რატომ არ უნდა გააცხელოთ რძე მიკროტალღურ ღუმელში?

0
200

ბევრი დღემდე თვლის, რომ რძის გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება. გვაშინებენ გემოს თვისებების დაკარგვით. ამბობენ, ასეთი გაცხელებისას რძე კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას. ისვრიან ტერმინებს, როგორიცაა „დაშლილი იმუნომასტიმულირებელი ცილები“, „ბიფიდობაქტერიებზე დარტყმა“, ასევე „ნიტრატები“, რომლებიც არსაიდან მოდის! სინამდვილეში, მიკროტალღურ ღუმელში რძის გაცხელება უბრალოდ მოუხერხებელია. საჭიროების შემთხვევაში, ამის გაკეთება შეიძლება. მთავარია, გონივრულად გააკეთოთ.

რძე მიკროტალღურ ღუმელში: როგორ გავაცხელოთ სწორად

მნიშვნელოვანი შენიშვნა

პირდაპირ გეტყვით: ზოგიერთი პროდუქტის გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში ნამდვილად არ ღირს. მაგალითად, იქ კვერცხი არ თბება, არამედ ფეთქდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ნაჭუჭის შიგნით წნევა სწრაფად გამოდის კონტროლიდან. სალათი და სხვა მწვანილი ასეთი გაცხელებისას უსარგებლო და უგემურ ჩალად იქცევა.

ასევე მიკროტალღური ღუმლისთვის შეუფერებელია რძემჟავა პროდუქტები, როგორიცაა კეფირი, იოგურტი ან მაწონი. გარდა ამისა, დედის რძეც ამ მეთოდით უმჯობესია არ გააცხელოთ. მიკროტალღურ ღუმელში სითხე არათანაბრად თბება და გარანტია არაა, რომ ასეთი რძე პირმშოს ნაზ პირს არ დაწვავს.

სერიოზული მინუსები

ძროხის ან თხის რძე მიკროტალღურ ღუმელში არც ისე კარგად იქცევა. ზოგჯერ ჭურჭლის ძირში იწვება. ასეთი დამწვარი რძე ორგანიზმს არ აზიანებს, მაგრამ ძალიან სპეციფიკურ გემოს იძენს. სამწუხაროდ, სასიამოვნო გემოს ვერ ვუწოდებთ.

მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას რძის ზედაპირზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ამაზრზენი გარსი. ადამიანისთვის ზიანის მომტანი არაა, მაგრამ არც სასარგებლო – უმეტესობა ჩვენგანს ბავშვობიდან ახსოვს რძის გარსი და ნამდვილად არ მოსწონს.

სწორი მეთოდი

თუ საკითხს გონივრულად მიუდგებით, რძე შეგიძლიათ გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში. პირველ რიგში, რძისთვის სწორი ჭურჭელი შეარჩიეთ. ბოლომდე არ გაავსოთ – სითხის ხაზსა და ჭურჭლის კიდეს შორის მანძილი მინიმუმ 3 სანტიმეტრი უნდა იყოს.

ახლა რძე მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ და 15 წამით ჩართეთ. ვადის ამოწურვის შემდეგ რძე გამოიღეთ და კარგად აურიეთ. ისევ გააცხელეთ, ყოველ 15 წამში რძეს აურიეთ, სანამ არ ნახავთ, რომ ჭიქიდან ორთქლი ამოდის.

რძის რეგულარული მორევა ამაზრზენი გარსის წარმოქმნას ხელს უშლის. გარდა ამისა, ამ პროცესის წყალობით რძე არ დაიწვება. ყველა სიფრთხილის დაცვის მიუხედავად, ასეთი გაცხელება დიდ დროს არ წაგართმევთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მეოთხედი ლიტრი რძე უკვე ერთ წუთში გათბება.