წარბების ფორმა და ადამიანის ხასიათი – ტესტი, რომლის წყალობით შესაშური ფიზიონომისტი გახდებით

0
966

ფიზიონომია მეცნიერებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ პიროვნების ტიპი, ტემპერამენტი და ადამიანის სულიერი მდგომარეობა სახის ამა თუ იმ ნაკვთების მიხედვით. მცოდნე ფიზიონომისტები რეგულარულად გვაოცებენ უნარით, გვიამბონ ბევრი რამ უცნობზე მხოლოდ ერთი შეხედვით. დღევანდელი ტესტი წარბების ფორმებზე საშუალებას მოგცემთ ფიზიონომისტის უნარები შეისწავლოთ. როგორც წესი, სულის სარკეს უწოდებენ თვალებს და არა წარბებს, მაგრამ ადამიანის ხასიათის შესახებ წარბები უფრო მეტყველია, ვიდრე თვალები!

ტესტი წარბების ფორმებზე ან როგორ განვსაზღვროთ უცნობის ხასიათი სწრაფად

ტესტის არსი

როგორც წესი, ამ ტიპის ტესტებში ადამიანის ქვეცნობიერს ვეყრდნობით. საბედნიეროდ, აქ ეს არ გვჭირდება. უბრალოდ ადამიანის წარბებს დააკვირდით და ქვემოთ მოცემულ სურათს შეუსაბამეთ. ასე სწრაფად იპოვით პასუხს ყველა კითხვაზე, რომელიც გაწუხებთ.

სქელი წარბები

სქელი წარბების მქონე ქალი ცდილობს იცხოვროს სრულად, ბოლომდე შეიგრძნოს, სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე. შეუპოვარია და საკმაოდ თავდაჯერებული. სხვისი აზრი საერთოდ არ აღელვებს. აი, დიდი ხნის წინ შედგენილ გეგმებში ცვლილებები აბრაზებს და მაშინ სჯობს თვალს მოეფაროთ!

წვრილი წარბები

ჩვეულებრივ, ასეთი წარბები აღნიშნავს მოკრძალებულ და „მიმყოლ“ ადამიანს. ამ ქალს მხოლოდ უხარია, როცა ვინმე მის მაგივრად გადაწყვეტილებას იღებს. საჭიროების შემთხვევაში, ერთი თვით ადრე შეუძლია გამოთვალოს ნებისმიერი ალბათობა, რომ კონფლიქტს თავი აარიდოს. ლიდერობას და მმართველობას არ ცდილობს, ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა.

მოხრილი წარბები

ტესტი წარბების ფორმების მიხედვით ირწმუნება, რომ ასე გამოიყურება პოტენციური ლიდერი, ამბიციური და არაპროგნოზირებადი ადამიანი. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხოლო მიმზიდველი პიროვნების წყალობით თაყვანისმცემლების მთელ არმიას იძენს. სამწუხაროდ, ასეთი გოგო ხშირად ცდილობს „დრამების დედოფლის“ მანტიის მორგებას, რაც მასაც და გარშემომყოფებსაც ცხოვრებას ურთულებს.

სწორი წარბები

სწორი წარბების მქონე ქალი მხოლოდ ლოგიკურად და პრაგმატულად მოქმედებს. ეყრდნობა მხოლოდ ფაქტებს და ციფრებს, ცივ ანგარიშს ამჯობინებს გულის ხმას. სამწუხაროდ, ამის გამო ხშირად პრობლემებში ვარდება, რადგან ელის, რომ მისი კოლეგა, მეგობარი და პარტნიორი გონივრულად მოიქცევა.

შეერთებული წარბები

როგორც წესი, ასეთი წარბები მეოცნებე და განსაკუთრებული აზროვნების მქონე ადამიანს აქვს. სხვების აზრი საერთოდ არ აღელვებს, უფრო მეტიც, საზოგადოების გაოცება მხოლოდ სიამოვნებს. თუმცა მისი მიმართულებით ნეგატივს არ აიტანს! კრიტიკოსებს ასეთი ქალი არ მოსწონთ და მაშინვე პირად მტრად იღებენ.

ფართო გლაბელა

გლაბელას უწოდებენ ცხვირის ხიდზე ძვლებს შორის სივრცეს, გადატანითი მნიშვნელობით წარბებს შორის მანძილის სახელია. ქალი, რომლის წარბები ერთმანეთისგან შორს არის, ჩვეულებრივ, კეთილი და მშვიდია. მას შეგიძლიათ ანდოთ ნებისმიერი საიდუმლო, სიტყვას არ გასცემს. სამწუხაროდ, ასეთ ქალს სასწრაფო საქმე არ უნდა დაავალოთ, რადგან საკმაოდ ნელია.