5 რჩევა, როგორ იპოვოს ქალმა ბედნიერება ურთიერთობაში

0
1981

თუ თქვენ, როგორც ბევრი ჩვენგანი, დროდადრო გრძნობთ, რომ ემოციურ ატრაქციონზე ხართ, ეს სტატია თქვენთვისაა. დიდი სადჰგურუ, ქოუჩი, იოგის მასწავლებელი, ცნობილების ფავორიტი ინდოეთის სულიერი დედაქალაქიდან, იძლევა რამდენიმე ბრძნულ რჩევას, როგორ იპოვოს ქალმა ბედნიერება. მოდით, გავარკვიოთ!

როგორ იპოვოს ქალმა ბედნიერება: ბრძენი სადჰგურუს 5 რჩევა

ქოუჩი სადჰგურუს აზრით, ქალისთვის ბედნიერებისკენ მიმავალი გზა გააზრებულ მიდგომას მოითხოვს. ბრძენი გვთავაზობს 5 მთავარ რჩევას და გვირჩევს ილუზიების მახეებს თავი ავარიდოთ. სადჰგურუს რჩევები ყველა ქალის გზაზე ლამპარი ხდება, ეხმარება არა მხოლოდ ბედნიერების მოპოვებაში, არამედ უნიკალურობის შენარჩუნებაში ურთიერთობებისა და თვითშემეცნების სამყაროში.

„ნაკლებად შეხედე თეატრალობას, მეტად ენდე რეალურ ქმედებებს“

აი, ვიღაცამ ხმამაღლა თქვა ის, რაზეც ყველა ვეჭვობდით გულის სიღრმეში! სადჰგურუ გვასწავლის, რომ დიდმა სიტყვებმა არ მოგვატყუოს. ამის ნაცვლად კაცის ქცევას მივაქციოთ ყურადღება. ქცევა ხომ უფრო მეტყველია, ვიდრე ნებისმიერი კომპლიმენტი. არავის მისცე უფლება ცარიელი დაპირებების ლამაზ პაკეტში გაგახვიოს.

მენტორი გვახსენებს, რომ ადამიანის ნამდვილი არსი ვლინდება მის ქცევაში და არა პომპეზურ დაპირებებში. სადჰგურუ მოუწოდებს ქალებს, ენდონ მას, ვინც ნამდვილად ავლენს ზრუნვას და მხარდაჭერას, და არა მას, ვინც ციდან ვარსკვლავის მოწყვეტას პირდება, მაგრამ რთულ წუთებში ფინჯანი ჩაის მოდუღებაც არ შეუძლია. ილუზიებისგან გამოყოფილი მოლოდინები გვეხმარება ავირჩიოთ ის, ვისი მოქმედებაც ჭეშმარიტ ზრახვებზე დადასტურებულია და ქმნის საფუძველს რეალური და ხანგრძლივი ბედნიერებისთვის.

„ნუ შეიყვარებ მამაკაცს, რომელიც შენთვის კარგს არაფერს აკეთებს“

თუ მამაკაცი არ მუშაობს თქვენი ბედნიერებისთვის, მასზე თქვენი ძვირფასი დრო არ დახარჯოთ. გახსოვდეთ, თქვენი ცხოვრების დედოფალი ხართ და არა დიასახლისი სხვის ეზოში.

ეს ბრძნული რჩევა გვახსენებს, რომ სიყვარულში ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. სადჰგურუ გვაფრთხილებს, რომ არ ავყვეთ ლტოლვას იმ ადამიანის მიმართ, ვინც შესაძლოა იდეალური პარტნიორის როლს ოსტატურად თამაშობს, მაგრამ არ ავლენს ზრუნვას და ყურადღებას ყოველდღიურ რუტინაში.

