ძლიერი ლოცვა „შვიდი ჯვარი“ დაგიცავთ ნებისმიერი ბოროტებისგან, შვიდი საკეტით ჩაკეტავს უბედურებას

0
4861

მორწმუნე ადამიანი ლოცვის სიტყვებით უფალთან და მის მიმდევრებთან ურთიერთობს. მისი დახმარებით გამოხატავს სიყვარულს და ღრმა პატივისცემას იესო ქრისტეს და მისი მოწაფეების მიმართ. გულწრფელი ლოცვით უფლამდე მიდის განკურნების, ცოდვების მიტევების და სულის გადარჩენის თხოვნა, ამიტომ მას მიმართავს ყველა ქრისტიანი რთულ მდგომარეობაში. ბევრი ლოცვა არსებობს და ყოველი მათგანი იმსახურებს დამახსოვრებას და დაუღალავად გამეორებას. განსაკუთრებით, ლოცვა „შვიდი ჯვარი“, რომელიც სწორი წაკითხვის შემთხვევაში შეიძლება გახდეს ძლიერი ამულეტი თქვენთვის, თქვენი სახლისთვის და ახლობლებისთვის.

ლოცვა „შვიდი ჯვარი“

„ვსახავ შვიდ პირჯვარს ჩემს თავს, ჩემს ოჯახს და ჩემს სახლს. ვადებ შვიდ ძლევამოსილ ჯვარს: ცათა მეფისგან, რომლის სამსჯავროს წინაშე წარვდგებით უკლებლივ ყველა; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, რომელმაც უბიწოდ ჩასახა და შვა უფალი ჩვენი; ყოვლადმოწყალე იესო ქრისტესგან, ჩვენთვის, ცოდვილთათვის შუამდგომელი; სულიწმიდისგან, რომელიც ზეციდან ღვთის ძეზე გადმოვიდა; მფარველი ანგელოზისგან, რომელიც დაუღალავად მაკვირდება, მიწიდან ცამდე და მზის ჩასვლიდან განთიადამდე;

ჯვრები დახურავს ყველა შესასვლელს უწმინდური ძალებისთვის, დაგვმალავს ბოროტებისგან. სახლს ვადებ შვიდ საკეტს, ვხურავ უბედურებისგან, ვაძლევ დამცავ ძალებს მშვიდობისთვის, ჰარმონიისთვის და კეთილდღეობისთვის.

პირველი ჯვარი საკეტი მწარე ცრემლებისგან, მეორე – ცუდი ბედისგან, მესამე ჯვარი – სიღარიბისგან, მეოთხე – შავი შურისგან, მეხუთე – ბოროტებისგან, მეექვსე – ავადმყოფობისა და უდროო სიკვდილისგან. მეშვიდე ჯვრით ვკეტავ მთელ საცხოვრებელ სივრცეს.

შვიდ საკეტს ვაერთიანებ, გასაღებს უფალს ვაძლევ. დაე, ზეციურმა ძალებმა დაგვიცვან, ყველა უწმინდური განდევნონ. მწამს უფლის და მისი ღვთაებრივი მოწყალების! დაე, იყოს ჩვენი აზრები სუფთა და სული უცოდველი! ამინ!“

როდის წავიკითხოთ ლოცვა?

ძლიერი ლოცვა „შვიდი ჯვარი“ იკითხება ყოველდღე, როცა თავს ცუდად გრძნობთ ან ახლობლების ბედზე უმიზეზო შფოთვა გიპყრობთ. ლოცვით ოჯახის კერისთვის უხილავ ამულეტს შექმნით.

ის იკითხება სტიქიური უბედურების მოლოდინში, რომ დაიცვათ სახლი განადგურებისგან და მისი მაცხოვრებლები გადაარჩინოთ.

ძლიერი ლოცვა შეიძლება დაგჭირდებათ ცხოვრების რთულ პერიოდში, როცა წარუმატებლობა ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ლოცვის სიტყვები აღადგენს საკუთარი ძალის რწმენას და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლოცვა წაიკითხეთ, თუ ეჭვობთ, რომ ხალხი გისურვებთ ბოროტებას თქვენ ან თქვენს ახლობელს. ლოცვის ძალა სახლს მოშურნეებისა და ავი თვალისგან დაიცავს.

„შვიდი ჯვრის“ ტექსტი იკითხება, როცა სახლში ხშირდება სკანდალი და გაუგებრობა. დაგეხმარებათ ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში, ასევე ოჯახში სიყვარულის და ნდობის მოზიდვაში.

როცა ოჯახის წევრები ხშირად ავადდებიან, რეკომენდებულია ლოცვის წაკითხვა მათ სწრაფად განსაკურნებლად. მომავალში ოჯახის წევრებს დაიცავს ცუდი განწყობისა და საშიში დაავადებებისგან.

როგორ წავიკითხოთ ლოცვა „შვიდი ჯვარი“?

ლოცვა შვიდჯერ ნელა წაიკითხეთ. ამასთან სანთელი აანთეთ და თქვენს გარშემო სივრცეს პირჯვარი მუდმივად გადასახეთ. ლოცვის კითხვისას წარმოიდგინეთ, როგორ ფარავს გამჭვირვალე მანათობელი გუმბათი თქვენ, თქვენს სახლს და მის ყველა მობინადრეს.

ლოცვის წაკითხვა ყველაზე მცირეა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. ლოცვა წაიკითხეთ გულწრფელად და მისი სასწაულმოქმედი სიტყვების ღვთაებრივ ძალაში ღრმა რწმენით.