ნიკოლა ტესლას აკრძალული ინტერვიუ, რომელიც მხოლოდ 83 წლის შემდეგ იპოვეს. მისი ფიქრები გასაოცარია

0
3126

„მინდოდა მთელი დედამიწა გამენათებინა“: სერბმა მეცნიერმა ნიკოლა ტესლამ ეს საოცარი ინტერვიუ 1899 წელს მისცა ამერიკელ ჟურნალისტს ჯონ სმიტს გამოცემიდან Immortality, შტატ კოლორადოში. ცნობილმა ფიზიკოსმა ახალი ხედვა წარმოადგინა ელექტროენერგიის სამყაროსა და ყოფის საიდუმლოებებზე.

ეს მასალა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 83 წლის შემდეგ და ათასობით გონება ააფორიაქა. „დედამიწაზე არასდროს არავინ მომკვდარა“ – ირწმუნებოდა გენიოსი. გთავაზობთ ამ ფანტასტიკური ინტერვიუს ნაწყვეტს. ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩენა გელოდებათ სტატიის ბოლოს.

ელექტროენერგიის სამყარო

რეპორტიორი: ფუტურისტები ირწმუნებიან, რომ XX–XXI საუკუნეები ნიკოლა ტესლას გონებაში დაიწყო. მის ლაბორატორიაში მოხდა ატომის დაშლა. შექმნეს იარაღი, რომელიც დედამიწის მოძრაობას იწვევს. აღმოაჩინეს ბნელი სხივები კოსმოსში. ტესლას ტაძარში ადიდებენ, რადგან ადამიანებმა გააცნობიერეს ემპედოკლეს ნივთიერებების (წყალი, ცეცხლი, ჰაერი და მიწა) დიდი საიდუმლო, რომ შეუძლიათ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია ეთერებისგან.

ტესლა: ასეც არის, ეს ერთ–ერთი მთავარი აღმოჩენაა, რომელიც გავაკეთე. მაგრამ დამამარცხეს. ვერ დავასრულე ბოლომდე ის, რაც შემეძლო.

რეპორტიორი: რას გულისხმობთ, ბატონო ტესლა?

ტესლა: მინდოდა მთელი დედამიწა გამენათებინა. შევძელი კოლორადოში მთელი მიწის ელექტროენერგიით გავსება. შეგვიძლია გამოვიმუშავოთ იმდენი ელექტროენერგია, რომელსაც ერთი მზის ძალა ექნება. მაგრამ ჩვენი ცივილიზაცია მზად არაა ღირსების და სიკეთის გზაზე გასასვლელად.

ჩვენს ძალაშია სიკეთის ენერგიის სხვა სახის ათვისება. იგივე ფსიქიკური ენერგია. ის გვხვდება მოცარტის ან ბახის ეტიუდებში, გენიალური პოეტების შემოქმედებაში. მიწის სიღრმეში იმალება მშვიდობის, სიკეთის და სიყვარულის ძალები. ვლინდება ნიადაგიდან ამოსულ ყვავილში, საკვებში, რომელსაც ვზრდით, ყველაფერში, რაც ადამიანად გვაქცევს. წლები ვფიქრობდი, რა გავლენას ახდენს ეს ენერგიები ჩვენზე. და ვნახე: ვარდის ლამაზ გარეგნობას და ტკბილ სუნს განკურნება შეუძლია, მზის სითბოს – კვება. ყოფიერება სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მეცნიერი ვალდებულია აღმოაჩინოს ისინი მატერიის ნებისმიერ ფორმაში. ვეძებ 3 რამეს. ვიცი, რომ ვერ ვიპოვი, მაგრამ მცდელობას არ შევწყვეტ.

ელექტროენერგიის სამყარო: 3 რამ

რეპორტიორი: რას გულისხმობთ მათში?

ტესლა: პირველი საკვებია. დავსვი კითხვა: რა რესურს, მიწიერს თუ არამიწიერს, შეუძლია მშიერი ხალხის დაპურება? რომელი ღვინო მოკლავს მათ წყურვილს, რომ ხალხმა საბოლოოდ გააცნობიეროს თავიანთი ღვთაებრიობა?

მეორე რამ არის ტანჯვის და ბოროტი ძალების განადგურება, რომლებიც ავსებენ ადამიანის არსებობას. ზოგჯერ ეს ეპიდემიური დაავადებები კოსმოსის ყველაზე შორეულ კუთხეშიც ხდება.

მესამე – არსებობს თუ არა ჩვენს სამყაროში ჭარბი სინათლე? აღმოვაჩინე ერთი ვარსკვლავი ირმის ნახტომში. მათემატიკის და ფიზიკის კანონები ამბობენ, რომ მას შეუძლია მოკვდეს. ეს ვარსკვლავი ასხივებს იმდენად დაბალი სიმკვრივის სინათლეს, რომ მისი ზომა ვაშლს არ აღემატება. ამასთან მისი მასა მთელ მზის სისტემაზე დიდია. ფილოსოფოსები და რელიგიური ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს მეორე ბუდა და ქრისტე. მე ვისწრაფვი დავამტკიცო რაღაც უფრო წარმოუდგენელი და გიჟური.

ვიცი, რომ გრავიტაცია საკმარისია ფრენისთვის. მიზანი არ მაქვს, შევქმნა საფრენი მოწყობილობა – მინდა ვასწავლო ხალხს საკუთარი ფრთების მართვა გონების ძალით. მივისწრაფვი ვაწარმოო ენერგია ჰაერიდან. ის, რასაც ჩვენ სიცარიელედ მივიჩნევთ, გაუღვიძებელი მატერიაა. არც დედამიწაზე და არც სამყაროს რომელიმე კუთხეში ცარიელი სივრცე არაა. შავი ხვრელები სასიცოცხლო ენერგიის კოლოსალურ რესურსებს შეიცავს.

მატერიის და ელექტროენერგიის ბუნება

რეპორტიორი: გულშემატკივრები ჩივიან თქვენს განცხადებებში ერთგვარ გაურკვევლობაზე. ჯერ ამბობთ, რომ მატერიას ენერგია არ აქვს. შემდეგ ამბობთ, რომ ენერგია ყველაფერშია. გთხოვთ, აგვიხსენით.

ტესლა: საქმე იმაშია, რომ ჯერ გაჩნდა ენერგია, შემდეგ მატერია. მატერია წარმოიშვა უძველესი პირველყოფილი ენერგიიდან, რომელიც ცნობილია ჩვენთვის, როგორც სინათლე. მისგან წარმოიშვა ვარსკვლავები, კომეტები, ადამიანები, ცხოველები და მთელი სამყარო. სინათლე იღებს გარკვეულ ფიზიკურ ფორმას, ამიტომ მატერიაზე ძველია. ყველა ცოცხალი არსება სინათლისგან შედგება. გახსოვდეთ: დედამიწაზე მცხოვრები არასდროს მომკვდარა. ენერგია მარადიულია.

რეპორტიორი: რა არის თქვენთვის ელექტროენერგია?

ტესლა: ის ყველაფერშია. თავიდან იყო მხოლოდ სინათლის უსასრულო ენერგია. მან წარმოქმნა მატერია და გაავრცელა სხვადასხვა ფორმით, რომელსაც ვხედავთ ჩვენს პლანეტაზე და მთელ სამყაროში. სინათლის ნამდვილი ბუნება შავშია დამალული, მაგრამ ჩვენი მხედველობის ორგანო მას ვერ წვდება. ეს ნამდვილი კურთხევაა კაცობრიობისთვის და ყველა ცოცხალი არსებისთვის. სინათლის მრავალი ნაწილაკიდან მხოლოდ ერთს აქვს ენერგიის სხვადასხვა სახე: თერმული, რადიაციული, ქიმიური, მექანიკური და ჯერ კიდევ დაუდგენელი. მის ორბიტას ჩვენი პლანეტის მართვა შეუძლია.

რეპორტიორი: ბატონო ტესლა, თქვენ ზედმეტად აფუძნებთ ყველაფერს ელექტროენერგიაზე.

ტესლა: ზუსტად, რადგან ჩემი არსი არის ელექტროენერგია ადამიანის ფორმაში. თქვენც ელექტროენერგია ხართ, ბატონო სმიტ, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებთ. მთელი სამყარო ელექტროენერგიაა.

რეპორტიორი: სასტუმროს პერსონალმა გვითხრა, რომ ჭექა–ქუხილის დროს უცნაურად იქცევით, ნომერში იკეტებით და საკუთარ თავს ელაპარაკებით.

ტესლა: მე ველაპარაკები ჭექა–ქუხილს და ელვას.

წარმოსახვის ძალა და კოსმიური ტკივილი

რეპორტიორი: თქვენთვის წარმოსახვა რეალობაზე უფრო რეალურია?

ტესლა: ეს არის ის, რაც სიცოცხლეს ბადებს. საკუთარ თავს ოცნებების, გრძნობების და ხედვების კონტროლი მივაჩვიე. მთელი ჩემი ცხოვრება აღტაცებაში გავატარე. ჩემს ბედნიერებას წარმოსახვას უნდა ვუმადლოდე. მისი წყალობით წლების განმავლობაში იმდენი გავაკეთე, რომ ეს ნამუშევრები მინიმუმ 5 სიცოცხლისთვის საკმარისი იქნება.

რეპორტიორი: არაერთხელ ახსენეთ რაღაც კოსმიური ტკივილი. რა ტერმინია?

ტესლა: ეს დაავადებაა, რომლის არსებობაზეც ბევრმა არ იცის. როგორც სხვა კატასტროფებზე, მკვლელობებზე, შიმშილსა და უბედურებაზე. იმაზე, რაც ჩვენს ცხოვრებას კოშმარულს და ალოგიკურს ხდის. ამ დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ გაცნობიერებას მისი დამანგრეველი ძალის შემცირება შეუძლია.

როცა ჩემს ახლობლებს ჭრილობა აწუხებთ, ფიზიკურ ტკივილს განვიცდი. ჩვენი ხორცი მსგავსი მასალისგან შექმნილია, ხოლო ჩვენი სული ძლიერი ძაფებით შეკრულია. როცა მოულოდნელად მოწყენილი ხდებით, შესაძლოა, სადღაც სამყაროში დაიღუპა ბავშვი ან კეთილი ადამიანი. კომეტის დაბადებას ან ვარსკვლავის განადგურებას უფრო ძლიერ ვგრძნობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. დედამიწის ყველა არსებას შორის კონტაქტი უფრო მჭიდროა. ჩვენი ფიქრები და გრძნობები ყვავილს მეტ სილამაზეს ანიჭებს. ამ ჭეშმარიტების გაგებით განკურნებას შევძლებთ.

ელექტროენერგიის სამყარო: დამანგრეველი მხილება

ახლა ყურადღება, ძვირფასო მკითხველო. ახლახან წაიკითხეთ მხატვრული ნაწარმოები პირველიდან ბოლო ასომდე. ტესლას ბიოგრაფებმა საკუთარი კვლევა ჩაატარეს. შეისწავლეს კოლორადოს შტატის ძველი გაზეთების ვებარქივი (პირველად გამოქვეყნდა 1859 წელს) და გამოცემის Immortality მსგავსი ვერ იპოვეს. თანამშრომლების სიაში ვერ იპოვეს რეპორტიორი სმიტი.

უფრო მეტიც, 1899 წელს გამომგონებელთან ინტერვიუს ვერ ვუწოდებთ საბოლოოს ტესლას ცხოვრებაში. იგი 1943 წელს გარდაიცვალა და მანამდე ინტერვიუ მისცა გაზეთს New York Herald Tribune 1929 წელს. კიდევ 8 წლის შემდეგ მეცნიერმა პირადად მოამზადა თეზისები პრესასთან კონტაქტებისთვის, რომელიც მის 81 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მაშ, საიდან გაჩნდა ეს საოცარი ტექსტი? აღმოჩნდა, რომ ეს არის ფრაგმენტი პიესიდან „ტესლა ან ანგელოზის ადაპტაცია“, რომლის ავტორია სერბი დრამატურგი და მწერალი სტევანა პეშიჩი. ის მის შემოქმედებაში ბოლო გახდა. 1995 წელს პიესა ბელგრადის ეროვნულ თეატრში დადგეს.

პიესის ლიბრეტოში რეჟისორმა დუსან მიხაილოვიჩი დაწერა: „პეშიჩი იყო განსაკუთრებული დრამატურგი, წინასწარმჭვრეტი და ლირიკოსი პოეტი. დრამა სმილიანის ხედვის შესახებ მისი გედის სიმღერა გახდა. აქ ელეგანტურად გადაჯაჭვულია მეცნიერება, პოეზია, ფანტასტიკა და ფილოსოფია. პეშიჩი პიონერი გახდა მსოფლიო დრამაში ასეთი წარმატებული პიესა–ინტერვიუს შექმნით“.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ 2001 წლის ფილმი „ტესლა ან ანგელოზის ადაპტია“. ხოლო იუთუბზე შეგიძლიათ იპოვოთ ამ პიესის რადიოადაპტაციის ჩანაწერი 1992 წლიდან. მართალია, სერბულ ენაზე.

თუნდაც გამოგონილი, ეს ფანტასტიკური ინტერვიუ არ ამცირებს გამომგონებელი ტესლას ღირსებას. მისი ნიჭის და ხედვის წყალობით კითხულობთ ახლა ამ სტატიას თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში და შეგიძლიათ შთაბეჭდილებების გაზიარება კომენტარებში.