან. პატრონისთვის საყვარელი ძაღლი სუნიანი არაა, მაშინ რატომ არიდებს თავს ყველა, ვისაც არ ეზარება, მეზობლები ქუჩის მეორე მხარეს გადადიან, როცა ერთად ხედავენ? დაფიქრება ღირს.

საქმე დეტალებშია

ხშირად ჭუჭყი უხილავია ისეთ ადგილებში, როგორიცაა კარის სახელურები, როზეტები და ჩამრთველები. ჩვენი ტვინი მიჩვეულია პრობლემების მოგვარებას მათი გაჩენისთანავე. თუ ვხედავთ მტვერს, ვცდილობთ მის მოშორებას. ამაში არაფერია გასაკვირი. როზეტში მტვრის ძიებას არავინ დაიწყებს. თითქოს იქ მტვერი არ უნდა იყოს. თუმცა ეს თავის მოტყუებაა. მაშინაც კი, თუ საგნის ზედაპირს ისეთი ფერი აქვს, რომ ჭუჭყი არ ჩანს, გარკვეულ დროში აუცილებლად დაგროვდება. ზუსტად ისე, როგორც ფოტოს ჩარჩოზე ან პლაკატზე. კარგია, რომ მისი მოშორება სწრაფად შეიძლება.

მტვერი ავეჯის ქვეშ

ხშირად ვალაგებთ იქ, სადაც ჩანს, გვავიწყდება ადგილები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. მტვერი ავეჯის ქვეშ ან ტექნიკის უკან არა მხოლოდ ქმნის ხელსაყრელ პირობებს ტკიპებისთვის, არამედ შეიძლება შეიცავდეს ტოქსინებს და ალერგენებს, რომლებიც ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, ბავშვების და ცხოველების საყვარელი ადგილია. მაგალითად, კატას უყვარს იქ თავისი „სიმდიდრის“ შენახვა: თმის სამაგრი, ბოთლის პლასტმასის თავსახური. ბავშვებს უსასრულო ფანტაზია აქვთ, ამიტომ ნებისმიერი რამის დამალვა შეუძლიათ. ყურადღება მიაქციეთ ასეთ „სამალავებს“ და ბინა უფრო სუფთა გახდება.

გადატვირთული სამზარეულო

რა თქმა უნდა, ეს შეიძლება განზრახ მოხდეს. მაგალითად, დიასახლისს უყვარს პატარა ქილები და ბოთლები, ინტერნეტ მაღაზიებში ან ბაზრობაზე ნაყიდი. უბრალოდ არ შეუძლიათ, რომ მთელი ეს სილამაზე დამალონ, როგორც საჭიროა, სპეციალურ კარადაში ან თაროზე. „შეხედეთ, 20 სახეობის სანელებელი და 10 სახეობის მარცვლეული მაქვს. ახლა გაჩვენებ ჩაის თუნუქის ყუთების კოლექციას“! გემოვნების და შინაგანი შეგრძნებების გამო არავის ვაკრიტიკებთ. ერთს ვიტყვით: ქილების შენახვა სამზარეულოს ვიზუალურად უფრო ფართოს და გარეგნულად ლაკონურს აჩენს. თუ ეს მოგწონთ, იცით, რა უნდა გააკეთოთ.

მოუვლელი მცენარეები

თუ მცენარეებს ბინაში თვალსაჩინო ადგილას ინახავთ, მისი გარეგნობა კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. ოთახის მცენარის გარეგნობით საცხოვრებლის და ოჯახის ენერგეტიკის შეფასება შეიძლება. ყვითელი ფოთლები მიუთითებს, რომ გარშემო რაღაც ხდება. არაფერს ვამბობთ, მცენარეების ზედაპირზე არსებულ მტვერზე და გამხმარ ფოთლებზე. უშნოდ გამოიყურება და არც ისე კარგია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად მცენარეებს ინტერიერის გასაუმჯობესებლად ვიძენთ. მაშ, რაში გვჭირდება, თუ სიტუაციას ამწვავებს?

არეულობა სააბაზანო ოთახში და სისუფთავის სუნი

სააბაზანო ოთახს ბინაზე და მის მფლობელზე მთელი შთაბეჭდილების გაფუჭება შეუძლია. მაგალითად, სტუმრებმა შეიძლება დაინახონ ბინძური სარეცხი. უკვე დიდი ხანია იყიდება ყველა ზომის და დიზაინის კალათები გასარეცხი ნივთებისთვის, მაგრამ ბევრი ოჯახი მაინც იყენებს პარკებს ან საერთოდ ერთ დიდ გროვაში ათავსებს. სხვებისგან მოშორებით, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩანს. ასეთი გადაწყვეტილება არასწორია და სასწრაფოდ შეცვლა საჭიროა. ახლა იყიდება იმდენი კალათა და ყუთი თეთრეულისთვის, რომ ნებისმიერი საფულე გაწვდება. რეკომენდებულია, ყურადღება მიაქციოთ თავსახურიან ყუთს. მარტივი და ეფექტურია.

ასევე სააბაზანო ოთახი ცნობილია იმით, რომ უნებურად სტუმრებს აჩვენებს ყველა შამპუნს, კრემს და თავის მოვლის საშუალებებს. არავის წყენინება არ გვინდა, მაგრამ ქალებმა ამ საკითხში ყველას აჯობეს. არადა სპეციალური კონტეინერი შეგიძლიათ შეიძინოთ და სააბაზანო ოთახი უკეთესი გახდება. ზოგჯერ სარკე სუფთაა, ფილები ბრწყინავს, მაგრამ აბაზანა და იატაკი სავსეა ბოთლებით, ქილებით, ყუთებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბინის მფლობელი არაფერს აგდებს და ყველაფერს აბაზანაში ინახავს. საწყენიც არის.

მიწოდება

დიახ, კერძების მიწოდება სტუმრებისთვის თქვენს უნარზე ბევრს ამბობს. არ ღირს მათი გაოცება ნოყიერი კერძებით. თუ არაა ფურშეტი, არამედ თავაზიანობის ჟესტი, ყველაფერი მაქსიმალურად მარტივად, მაგრამ სუფთა გააკეთეთ. ლამაზი ფინჯნები და თეფშები, თუ ჩაის ან ყავის მირთმევას აპირებთ. თუ სტუმრებს ცოტა მოშივდათ, სალათი შეგიძლიათ გაიტანოთ, მხოლოდ სუფთა თეფშში. სალათს ზემოდან წვრილად დაჭრილი მწვანილი შეგიძლიათ მოაყაროთ. ეს ცოტა დროს მოითხოვს, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობას მიანიჭებთ. თუ თვალს უხარია, გემოზე საუკეთესოდ იმოქმედებს.

კარგი დიასახლისი თავად უნდა ცდილობდეს სუფთა და მოწესრიგებულად ცხოვრებას. ამის სურვილის გარეშე სტუმრები ვერ დაგეხმარებათ. იქნებ, იმავე სამზარეულოში მაგიდა იყოს სუფთა ან აბაზანა ბრწყინავდეს, მაგრამ დიასახლისისთვის უხილავი დეტალები განწყობას აფუჭებს. თუ ჰაერში სისუფთავის სუნი არ ტრიალებს, ვერაფერს გახდებით. ვიმედოვნებთ, ჩვენი დახმარებით მეგობრებსა და ნაცნობებს შორის მარჯვე დიასახლისის ტიტულს მიიღებთ. ამისთვის საჭირო არაა დახარჯოთ ბევრი დრო და ენერგია. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ კონკრეტული რჩევები და თქვენს ბინაში ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ეს ხომ ასე მარტივია!