თუ მამაკაცი არ იჩენს ინიციატივას, რომ შექმნას პოზიტიური მომენტები თქვენ ცხოვრებაში, თუ მისი ქცევა არ განიჭებთ სიხარულს და კმაყოფილებას, შესაძლოა ის არ არის, ვინც შეძლებს ნამდვილი ბედნიერება მოგანიჭოს. ილუზიის რეალობისგან განცალკევება ურთიერთზრუნვის საფუძველზე ურთიერთობის აშენებაში გვეხმარება. ეს კი ძლიერი და მტკიცე კავშირის საფუძველია.

„დააკვირდი რას აკეთებს და არა რას ამბობს“

სადჰგურუ გვაფრთხილებს: „აზრები არ ითვლება, ხოლო ქცევა მნიშვნელოვანია!“ თუ თქვენი რჩეული მხოლოდ გპირდება რაღაცას, მაგრამ არაფერს აკეთებს, ალბათ, თქვენი ცხოვრების მეგზურისთვის საუკეთესო კანდიდატი არაა.

სიტყვები მელოდიურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილი ზრახვა და გრძნობა ვლინდება შრომით, ზრუნვით და ერთგულებით. სადჰგურუ მოუწოდებს ქალებს, რომ ლამაზ დაპირებებს არ გაეკიდონ. ამის ნაცვლად ყურადღება მიაქციონ, რას დებს პარტნიორი ურთიერთობაში.

„საჭირო არაა მსხვერპლის ან ყინულის დედოფლის როლის მორგება“

ზოგჯერ ქალებს უყვართ როლის მორგება, თითქოს მსხვერპლია ან ყინულის დედოფალი ვიკინგების ფარზე ძლიერი ხასიათით. სადჰგურუ გირჩევთ, იყოთ ისეთი, როგორიც ხართ, არ დაკარგოთ გულწრფელობა. გახსოვდეთ, ნამდვილი ბედნიერება მოდის მათთან, ვინც გულახდილი და გულწრფელია.

თვალთმაქცობა ხშირად იწვევს გაუგებრობას და დისტანციას ურთიერთობაში. ნამდვილი ბედნიერება მაშინ მოდის, როდესაც ვმალავთ ნიღბებს და სხვებს საშუალებას ვაძლევთ, დაგვინახონ ისეთები, როგორებიც ვართ.

ეს რჩევა ხაზს უსვამს თქვენი იდენტობის მნიშვნელობას ურთიერთობაში. საჭირო არაა როლის თამაში, რომ მიმზიდველი იყოთ. ღიაობა და გულწრფელობა ავთენტური კავშირების შექმნას ხელს უწყობს. ჰარმონიულ ურთიერთობას და ნამდვილ ბედნიერებას კარს უღებს.

„არ აქციოთ პარტნიორი თქვენი ცხოვრების ცენტრად, ნუ დაივიწყებთ თქვენს სურვილებს, გეგმებს და მიზნებს“

ალბათ, რაღაც მომენტში თითოეული ჩვენგანი მთელ ძალისხმევას დევს ურთიერთობაში. სადჰგურუ გვაფრთხილებს, რომ ეს შეიძლება იყოს ხაფანგი, რომელშიც ვკარგავთ საკუთარ იდენტობას. იმის ნაცვლად, რომ თავით ჩაყვინთოთ ურთიერთობაში, ბრძენი გირჩევთ, საკუთარი თავის ერთგული დარჩეთ. გახსენებთ, რომ ურთიერთობაში ნამდვილი ბედნიერება თითოეული პარტნიორის ინდივიდუალობას შორის ბალანსია.

ეს რჩევა ხაზს უსვამს საკუთარი სურვილების, გეგმების და მიზნების შენარჩუნების მნიშვნელობას, ურთიერთობის მიუხედავად. ინდივიდუალური ზრდა და განვითარება მნიშვნელოვანი ფაქტორია ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. სადჰგურუ შეგახსენებთ, რომ თითოეული ჩვენგანი უნიკალური ინდივიდია საკუთარი ოცნებებით.

იბრწყინეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ დედოფალი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს!