კარტოფილის ნათალი ჭაღარა თმის შესაღებად და ამ პროდუქტის სხვა სარგებელი

0
3845

კარტოფილის ნათალი ახალგაზრდებისთვის ისეთივე ნაგავია, როგორც უსარგებლო პლასტმასის პარკები. აი, წინა თაობის დიასახლისები კარტოფილის კანს აფასებდნენ! მათთვის ნათალი იყო კარგი კოსმეტიკური საშუალება, მოულოდნელად სასარგებლო სანელებელი და მაღალი ხარისხის სასუქი ბაღის ნაკვეთისთვის. დღეს ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ხუმრობს, რომ კარტოფილს უფრო ნათალისთვის ყიდულობენ.

კარტოფილის ნათალი და როგორ გამოვიყენოთ

რთული კარტოფილი

ვიცით, რომ კარტოფილი ევროპაში ამერიკიდან ესპანელებმა შეიტანეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის დასაწყისში! ცოტამ თუ იცის, როგორ შეხვდა თავდაპირველად უბრალო ხალხი კარტოფილს. საინტერესო ფაქტი: მხოლოდ მე–19 საუკუნის დასაწყისში ფრანგმა აგრონომმა ანტუან–ოგიუსტენ პარმენტიემ დაამტკიცა კარტოფილის საკვებადობა.

თავდაპირველად, ევროპელები თვლიდნენ, რომ „მიწის ვაშლი“, როგორც მაშინ უწოდებდნენ კარტოფილს, დეკორატიული და შხამიანი მცენარეა. გასაკვირი არაა, რომ ხალხი დღემდე აღმოაჩენს კარტოფილის ახალ და ახალ თვისებებს. ვინ იცის, იქნებ 100–200 წელიწადში კარტოფილის ნათალს მართლაც ოქროს ფასი ჰქონდეს.

კულინარიული ძვირფასეულობა

გამოცდილი მზარეულები კარტოფილის ნათალს აშრობენ, შემდეგ სამზარეულოს კომბაინში ათავსებენ და შვრიის ფანტელებივით აქუცმაცებენ. მსგავსი სახით კარტოფილის ნათალი შესანიშნავი საფანელია. უფრო მეტიც, ნათალი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ორცხობილის საფანელი, რადგან გლუტენს არ შეიცავს.

ბევრი ცნობილი რესტორნის შეფმზარეულმა იცის კარტოფილის ნათალის გამოყენების კიდევ ერთი საიდუმლო. ისინი ნათალს აქუცმაცებენ და კარტოფილის პიურეს უმატებენ. ამბობენ, რომ ასე აღწევენ კარტოფილის განსხვავებულ გემოს, რომლითაც ეს კერძი განთქმულია ცნობილ დაწესებულებებში.

პირველი კლასის კოსმეტიკა

ოდესღაც ბებიები კარტოფილის ნათალს სახეზე ისვამდნენ ნაოჭების მოსაშორებლად. ახლა პოპულარულია ნიღბები, რომლისთვისაც კარტოფილის ნათალს აბლენდერებენ პასტის მისაღებად. ლამაზმანები ამბობენ, რომ ასეთი ნიღაბი მავნე გამონაყარს და არასასურველ პიგმენტაციას სწრაფად უმკლავდება.

თუ ორი კარტოფილის ნათალს 20 წუთი მოხარშავთ, შემდეგ ნახარშს გააცივებთ, მიიღებთ ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის საშუალებას ჭაღარას წინააღმდეგ. ეს ნახარში დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ. კარტოფილის ნახარში „ღებავს“ ჭაღარას თმის საერთო ფერის შესაბამისად და შესანიშნავად ნიღბავს.

კარგი სასუქი

ბაღის კულტურებისთვის კარტოფილის ნათალს წყალი დაასხით 1:2 თანაფარდობით და 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ ამ სითხით კვლები მორწყეთ. ოთახის მცენარეებისთვის კარტოფილის ნათალს დაასხით მდუღარე წყალი იმავე პროპორციით და 1 დღე გააჩერეთ. როგორც არ უნდა იყოს, შედეგი იგივეა, მცენარე სწრაფად იზრდება!