ნიშანი, რომ დემონები გაიძულებთ მათთვის იმუშაოთ. როგორ ვთხოვოთ ღმერთს დახმარება

0
366

ცხოვრებაში ბევრი სიტუაციაა, როცა ადამიანი უნებურად ბნელ მხარეს გადადის. ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ინფორმაციის ნაკადი ამ ინფორმაციის აღქმის დონეს ბევრად აღემატება. დრო არ გვაქვს, რომ გავჩერდეთ და დავფიქრდეთ, ვიქცევით თუ არა სწორად და როგორ უნდა მოვიქცეთ. უბრალოდ ვცხოვრობთ და არ ვფიქრობთ, რას დავტოვებთ: კარგ მოგონებებს თუ ნეგატიურ მომენტებს. ყოველი ჩვენი საქციელი კვებავს ჩვენს ან ნათელ მხარეს ან დემონებს ბნელ მხარეს.

არიან ადამიანები, რომლებმაც, როგორც ამბობენ, ეშმაკს სული მიყიდეს. ბნელი ძალების სამსახურში გადავიდნენ და ყოველდღე დემონებთან თანამშრომლობენ. არიან ადამიანები, რომლებიც სიბნელეში რთული ცხოვრებისეული სიტუაციის გამო აღმოჩდნენ. გულში კეთილები და ნათელნი არიან, მაგრამ ასე მოეწყო გარემოება. მსგავს სიტუაციაში პრობლემები უნდა მოაგვაროთ და დემონების განდევნაც არ დააყოვნებს. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.

დემონების განდევნა თქვენი ცხოვრებიდან

მოდით, შევხედოთ რამდენიმე ცხოვრებისეულ სიტუაციას. მაგალითად, ადამიანი ხანდახან ძლიერი სასმლისკენ მიდრეკილია. რაღაც მიზეზით ან დღესასწაულზე, მოწყენილობის და მარტოობის დროს. ასეთ მომენტებში ადამიანი ბნელ მხარეს გადადის და დემონებთან თანამშრომლობას იწყებს. ხომ შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლის გავლენით იწყებენ ურთიერთობის გარჩევას ან კამათს? ამათ იწვევენ დემონები, რომლებმაც თქვენი სუსტი ადგილი იპოვეს. როცა ადამიანი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, თავისი საქციელის რცხვენია.

აი, ქრონიკულ ლოთს სირცხვილის გრძნობა გამორთული აქვს. მის სულში უკვე სიბნელეა და დემონებთან მისი გარიგება გრძელვადიანია. ასეთ ხალხს ამ ბორკილებისგან თავის დახსნა ძალიან უჭირთ. დემონებს უკვე აქვთ გავლენა და მათ ცხოვრებას მართავენ. იგივე ხდება დეპრესიულ ადამიანებთან. მათ სულში ცხოვრობს წყენა საკუთარ თავზე და მთელ სამყაროზე. დემონები ამ წყენით მართავენ. ადამიანი ჩაკეტილ წრეშია და ფიქრობს, რომ გამოსავალი არ არის, ამიტომ აგრძელებს ბრაზს და წყენას.

სწორედ ასეთ მომენტებში უნდა გაჩერდეთ და დაფიქრდეთ. გაიაზროთ და გადააფასოთ თქვენი ცხოვრება. გაიხსენოთ კეთილი მომენტები, რომლებიც ცხოვრებაში იყო. ისწავლეთ პატარა სიხარულების დანახვა და ბედის საჩუქრების მიღება. ეს რომ მოხდეს, ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა გააცნობიეროთ. არა უბრალოდ თქვათ: „ვიცი, რომ ლოთი ვარ ან დეპრესიაში ვარ“. ეს უნდა იყოს სხეულის თითოეული უჯრედით გაცნობიერებული. ისე, რომ მთელი სხეული შეეწინააღმდეგოს ასეთ არსებობას.

ცხოვრების აზრი

როცა ადამიანი ამ ცნობიერებას მიაღწევს, არა მხოლოდ ისურვებს ცხოვრების შეცვლას, არამედ ადგება და შეცვლის რეალური მოქმედებებით. არა ხვალ ან ორშაბათს, არა ახალ წელს, არამედ დღეს და ახლა. დაიწყებს დილას არა ჭიქა არყით, არამედ ვარჯიშით. გაიღვიძებს სახეზე ღიმილით და იტყვის: „კარგი დღე იქნება“. პატარა ნაბიჯებით საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის გზას დაადგება. ამ მომენტებში დემონები, რომელთაც ენერგეტიკული მარაგი მოაკლდათ, გაბრაზდებიან. ყველანაირად ეცდებიან, რომ ადამიანს ხელი შეუშალონ.

ასეთ მომენტებში მთავარია არ დანებდეთ. იცოდეთ, რატომ აკეთებთ ამას. თქვენთვის, თქვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის. განავითარეთ დისციპლინა და მიზნების მიღწევის სურვილი. ისწავლეთ ცხოვრების დაგეგმვა და ოცნება. ცნობიერება, რატომ მოვედით ამ სამყაროში, სწრაფად არ მოდის. ხანდახან ბნელ მხარეს უნდა გადახვიდეთ, რომ გაიგოთ, რა გსურთ და რისკენ ისწრაფვით. მაგრამ როცა ამას მიხვდებით, ისურვებთ ცხოვრებას და ღრმად სუნთქვას.